ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2014


მინდოდა მეტირა


მომინდა მეტირა...
იმ ქალის მაგივრად მინდოდა მეტირა, -რომელიც ფეხს რომ წამოიკრავს და წაიბორძიკებს, -ვაი შვილოს ამბობს, ვაი დედას ნაცვლად.

მინდოდა მეტირა...
იმ რაინდის გამო მინდოდა მეტირა, რომელსაც  კალთაში მეგობრის თავი აქვს ხელებშემოხვეული და არემარეს გაოგნებული ათვალიერებს და მის ტანს ეძებს...

მინდოდა მეტირა...
იმ ბავშვის გამო მინდოდა მეტირა, რომელსაც ჭიშკართან მოსული ყველა ქალი, საკუთარი დედა ჰგონია და იზრდება ობლობის დასასრულის მოლოდინში...

მინდოდა მეტირა...
იმ მამის გამო მინდოდა მეტირა, რომელსაც ფოსტალიონმა დეპეშა მოუტანა, წაიკითხა და ქვად იქცა, გალურჯდა, გაჭაღარავდა, მეუღლეს კი ორივე დაუმალა, ამბავიც და ცრემლიც...

მინდოდა მეტირა...
იმ თუთის გამო მინდოდა მეტირა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ გაიზრდებოდა ფანდურად გადაიქცეოდა და მაშინ მაინც ამოიკვნესებდა დაგროვილ სევდას, მაგრამ ღუმელში დაიწვა...

მინდოდა მეტირა...
იმ სატირალის გამო მინდოდა მეტირა, რომლის ბოლომდე გამოტირებასაც ვაპირებდი, თუმცა, - ამასობაში მეც დედა მეტირა...

მინდოდა მეტირა...

10.06. 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები