 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 27 თებერვალი, 2014 |
...
შენგან მოხაზულ წრეში მოვექეც, ტუსაღივით, ყელზე მოვლებულ კანაფის თოკის ტყვეობაში. ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ - უსასრულოდ. ნაბიჯი წინ, ან ნაბიჯი უკან- ტყეებია
ხშირი, ან იქნებ არც ისე - მხოლოდ მომეჩვენა. სულ ცოტა უნდა, რომ ქალი აყვეს ილუზიებს, არც გზაა, ერთი ვიწრო ბილიკი, მოხვეული. აღარც მზე- მხოლოდ მკრთალი შუქია, უჩვეულო.
შენი სახელი წითლად, ბატისტის მაქმანებზე, ამოვაქარგე - ახლა თვალისგან დაცული ხარ, გარეთ სიკვდილი მთვარეს, როგორც ტივს აქანავებს, მერე დაჯდება და ცას წყალივით გადაცურავს.
მანამ კი დათვლი ვაზნებს, დარჩენილ დღეებივით და გზა გექნება სახიფათო და ავდრიანი- შენ წილ სამშობლოს მიწა სისხლით აქვს შეღებილი, შენ - გულს ჰაერში სამიზნესავით აფრიალებ.
თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა, მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით, ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი, გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა
და შემოსაზღვრულ წრიდან ნაბიჯსაც ვეღარ ვადგამ, ყელთან მოჭერილ კანაფის თოკის ტყვეობიდან, სულს კბილით ვიჭერ, ტყავის მოვერცხლილ ლაგამივით, ისე მინდა რომ მხარზე, სულ ოდნავ, ჩამოგეყრდნო...
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა, მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით, ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი, გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა......ისევ შემოვიარე აქ...ესაა პოეზია (ვერბლანი)... თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა, მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით, ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი, გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა......ისევ შემოვიარე აქ...ესაა პოეზია (ვერბლანი)...
32. კრავაი, მადლობა :) კრავაი, მადლობა :)
31. უძლიერსია და ამავ დროს, უმშვენიერესი. უძლიერსია და ამავ დროს, უმშვენიერესი.
30. გმადლობთ გილო, გაიხარეთ თქვენც :) გმადლობთ გილო, გაიხარეთ თქვენც :)
29. კარგია. წარმატებები მინდა გისურვო. გაიხარე.++ კარგია. წარმატებები მინდა გისურვო. გაიხარე.++
28. :) მადლობა, გენიალურობამდე ვეჭვობ, ბევრი დამაკლდა დაბადებიდანვე, მაგრამ მიხარია,თუ მოგეწონათ, მოგიკითხეთ მეც :) :) მადლობა, გენიალურობამდე ვეჭვობ, ბევრი დამაკლდა დაბადებიდანვე, მაგრამ მიხარია,თუ მოგეწონათ, მოგიკითხეთ მეც :)
27. სულ ცოტა უნდა,რომ ქალი აქყვეს ილუზიებს
უბრალოდ ბრავო! რა კარგი ლექსია და რა ბუნებრივად ხატოვანი.მე სადღაც ჩემი თავიც აღმოვაჩინე.მეტი არ ვიცი რა ვთქვა გენიალურია ყველაფერი ის რაც თქვენი ხელით იწერება.მოკითხვა და დიდი სიყვარული ჩემგან თქვენ სულ ცოტა უნდა,რომ ქალი აქყვეს ილუზიებს
უბრალოდ ბრავო! რა კარგი ლექსია და რა ბუნებრივად ხატოვანი.მე სადღაც ჩემი თავიც აღმოვაჩინე.მეტი არ ვიცი რა ვთქვა გენიალურია ყველაფერი ის რაც თქვენი ხელით იწერება.მოკითხვა და დიდი სიყვარული ჩემგან თქვენ
26. შენგან მოხაზულ წრეში მოვექეც, ტუსაღივით, ყელზე მოვლებულ კანაფის თოკის ტყვეობაში. ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ - უსასრულოდ. ნაბიჯი წინ, ან ნაბიჯი უკან- ტყეებია... წარმატებები+ შენგან მოხაზულ წრეში მოვექეც, ტუსაღივით, ყელზე მოვლებულ კანაფის თოკის ტყვეობაში. ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ - უსასრულოდ. ნაბიჯი წინ, ან ნაბიჯი უკან- ტყეებია... წარმატებები+
25. გაიხარეთ, მადლობა დიდი :) გაიხარეთ, მადლობა დიდი :)
24. თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა, მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით, ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი, გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა :(
++ <3 თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა, მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით, ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი, გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა :(
++ <3
23. აჰმ.... არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო აღტაცება..... რა საოცარი ხელწერაა!! +2+აპლოდისმენტები სიკეთე თქვენდა აჰმ.... არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო აღტაცება..... რა საოცარი ხელწერაა!! +2+აპლოდისმენტები სიკეთე თქვენდა
22. საოცარი ლექსები გაქვთ, ემოციური. საოცარი ლექსები გაქვთ, ემოციური.
