ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


ფარდაში გახლართული ხედი

აქ ვარ, თქვენც ისევ აქ ხართ: მკვდრები, ცოცხლები, სხვები...
როგორც ოთახში მაქმანს, ქარი უჩინრად არხევს.
წინ, საოცარი ხედი აქვთ დაფარული სახლებს
და მოქუჩებულ ალაგს ასდის სურნელი ვნების.

თითქოს გაუქრა კიდე და სახლს გაუდის ლანდი...
ქართა ვინ მოთვლის რიგებს, წყება წავა და მოვა;
ვერ ავისრულებთ წადილს; ახლა ისეთი დროა, -
ჭერში გაჟონავს - იდენს, - თითქოს არავის ვწამდით,

მაგრამ ვიცი, რომ აქ ვარ: მკვდრებით, ცოცხლებით, სხვებით...
ამ მოქუჩებულ ალაგს, უმოლანდებო სახლებს,
ასდის სურნელი ვნების; ქარი უჩინრად არხევს...
და ჩემს ოთახში მაქმანს, ყავს დაჭერილი ხედი,

როგორც პირღია თევზი, ქარი რომ მზეზე ახმობს,
ის კი მდუმარედ ებრძვის, თავის უჩინარ სევდას.
აქ ხართ, ძალიან ახლოს, თუმცა თვალი ვერ ხედავს,
ამ ქაოსში თქვენს წესრიგს და ნასახლართა ამბოხს.

თუმცა ვიცი რომ აქ ვარ... წინ, საოცარი ხედი
აქვს დაჭერილი მაქმანს, ქარი რომელსაც არხევს.
მკვდრები, ცოცხლები, სხვები, თავს აფარებენ სახლებს
და მოქუჩებულ ალაგს ასდის სურნელი ვნების.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები