| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2014 |
ათასი დათესე, ერთიც რომ მოიმკას, გახსოვდეს ათასი, ნუ შეურიგდები იოლად ანანკეს, დათესე, დათესე, ნუ შეურიგდები ფრთაძლიერ გრიგალებს, დაძლიე, დაძლიე, ფრთაძლიერ გრიგალებს ნუ შეურიგდები, გრიგალებს-ფრთაძლიერს, ნუ დაგეზარება კავი და ერქვანი, წერაქვი, ურიკა... გაკვეთე ხრიოკი ზეგანი, კირ-ქვანი, მალაყით, ურიგოდ. ათასი დათესე, ერთიც რომ მოიმკას, ვაზიდან ნაყოფი, დაათვრე ბახუსი, აცეკვე ანანკე ან დინჯად ამყოფე, ნუ შეურიგდები! ნუ შეურიგდები! დაძლიე! დაძლიე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა შეფასებისთვის :)) მადლობა შეფასებისთვის :))
1. უკეთესები ვნახე თქვენი დაწერილი,თქვენს გვერდზე მე. ამიტომ ამას არ შევაფასებ. უკეთესები ვნახე თქვენი დაწერილი,თქვენს გვერდზე მე. ამიტომ ამას არ შევაფასებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|