21. ჟადენ :) <3 ჟადენ :) <3
19. ჯონათან, როგორ მიყვარს ეს შენი რაღაცნაირად მშვიდი სითბო :* მადლობა ყველას, ყველას, გულითადი :* ჯონათან, როგორ მიყვარს ეს შენი რაღაცნაირად მშვიდი სითბო :* მადლობა ყველას, ყველას, გულითადი :*
18. ჩემი ძილისწინ საკითხავი jaden :-*
"მანამ კი დათვლი ვაზნებს, დარჩენილ დღეებივით და გზა გექნება სახიფათო და ავდრიანი,- შენ წილ სამშობლოს მიწა სისხლით აქვს შეღებილი, შენ - გულს ჰაერში სამიზნესავით აფრიალებ."
ჩემი ძილისწინ საკითხავი jaden :-*
"მანამ კი დათვლი ვაზნებს, დარჩენილ დღეებივით და გზა გექნება სახიფათო და ავდრიანი,- შენ წილ სამშობლოს მიწა სისხლით აქვს შეღებილი, შენ - გულს ჰაერში სამიზნესავით აფრიალებ."
17. გარეთ სიკვდილი მთვარეს, როგორც ტივს აქანავებს, მერე ჩაჯდება და ცას წყალივით გადაცურავს. ++ გარეთ სიკვდილი მთვარეს, როგორც ტივს აქანავებს, მერე ჩაჯდება და ცას წყალივით გადაცურავს. ++
16. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
15. მძაფრი...კარგი, როგორც ყოველთვის...:-* 5 მძაფრი...კარგი, როგორც ყოველთვის...:-* 5
13. განსაკუთრებული. როგორც ყოველთვის. ) განსაკუთრებული. როგორც ყოველთვის. )
12. jaden ... <3 ++ jaden ... <3 ++
11. კარგია,მომეწონა + + კარგია,მომეწონა + +
10. მიყვარს აქაური მძაფრი არომატები. 5. მიყვარს აქაური მძაფრი არომატები. 5.
9. ნორმალურია:) წარმატებები ავტორს++ ნორმალურია:) წარმატებები ავტორს++
8. "რომ ჩაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"__ამას ქვია! გლოვა ასე მოხდენოდეს ლექსს, საყვარელ ადამიანს და "გახუნებულ" სამშობლოსაც კი, იშვიათად მინახავს. და რა ზომიერად მოხაზული წრე! "რომ ჩაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"__ამას ქვია! გლოვა ასე მოხდენოდეს ლექსს, საყვარელ ადამიანს და "გახუნებულ" სამშობლოსაც კი, იშვიათად მინახავს. და რა ზომიერად მოხაზული წრე!
7. უბრალოდ ძალიან მიყვარხარ! ! ! <3 და მიხარია, რომ მე გიპოვე :) ^_^ <3 ++ უბრალოდ ძალიან მიყვარხარ! ! ! <3 და მიხარია, რომ მე გიპოვე :) ^_^ <3 ++
6. <3 რა ლამაზიააა...... <3 <3 რა ლამაზიააა...... <3
5. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
4. აუ რა მაგარია, აი არ ვიცი რა, რაღაც ისეთი მემართება ხოლმე თქვენს ლექსებზე, რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, აი თითქოს ჩემი სულის ნაწილიც დევს მათში. <3
აუ რა მაგარია, აი არ ვიცი რა, რაღაც ისეთი მემართება ხოლმე თქვენს ლექსებზე, რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, აი თითქოს ჩემი სულის ნაწილიც დევს მათში. <3
3. იცის, ჰო :)
მადლობები :) იცის, ჰო :)
მადლობები :)
2. "სულს კბილით ვიჭერ, ტყავის მოვერცხლილ ლაგამივით, ისე მინდა რომ მხარზე, სულ ოდნავ, ჩამოგეყრდნო..."
ჰო, იცის ხოლმე ასე=) მშვენიერია "სულს კბილით ვიჭერ, ტყავის მოვერცხლილ ლაგამივით, ისე მინდა რომ მხარზე, სულ ოდნავ, ჩამოგეყრდნო..."
ჰო, იცის ხოლმე ასე=) მშვენიერია
1. როგორი მძაფრი, ტკივილიანი და მაიც იმედიან სიყვარულიანი ლექსია.
და ფინალი... <3 როგორი მძაფრი, ტკივილიანი და მაიც იმედიან სიყვარულიანი ლექსია.
და ფინალი... <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|