ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვერონიკა სალაღაია
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


არ მიმატოვო! მომეცი ფიცი...


არა არსდროს არ მსურს დამტოვო,
ვერ გადავიტან მე ამას ვიცი,
მე მეშინია მარტო დარჩენის,
არ მიმატოვო, მომეცი ფიცი.
რომ წაროვიდგენ აღარ იქნები,
ვეღარ შევხედავ შენს ლამაზ თვალებს,
ვერ შეგეხები ვეღარასოდეს,
ვეღარ დავკოცნი საყვარელ სახეს.
თვალები ცრემლით მევსება უმალ,
და გულშიც რაღაც საშინლად მტკივა,
შენახარ ჩემი თვალის სინათლე,
მე უშენობით ძალიან მცივა.
მტკივა! არ გესმის? მიკვნესის გული,
და მეტიც უკვე არ შემიძლია,
ბევრი ტკივილი გამომიცდია,
უშენობისთვის ვერ გამიძლია.

ვისჯები ალბათ ყველა ცოდვისთვის,
ჰო, უშენობაც ხომ სასჯელია,
შენ წახვალ შორით და მე რაღა ვქნა?
შენზე ფიქრები გულს ჩაბჯენია.

არ მსურს გიხილო ცივი მიწის ქვეშ,
და დავიტირო შენი სხეული,
ღმერთსაც არ ესმის ჩემი ვედრება,
მასაც სურს დავრჩე მარტო, ეული.
მასთან მიყავხარ და შენს თავს მართმევს,
ღმერთო! - დატოვე, მომეცი ნება,
მის სიყვარულში დავიფერფლო და
ერთად გავუყვეთ წლების დინებას.

ყოველთვის მახსოვს ჩემ გვერდით იყავ,
როცა მიჭირდა, როცა მტკიოდა,
დახმარების ხელს მიწვდიდი მაშინ,
როცა თვალიდან ცრემლი მდიოდა.

ახლა სადა ხარ? უფალო გესმის?
მის თავს გავედრებ, შენია ნება,
ახლა ნუ მტოვებ ამ გასაჭირში,
მომეცი მასთან ყოფნის უფლება.

მინდა რომ მასზე ვიზრუნო მუდამ,
მისი მერქვას და ჩემი იყოს,
ჩვენი გზები თუ გადაიკვეთა,
ნება არ მოგვცე ახლა გაიყოს.
პასუხს თუ არ მცემ მანიშენე რამით,
რა ვქნა ტკივილის გაძლება მიჭირს,
რად არ მპასუხობ? რად არ მანიშნებ?
მხედავ დატანჯულს და გესმის ვიცი.

კვლავ არ მპასუხობ, შენც მიმატოვე,
მე ხომ ყოველთვის მჯეროდა შენი,
უფალო სწორედ ახლა მჭირდები,
გთხოვ მიპასუხე, ვიცი რომ გესმის.

მაინც არსაით ისმის შენი ხმა,
მაშ მართალია? და მიგყავს შენთან?
ნუთუ არავარ მე ამის ღირსი,
რომ დიალოგი გავმართო ღმერთთან?
მე მაპატიეთ თუ ვცოდავ ამით,
და საუბარიც კი მნებავს თქვენთან,
მაგრამ, ტკივილით ვარ შეპყრობილი
ყველა ოცნება უცებ დამემსხვრა.
თქვენთან მოვედი, ჩუმი ვედრებით,
და უპასუხო კითხვები მახრჩობს,
რატომ გსურთ ახლა ეულად დავრჩე?
ყოველთვის ჩემთან იყავით მახსოვს.
თვალცრემლიანი ვიჩოქებ თქვენს წინ
გადამირჩინე, კვლავ თხოვნას ვბედავ,
მე წამიყვანე გთხოვთ მის მაგივრად
ეს მირჩევნია დარჩენას კენტად.

არ დამანახო მისი ტკივილი,
მე დატანჯულის არ მსურს ყურება,
სულ ბედნიერი მინდა მახსოვდეს,
ასეთი არის მისი ბუნება.

მისი ღიმილი მე სუნთვას მიკრავს,
მისი ცრემლების არ მსურს დანახვა,
არავის ესმის თუ რა ძნელია,
ვინც გიყვარს სწორედ მისი დაკარგვა.
ვერვინ გაიგებს რა ხდება ჩემში,
მე ხომ ძალითაც ვიღიმი ხშირად,
სახეს ნიღბებით ვიფარავ მუდამ
ტკივილი უკან დამყვება ჩრდილად.

შენ ნუ იჯავრებ ჩემო პატარა,
გპირდები ჩემში იცოცხლებ დიდხანს,
სანამ ეს გული არ შეწყვეტს ფეთქვას,
შენ ეყოლები დარდად და ფიქრად.

როგორაც გსურდა ისე ვიცხოვრებ,
და ამ სიყვარულს გავუფრთხილდები,
ვიცი რომ ისევ მალე შეგხვდები,
მეც მალე შენთან გამოვფრინდები.

და მჯერა მაშინ, როცა კვლავ გნახავ,
რომ შენ გამიღებ სამოთხის კარებს,
ერთად ვიქნებით ჩვენ სამუდამოდ,
დრდებს და ცრემლებს გავატანთ ქარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები