ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


უამაგდრონი

ჰამლეტი დაგმეს,ყურს უგდებენ უცისფრეს ელტონს,
მგოსნის ლექსი ქუხს,კბილებს ანთებს,მძლე ქოფაკია,
ამტვრევს როიალს დემონთა ხმა,მბორგავ კამერტონს
ფატრავენ ძვლები ცოცხალ-მკვდარტა სარკოფაგიდან.
ჭირხლით იტკბობენ  მტარვალ, მყაყე პირს ამინდები,
ხარობს ტაროსი, თვლემს წინაპართ მკვდარი არქივი,
სნობთა ბილწ ლაშქარს სუდრავს ყავლი პირამიდების,
საქართველო ხალხს  თავზე გვადგას ,პატრიარქივით.
ერი_მრევლია, რომელსაც სწამს ქრისტეს, სამშობლოს,
ბორგავს და უძლებს გრიგალს სხალთა,ავდარს_ იშხანი,
ვეკვეთე ბომონს,ქრისტესავით რწმენამ გამშოლტოს,
კორიფედ ვრჩები, ვერ მომკლავს ბრბო და დარიშხანი.
სულით მეშჩანებს წაუკითხავს მკვირცხლად ჟან ჯენე,
გმირთა ღვაწლს აქრობს  პლეადების გრძელი ბოჰემა,
მზარავს ბრბოს ჭკუა,_ ბილინგვიან ყორღანს აშენებთ,
ბრდღვინავს,ძარღვს იწყვეტს...მგოსანი ხომ მეამბოხეა.
უვიც მგოსნების ლექსში სლენგი უმალ დამკვიდრდა,
სტრიქონს მზით ჭვარტლავს  უუნარო კოსმოპოლიტი,
უნორჩეს შიმალს  სითბო გრძნობებს გამოაკვირტავს,
ცხელ სივრცეებში უმთვარეო, კოსმოსს ბოლი სდის
სამყაროს მხრებს ქვეშ, თუ მზეს შიში არ განუცდია,
მხდალი კანკალებს, მზერას ვისვრი, უნდა გიყუროთ,
თითქოს ყურები ძველ სიმღერით არღანს უცდიან,
გზას ვერ გააღწევ ეშმას მრევლში,უტრაგიკულოდ.
ჰამლეტი დაგმეს,ყურს უგდებენ უცისფრეს ელტონს,
მგოსნის ლექსი ქუხს,კბილებს ანთებს, კვლავ ქოფაკია,
ამტვრევს როიალს დემონთა ხმა,მბორგავ კამერტონს
ფატრავენ ძვლები ცოცხალ-მკვდართა სარკოფაგიდან.

თ.ჭახნაკია
2014წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები