ღამე უჩუმრად გაიძურწა ბლანტი დილიდან, ქუჩა კიაფობს ზედაპირით_ვერცხლის ალიზი, აისი უკუნს გამოუძვრა, ბნელ მანდილიდან ციდან აცხუნებს,ალმური და მწველი ალი მზის. რაფაზე ცეკვავს მზის სხივები სიამით ტანგოს, ნისლებს მიეცა მკრთალი ფერი,ფორმა არჩვების, მე მირჩევნია,სულ ვწერო და დაღლამ გამთანგოს, ღრმა პოეზიის გარეშე ხომ ლეში დავრჩები! შავი, მჭლე მიწა მოითუშა, როგორც აპოხტი, ქალებმა დიბა გადაფინეს მწვანე ჩარდახზე, სული ამომყვა, სხეულიდან როცა ამოვხტი, საღამურ ჯუბად მოეხვია ჯანღი,ჩანდა, ხევს. მიწაა თითქოს ლურჯი ზეცის შავი მოლბერტი, ცისარტყელაზე,ნათლად მოჩანს ფერთა პალიტრა, მეხი გავარდა, დაენარცხა ქორფა მოლს ბელტი, ყალმების ყუთი,მზე- სხივებით,უმალ დაიმტვრა. ცხელ სახურავებს გაუგრილდა თქორით შიფერი, სულის სინესტე მზის სხივებით ვეღარ გავაშრე, დავღლი შავ თვალებს,უსიამო სევდით შეფერილს, მზე ამობრწყინდა,მაგრამ ცივი სხივით კაშკაშებს. თ.ჭახნაკია 2013წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სუსტია.. მე ვერ მოვიწონე
წარმატებები ;) სუსტია.. მე ვერ მოვიწონე
წარმატებები ;)
11. მიწაა თითქოს ლურჯი ზეცის შავი მოლბერტი, ცისარტყელაზე,ნათლად მოჩანს ფერთა პალიტრა. 2+ რა,კარგია :) მიწაა თითქოს ლურჯი ზეცის შავი მოლბერტი, ცისარტყელაზე,ნათლად მოჩანს ფერთა პალიტრა. 2+ რა,კარგია :)
10. მშვენივრად დახატული პეისაჟი ვნახე. მშვენივრად დახატული პეისაჟი ვნახე.
9. მადლობა დიდი მეგობრებო:) მადლობა დიდი მეგობრებო:)
8. მოდით, განმარტებებს გავაკეთებ და იქნებ შემდგომ გაითვალისწინოთ......ამას, იმიტომ გავაკეთებ, რომ ჩანს "ნიჭი".........
უჩუმრად - ასეთი ქართული სიტყვა არ არსებობს. ვერცხლის ალიზი - ეს არ არის ტროპული ცნება. ბნელ მანდილიდან - მანდილის ქსოვილი გამჭვირვალეა და ბნელი ვერანაირად ვერ იქნება.......მეტაფორა? უვარგისია. რაფაზე ცეკვავს მზის სხივები სიამით ტანგოს - პირში, რიცხვში და დროში - არცერთში არ არის შეთანხმრბა.
ახლა, რითმები - აპოხტი-ამოვხტი, შიფერი-შეფერილს.........საშინელებააა!!!
ავანსად 5 მოდით, განმარტებებს გავაკეთებ და იქნებ შემდგომ გაითვალისწინოთ......ამას, იმიტომ გავაკეთებ, რომ ჩანს "ნიჭი".........
უჩუმრად - ასეთი ქართული სიტყვა არ არსებობს. ვერცხლის ალიზი - ეს არ არის ტროპული ცნება. ბნელ მანდილიდან - მანდილის ქსოვილი გამჭვირვალეა და ბნელი ვერანაირად ვერ იქნება.......მეტაფორა? უვარგისია. რაფაზე ცეკვავს მზის სხივები სიამით ტანგოს - პირში, რიცხვში და დროში - არცერთში არ არის შეთანხმრბა.
ახლა, რითმები - აპოხტი-ამოვხტი, შიფერი-შეფერილს.........საშინელებააა!!!
ავანსად 5
7. მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი. განსხვავებული ხედვის ავტორი ხარ.
რაფაზე ცეკვავს მზის სხივები სიამით ტანგოს, ნისლებს მიეცა მკრთალი ფერი,ფორმა არჩვების, მე მირჩევნია,სულ ვწერო და დაღლამ გამთანგოს, ღრმა პოეზიის გარეშე ხომ ლეში დავრჩები!-საოცარი სტროფია.,
მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი. განსხვავებული ხედვის ავტორი ხარ.
რაფაზე ცეკვავს მზის სხივები სიამით ტანგოს, ნისლებს მიეცა მკრთალი ფერი,ფორმა არჩვების, მე მირჩევნია,სულ ვწერო და დაღლამ გამთანგოს, ღრმა პოეზიის გარეშე ხომ ლეში დავრჩები!-საოცარი სტროფია.,
6. ძლიერი, ლამაზი, მელოდიური და ემოციური ლექსია...თანაც აპოხტი გავიგე რაც ყოფილა :D...პირადად ხუთიანს სიამოვნებით დავწერდი მაგრამ გიწერ +2 ჯაფარასავით მეც არ შემიძლია... ძლიერი, ლამაზი, მელოდიური და ემოციური ლექსია...თანაც აპოხტი გავიგე რაც ყოფილა :D...პირადად ხუთიანს სიამოვნებით დავწერდი მაგრამ გიწერ +2 ჯაფარასავით მეც არ შემიძლია...
5. აპოხტი იგივე ხორცია და მოთუშვა ხორცის არ შეიძლება?:)გაიხარე ჯაფარ. აპოხტი იგივე ხორცია და მოთუშვა ხორცის არ შეიძლება?:)გაიხარე ჯაფარ.
4. სული ამომყვა, სხეულიდან როცა ამოვხტი,---ვა რა მაგარია...
მოითუშა აპოხტი არ მგონია სწორი იყოს, აპოხტი ხმება ან შრება, ნუ იფიქრე ამაზე. სხვა მომეწონა მაგრამ მაინც ორიანს გიწერ. :D :D (მეტს ვერ ვწერ და იმიტომ ) სული ამომყვა, სხეულიდან როცა ამოვხტი,---ვა რა მაგარია...
მოითუშა აპოხტი არ მგონია სწორი იყოს, აპოხტი ხმება ან შრება, ნუ იფიქრე ამაზე. სხვა მომეწონა მაგრამ მაინც ორიანს გიწერ. :D :D (მეტს ვერ ვწერ და იმიტომ )
3. მე ვარ პეიზაჟების აღწერის ძლიერად მოყვარული ლექსში და თითქმის ყველა ლექსში მაქვს ბუნების ელემენტები ჩართული,ეს თითქოს თემიდან გადახვევას ჰგავს,მაგრამ მე ეს მჩვევია და მიყვარს,შევეცდები შეხამებულად ვაკეთო.
გაიხარეთ დიდი მადლობა:) მე ვარ პეიზაჟების აღწერის ძლიერად მოყვარული ლექსში და თითქმის ყველა ლექსში მაქვს ბუნების ელემენტები ჩართული,ეს თითქოს თემიდან გადახვევას ჰგავს,მაგრამ მე ეს მჩვევია და მიყვარს,შევეცდები შეხამებულად ვაკეთო.
გაიხარეთ დიდი მადლობა:)
2. მე მირჩევნია,სულ ვწერო და დაღლამ გამთანგოს, ღრმა პოეზიის გარეშე ხომ ლეში დავრჩები!
წარმატებებს გისურვებთ + + მე მირჩევნია,სულ ვწერო და დაღლამ გამთანგოს, ღრმა პოეზიის გარეშე ხომ ლეში დავრჩები!
წარმატებებს გისურვებთ + +
1. ძალიან არეულია დრო და ამინდი და ფერები. ქუჩაზე წამიყვანა ლექსმა აზრობრივად და მერე მოლი, ბელტი... აირია ცოტა არ იყოს.
ქალებმა დიბა გადაფინეს მწვანე ჩარდახზე,- ეს ფრაზა მომეწონა ყველაზე მეტად.
ძალიან არეულია დრო და ამინდი და ფერები. ქუჩაზე წამიყვანა ლექსმა აზრობრივად და მერე მოლი, ბელტი... აირია ცოტა არ იყოს.
ქალებმა დიბა გადაფინეს მწვანე ჩარდახზე,- ეს ფრაზა მომეწონა ყველაზე მეტად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|