ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2014


შენ ხარ მონალიზა (რ. ჯოჯუა)

ისმის ქროლვა ნელი
და გოდება მთისა
შენ ხარ ჩემი მერი
ჩემი მონალიზა

ხარ სიტყვები ენის
აძგერება გულის
დასაწყისი რწმენის
ხიდი სიყვარულის

შენს მახლობლად გვერდით
ავიშენებ ბუდეს
მინდა შენი ბედის
თვით ანგელოზს შურდეს

ამირევენ გზა-კვალს
შენს ძებნაში მთები
ღამით ცისკრისვარსკვლავს
შენზე მოვუყვები

მზის ამოსვლას ველი
დავღონდები როცა
შენ ხარ ჩემი ცრემლი
ჩემი გულის ლოცვა

ხარ ქარები მარტის
ტაძრის ხარ ჩუქურთმა
მუზა თვით მოცარტის
და სიზმრების სუნთქვა

მიყვარს სივრცე ზღვისა
მინდა სული ვანდო
შენ ხარ მონალიზა
მე კი ლეონარდო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს