ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალტონიკი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2014


წუთისოფელო

მე საქციელი მოჩვენებითიც ბევრი მინახავს
ამაყი გული ბოღმისთვის ადგილს ისევ ინახავს
მადგები კარზე და გეკითხები მითხარ ვინა ხარ
და ვხვდები , რომ მოგზავნილი ერთი ვირთხა ხარ !

ბუნება ისევ არაფერს იმჩნევს
თითქოს ვერ ხედავს უსამართლობას
და იგი თავს კვლავ ღიმილით ირჩენს
მზე ისევ ისე საამოდ გვიმზერს

მე შენ  გიყურებ და გაკვირდები
სადღაც ისევ შორს მიტაცებს ფიქრი
შენ ! , როგორც სტუმარს გაგიღე კარი
როგორც ყოველთვის შენ ხელი მკარი

მზე ისევ ისე ნავარდობს ცაში
გარეთ ფოთლები შრიალებს ნაზად
გარეთ ნიავი ბავშვს თავს ევლება
თითქოს ის ნაზად მას ეფერება

შენ ხელი მკარი არ გამიღიმე
წარსულს ვივიწყებ იმდეი მქონდა
მაგრამ მოკალი შენ ჩემში გრძნობა
ახლა კი ვხვდები იკნება მტრობა

მზემ კი მოუკლო მის ჩვეულ კაშკაშს
თითქოს არ უნდა , რომ გული დაგვწვას
საღამო მშვიდი ღამდება ნელა
ისევ ვარსკვლავებს მე ვუწყებ ცქერას

მე შენ გაბრალებ რო უნდობლობა მასწავლე მტრული
როგორ ვერ ხვდები შენი გაძლება , რომ გახდა რთული
ვერა და ვერ ვეღარ იკავებს ამ ბოღმას გული
წუთისოფელო შენ მე მაწამე და გახდი ნული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები