ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: იუმორისტული
4 მარტი, 2014


== ნუცა ლაპარაკობს ==

/ნუცა: დედი,დაიკოს როდის მიყიდიიი?მოვიწყინე მარტომ
გვანცა: არ მაქვს,დედი, ფული და ვერ გიყიდი ჯერ.
ნუცა: დე, მაშინ ძამიკო მიყიდე.
გვანცა: ძამიკოს ყიდვას არ უნდა ფულიი??
ნუცა: ხო მაგრამ, ბიჭები უფრო იაფი ღირს,უტვინოები არიან./
* * *


/- ნუცი, რა უნდა სთხოვო თოვლის ბაბუას საახალწლოდ.
- გეტყვი, ოღონდ, პანიკის გარეშე...../
* * *
/ტაპწუუუ, ნახე არაჟანი ისე შევჭამე– რომ სავალარდო დალისავით ულვაშები გამიკეთდა"/
* * *

/ტაპწუ, მოდი ერთი ,გავაფერადოთ რამე, ცოტა სიმშვიდე მაინც მოვიპოვოთ/
* * *

/გარეთ მნქანების სიგნალია და ვეუბნები ნუცას, ქორწილია-მეთქი.
ნუცა ჩაფიქრდა და...: ეტყობა, ვერ ნახეს საქორწილო ადგილი და მანქანაში იქორწილესო,- დაასკვნა./
* * *

/ნუცა: -ერთი ზღაპარი მომიყევი,ტაპწუ და მორჩა.
მე: - არა, ნუცი, გვიანია ძალიან.

სიჩუმე...

ნუცა (მარცხენატუჩაწეული ღიმილით) : ტაპწი! იცი რაა, თუ ერთ ზღაპარს არ მომიყვები -არ დავიძინებ.
მე: ნუ დაიძინებ, ხვალ შენ გაგასწრებს ყველა დაჭერობანაში,დაღლილი რომ იქნები.

სიჩუმე...

ნუცა (თვალებმოჭუტული ღიმილით): -ტაპწი, იცი რა მოვიფიქრეეეე? მოდი ახლა ჩვენ ზღაპრების ერთ
კრუგზე წავიდეთ და დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ...ჰააა?!/

* * *
ვმღერი ჩემთვის რაღაცას- ჩამომიარა ჭამა-ჭამით და ჩაილაპარაკა: მგონი, გაგიჟდა ჩემი ტაპწიაო.

* * *

/ნუცას ბაღის მასწავლებელმა – ხვალ ზეიმი გვაქვსო და ნუცა მზის სხივიაო.
გვანცა გაამაყდა. შვილი მზის სხივია, ენაცვალოს დედა. მთელი დღე ასე
გაამაყებული დადის ნუცას გამზისხივებით.
ვეღარ იტევს სიხარულს და საღამოს ეკითხება ნუცას, დედი, მზის სხივი რომ ხარ ზეიმზე,
ლექსი უნდა წაიკითხო თუ უნდა იმღეროვო.
ნუცამ, უნდა ვიმღეროვო.
–მარტომო? –გვანცა სიამაყის ახალ მიზეზ ეძებს.
–არაო–ნუცამ.
–აბა,ვისთან ერთადო?
–მზესთან და დანარჩენ სხივებთან ერთადო./
* * *

„ –ნუცი, კბილი მტკივა და ზღაპარს ვერ მოგიყვები, ვერ ვლაპარაკობ–მეთქი.
–შენც, რომელი მხრიდანაც არ გტკივა– იქიდან მელაპარაკეო“
* * *
ნუცა ყველა უჯრას აღებს  და ყველა გამოღებაზე ცალ-ცალკე ვეკითხები, გამაგებინე რას ეძებ-მეთქი...
გავიდა ბოლოში და: " როგორც მივხვდი, იმას ვეძებ რაც არ გვაქვსო"
* * *



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები