 | ავტორი: ნაისი ჟანრი: თარგმანი 6 მარტი, 2014 |
მიხეილ ლერმონტოვი გ ლ ა ხ ა კ ი
ღია კარებთან წმიდა ტაძრისა იდგა გლახაკი გაწვდილი ხელით. ხატება ტანჯვის, სივაგლახისა, შიმშილისაგან გამხდარი, თხელი.
ლუკმას ითხოვდა და გავდა შეშლილს, თვალებში ჩანდა წამება უღვთო; ერთმა დასცინა და გაწვდილ ხელში პურის მაგიერ კენჭი ჩაუგდო.
მეც ასე გთხოვდი სიყვარულს მხოლოდ ცრემლების ღვრით და სევდად დანთებით, ჩემი გრძნობებიც ასევე ბოლოს დამირჩა შენგან ნაღალატები.
НИЩИЙ У врат обители святой Стоял просящий подаянья Бедняк иссохший, чуть живой От глада, жажды и страданья. Куска лишь хлеба он просил, И взор являл живую муку, И кто-то камень положил В его протянутую руку. Так я молил твоей любви С слезами горькими, с тоскою; Так чувства лучшие мои Обмануты навек тобою!
მიხეილ ლერმონტოვი რ ა ტ ო მ ?
რახან მიყვარხარ, მოწყენილიც მისთვის ვარ სწორედ, რადგანაც ვიცი: ეგ სინორჩე ნაზად მჩქეფარე ამ მუხთალ ქვეყნის შეიქმნება სამსხვერპლოდ მალე და ჩაგმწარდება თუ კარგად და ტკბილად იცხოვრე. ცრემლი და დარდი - სამუდამო გყავს თანამგზავრი. რომ მხიარულობ, მოწყენილიც მისთვის ვარ სწორედ.
Отчего
Мне грустно, потому что я тебя люблю, И знаю: молодость цветущую твою Не пощадит молвы коварное гоненье. За каждый светлый день иль сладкое мгновенье Слезами и тоской заплатишь ты судьбе. Мне грустно... потому что весело тебе.
ვლადიმერ ნაბოკოვი პ ი რ ვ ე ლ ი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
ხეივნის ბოლოს, იქვე, ჩვენს ხიდთან არყის და ვერხვის ფოთლებს მოფენილს დაეცა კაბის ლურჯი შუქი და გვირგვინის შუქი ღიღილოსფერი.
შენი ხატება ჩემს სულში ელავს ასეთი ნაზი, განსაკუთრებით. და ვუფრთხილდები მას ვით პეპელას, დასარჩენად რომ ვესათუთები.
მას შემდეგ დიდი გამოხდა ხანი და მე უშენოდ ვიცხოვრე ტკბილად, მაგრამ ხანდახან ვიფიქრებ მაინც: ცოცხალი თუ ხარ, ან სად გაქვს ბინა?
ერთხელაც, ბედის ავმა ბუნებამ, რომ მომისაჯოს შენთან შეხვედრა, ვიცი, სასტიკად შემაძრწუნებდა მაგ შენი უცხო სახის შეხედვა.
ვერ ავხსნი ტკივილს, მე რომ მახელებს, რადგან ცხოვრებამ უცხოდ გაქცია, აღარც ის ძველი შეგრჩა სახელი და აღარც ლურჯი კაბა გაცვია.
ყველაფრის ვადა გადაგვივიდა და ღმერთს ევედროთ, რომ მოგვცეს შვება, რომ აღარ შევხვდეთ სადმე, ბილიკთან, როცა საღამო ჩამოეშვება.
Первая любовь
В листве березовой, осиновой, в конце аллеи у мостка, вдруг падал свет от платья синего, от василькового венка.
Твой образ легкий и блистающий как на ладони я держу и бабочкой неулетающей благоговейно дорожу.
И много лет прошло, и счастливо я прожил без тебя, а все ж порой я думаю опасливо: жива ли ты и где живешь.
Но если встретиться нежданная судьба заставила бы нас, меня бы, как уродство странное, твой образ нынешний потряс.
Обиды нет неизъяснимее: ты чуждой жизнью обросла. Ни платья синего, ни имени ты для меня не сберегла.
И все давным-давно просрочено, и я молюсь, и ты молись, чтоб на утоптанной обочине мы в тусклый вечер не сошлись.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი თარგმანებია, მომეწონა...სხვთა შორის ნაბოკოვის ეს ლექსი ძალინ მიყვარს(ვთარგმნე კიდეც); წარმატებები + + კარგი თარგმანებია, მომეწონა...სხვთა შორის ნაბოკოვის ეს ლექსი ძალინ მიყვარს(ვთარგმნე კიდეც); წარმატებები + +
3. პირველი მომეწონა და მესამე, კარგი თარგმამია,
პირველი მომეწონა და მესამე, კარგი თარგმამია,
2. დიდი მადლობა ლელა
დიდი მადლობა ლელა
1. კარგი ლექსების კარგი თარგმანები. კარგი ლექსების კარგი თარგმანები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|