ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: თარგმანი
26 თებერვალი, 2014


ჯორჯ გორდონ ბაირონი - ის მინარნარებს სილამაზეში

ის მინარნარებს სილამაზეში, როგორც ზრდის ღამე
თავის ჰორიზონტს – უღრუბლო კლიმატს და ზეცას აფენს;
უკუნს და ნათელს დაითითოვებს მისი სილაღე
და შეგაფეთებს მის ღრმა თვალებში თვითეულ ასპექტს.
შერბილებულს კი, ამგვარად ნაზს და მის ამ სინათლეს
სამოთხეც ვერ სცნობს ზეცის მნათობად და უკუაგდებს.

ერთი ჩრდილით ზრდის ფონს, თუ მას სხივით ნაკლებს ხდის ერთით,
მის უსახელო სიქველეს არღვევს, ახშობს ნახევრად,
როცა ყორნების აზვირთულ ტალღას შეარხევს მხრებით,
ან ნაზ სინათლეს, სახეს მოახვევს შარავანდედად;
სადაც არ ღელავს გამოსათქმელად ტკბილი ფიქრები,
რა ანკარაა მათი სავანე, ძვირი რამდენად...

და მის ამ ღაწვებს, და მის ამ წარბებს – მიმიკურ სცენას
– ასეთი წყნარი, ასეთი მშვიდი, მეტყველი მრავლის
ღიმილი ავსებს, რომელმაც სძლია სხვა ტონთა ფენას,
გარდასულ დღეთა ამბავს გვამცნობენ – სიქველით გავლილს,
სადაც გონებას, ქვეშევრდომებთან მშვიდობა ნებავს
და სიყვარულსაც, მისსავე გულში - უმანკოდ აღზრდილს.



She walks in Beauty, like the night
    Of cloudless climes and starry skies;
And all that's best of dark and bright
    Meet in her aspect and her eyes:
Thus mellowed to that tender light
    Which Heaven to gaudy day denies.

One shade the more, one ray the less,
    Had half impaired the nameless grace
Which waves in every raven tress,
    Or softly lightens o'er her face;
Where thoughts serenely sweet express,
    How pure, how dear their dwelling-place.

And on that cheek, and o'er that brow,
    So soft, so calm, yet eloquent,
The smiles that win, the tints that glow,
    But tell of days in goodness spent,
A mind at peace with all below,
    A heart whose love is innocent!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს