 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 26 აპრილი, 2008 |
ПИСЬМО ОТ МАТЕРИ
Чего же мне Еще теперь придумать, О чем теперь Еще мне написать? Передо мной На столике угрюмом Лежит письмо, Что мне прислала мать.
Она мне пишет: «Если можешь ты, То приезжай, голубчик, К нам на святки. Купи мне шаль, Отцу купи порты, У нас в дому Большие недостатки.
Мне страх не нравится, Что ты поэт, Что ты сдружился С славою плохою. Гораздо лучше б С малых лет Ходил ты в поле за сохою.
Стара я стала И совсем плоха, Но если б дома Был ты изначала, То у меня Была б теперь сноха И на ноге Внучонка я качала.
Но ты детей По свету растерял, Свою жену Легко отдал другому, И без семьи, без дружбы, Без причал Ты с головой Ушел в кабацкий омут.
Любимый сын мой, Что с тобой? Ты был так кроток, Был ты так смиренен. И говорили все наперебой: Какой счастливый Александр Есенин!
В тебе надежды наши Не сбылись, И на душе С того больней и горьше, Что у отца Была напрасной мысль, Чтоб за стихи Ты денег брал побольше.
Хоть сколько б ты Ни брал, Ты не пошлешь их в дом, И потому так горько Речи льются, Что знаю я На опыте твоем: Поэтам деньги не даются.
Мне страх не нравится, Что ты поэт, Что ты сдружился С славою плохою. Гораздо лучше б С малых лет Ходил ты в поле за сохою.
Теперь сплошная грусть, Живем мы, как во тьме. У нас нет лошади. Но если б был ты в доме, То было б все, И при твоем уме — Пост председателя В волисполкоме.
Тогда б жилось смелей, Никто б нас не тянул, И ты б не знал Ненужную усталость. Я б заставляла Прясть Твою жену, А ты как сын Покоил нашу старость». ............ Я комкаю письмо, Я погружаюсь в жуть. Ужель нет выхода В моем пути заветном? Но все, что думаю, Я после расскажу. Я расскажу В письме ответном...
1924
დედის წერილი
უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო, დავწერო რაზე. ჩემი ცხოვრების განსასჯელად, როგორც სამხილი, აგერ, აქ, ჩემს წინ, გამოჩორკნილ ხის მაგიდაზე, მიდევს წერილი დედისაგან გამოგზავნილი.
მწერს: “გენაცვალე, არ გვაშორებს დიდი სავალი, თუ შეგიძლია, საშობაოდ იქნებ გვეწვიო. მიყიდე შალი, მამაშენს კი _ თბილი შარვალი. ხელმოკლედა ვართ, არც რა გვაქვს და არც რა გვაცვია.
საშინელია, სულ არ მომწონს, რომ ხარ პოეტი. ცუდი სახელი გაგვარდნია, ხმა მომიტანეს. ამას ნამვილად, არ სჭირდება მიეთ-მოეთი, სჯობდა მინდორში გემუშავა ბავშვობიდანვე.
მოვხუცდი უკვე და ყოველდღე თავს ვგრძნობ შეუძლოდ, მაგრამ თუკი შენ კერიას არ გააციებდი, არ ვიქნებოდით, როგორცა ვართ, ახლა ჩვენ ურძლოდ და ჩემს კალთაში შვილიშვილსაც დავაძინებდი.
შენ კი, შვილები გაფანტე და ბედს მიაბარე და შენი ცოლიც სულ იოლად სხვასთან გაუშვი. ოჯახის გარეთ, უმეგობრო, მიუსაფარი, დროსტარების და უხამსობის ფსკერზე დაეშვი.
ჩემო სიცოცხლევ, სიყვარულო, რა გჭირს, მითხარი? უწყინარი და თვინიერი იყავი ძველად და იმ წლებიდან არ გასულა ჯერ დიდი ხანი, რომ შენატროდა ალექსანდრე ესენინს ყველა.
შენ იმედები გაგვიცრუე, არ გაგვიმართლე, სწორედ ამიტომ მეწურება ტკივილით გული. სულ ფუჭი იყო მამაშენის ფიქრი იმაზე, რომ შენს ლექსებში უფრო მეტი მიგეღო ფული.
თუმცა, ხომ ვიცი, რაც არ უნდა ბევრი აიღო, სახლში შენ მისი გამოგზავნა გაგიჭირდება. მწარე სიმართლეს გეტყვი, მაგრამ, შენი არ იყოს: ვიცი, პოტებს ხელში ფული არ გიჩერდებათ.
საშინელია, სულ არ მომწონს, რომ ხარ პოეტი. ცუდი სახელი გაგვარდნია, ხმა მომიტანეს. ამას ნამდვილად, არ სჭირდება მიეთ-მოეთი, სჯობდა მინდორში გემუშავა ბავშვობიდანვე.
თითქოს წყვდიადში ვცხოვრობთ ახლა, გვაწევს ნაღველი, არ გვყავს ცხენები. აქ რომ იყო, შენ საკმარისად _ მაგ ჭკუის პატრონს _ გექნებოდა ფულიც, სახელიც, თანამდებობაც აღმასკომის თავმჯდომარისა.
მაშინ ჩვენს აუგს არავის არ ვათქმევინებდით, შენც დაღილობას ვერ იგრძნობდი მაშინ იმდენად. შენს ცოლს სართავთან დავსვამდი და ვართვევინებდი, ჩვენ კი, შენს გვერდით, გვექნებოდა წყნარი სიბერე.”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვჭმუჭნი წერილს და ვიძირები მწარე ფიქრებში. ნუთუ ამ გზიდან ვეღარ გავალ, ვერსად გავაღწევ? მაგრამ ყველაფერს, რას ვაპირებ, როგორ ვიქნები, მოგვიანებით საპასუხო წერილში დავწერ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს ლექსი ვიცოდი ....
ეს ლექსი ვიცოდი ....
7. კარგი თარვმანია, ვასო...რა ვი-მეც ხომ არ მეცადა ესენინი??? კარგი თარვმანია, ვასო...რა ვი-მეც ხომ არ მეცადა ესენინი???
6. კარგი ხარ, ვასო! დიიდი 5 ჩემგან!
კარგი ხარ, ვასო! დიიდი 5 ჩემგან!
5. ესენიონის ამ ლექსზე ვგიჟდები,ნათარგმნიც კაია ძალიან...:) რამოდენიმე ვერსია მაქვს წაკითხული ამ ლექსის ქართულად ნათარგმნი და მოკლედ მომწონს..:) ესენიონის ამ ლექსზე ვგიჟდები,ნათარგმნიც კაია ძალიან...:) რამოდენიმე ვერსია მაქვს წაკითხული ამ ლექსის ქართულად ნათარგმნი და მოკლედ მომწონს..:)
3. ''ვჭმუჭნი წერილს და ვიძირები მწარე ფიქრებში. ნუთუ ამ გზიდან ვეღარ გავალ, ვერსად გავაღწევ?''...
ვასო, ძალიან მომწონს თქვენი ლექსები და თარგმანები! ``ვჭმუჭნი წერილს და ვიძირები მწარე ფიქრებში. ნუთუ ამ გზიდან ვეღარ გავალ, ვერსად გავაღწევ?``...
ვასო, ძალიან მომწონს თქვენი ლექსები და თარგმანები!
2. კარგი თარგმანია :) 4 კარგი თარგმანია :) 4
1. ბაკურ, იყოს ესენინი :) ბაკურ, იყოს ესენინი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|