ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალტონიკი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


სევდის მიზეზი

ხდება რა ხდება , გიამბო მინდა
ეს არის ჩემთვის სიმართლე წმინდა .
შემომეყარა გულზე მე სევდა
ისევ ამაყად გიყურო მინდა

ბევრია ირგვლივ ნამდვილი გველი
მე შენგან ისევ სიყვარულს ველი
ვფიქრქობ , რომ ისევ იცვლება ერი
მე შენგან კიდევ სიმართლეს ველი .

რომელ სიმართლეს შენ გეცინება
მტკვარი თავისთვის მიედინება .
მიყურებ მისმენ , მგონია ასე
და თურმე დღესაც შენ ფიქრობ მასზე .

ორგული გახდი , როგორც სხვა ბევრი
არა სიყვარულს მე აღარ ველი
ცბიერი გახდი , როგორც სხვა ბევრი
არა სიმართლეს მე აღარ ველი .

შენ ცივი გახდი , როგორც სხვა ბევრი
არა მე შენგან სითბოს არ ველი
შენ შეიცვალე , როგორც სხვა ბევრი
და ჩემთვის გახდი რიგითი გველი .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები