ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


სასაფლაო

აქ უკვე ყველა ხე გაჩეხეს.
აქ მხოლოდ სიკვდილი სახლობს.
სიცოცხლის მთვარეულ ყაჩაღის
ბინაა ყველაზე ახლოს.
ნაღველი მოუსხამს ხალათად
ცრემლებით დანამულ ტანზე,
წითელვარდიანი კალათა
გადაგდებულია განზე.
ცხოვრება აქ მხოლოდ ფერფლია:
გარდასულ დღეებზე ნაღვლობს.
აქ ყველა სიკვდილის მსხვერპლია.
აქ მხოლოდ სიკვდილი სახლობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს