ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: თარგმანი
15 თებერვალი, 2014


მონასტერი ყაზბეგზე

მთათა გრეხილებს ადგას გვირგვინად
ყაზბეგო, შენი მეფური ბინა
და არემარეს მოაფენს სხივებს...
ღრუბელთა ზღვაში ისე ლივლივებს
ტაძარი შენი, ვით კიდობანი
და სიზმრად აქცევს მყის ყოველივეს.
მხარე ძვირფასი, ნაოცნებარი...
მშვიდობით! მინდა ხეობას ვუთხრა,
ავმაღლდე ცამდე, სილაღეს ვგრძნობდე,
მინდა ვიპოვო იქ მყუდრო კუთხე
და ღვთის მეზობლად მეც განვმარტოვდე.


Александр Сергеевич Пушкин
МОНАСТЫРЬ НА КАЗБЕКЕ

Высоко над семьею гор,
Казбек, твой царственный шатер
Сияет вечными лучами.
Твой монастырь за облаками,
Как в небе реющий ковчег,
Парит, чуть видный, над горами.

Далекий, вожделенный брег!
Туда б, сказав прости ущелью,
Подняться к вольной вышине!
Туда б, в заоблачную келью,
В соседство бога скрыться мне!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს