ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: საბავშვო
10 მარტი, 2014


== ნუცა ლაპარაკობს 2 ==

ნუცას ეკითხება თოვლის ბაბუ:
-ნუცა, მაშა და მედვეძს უყურებ-ხოლმეო?

ამან:

-აღარ ვუყურებ, გადამდინდა ყელშიო. (2 წლის)

* * *
ნუცა: - ტაპწი, იცი რა გადავწყვიიიტეეეე? როდესაც სხვაგან ვიქნები - მაგ შემთხვევაში მომენატრები. (2 წლის)

* * *

" მსოოფფფლიოში მიყვარხარ" – ასე აგიხსნით სიყვარულს ნუცა.

* * *

მომყავს ნუცა ქუჩაში.
–ტაპწი, ნახე,ნახეეე, ტოიოტა მოდის.

გავიხედე. ვერცხლისფერი Toyota Land Cruiser.

–შენ საიდან იცი, ნუცი, ეს რომ ტოიოტაა? –ვეკითხები.
– ნიშანზე ვიცანი,ტაპწი. – ნუცა (სამი წლის).

* * *

ნუცა: –ჩუდ ხასიათზე ვარ, ტაპწი.
მე: –რატომ, ნუცი, რა მოხდა?
ფიქრობს...
ნუცა: რატოოოომ დაააა... კოღომ გამაღიზიანა. (2 წლის)

* * *

ნუცა:-თავში ტვინი მომივიდა. შენც მოგივიდა თავში ტვინი?
მე: კი.
ნუცა:გრჯნოობ?
მე: კი, ნუცი, ვგრძნობ.
ნუცა: მეჩ ვგრჯნობ.
მე: რითი გრძნობ,ნუცი?
ნუცა: შუბლი შემევსო.

* * *

ვმგზავრობთ და მთელს ტრანსპორტს შეატყობინა, რომ დედამისი პოლიციელია და ახლაც ბოროტმოქმედების დასაჭერადაა წასული. (3 წლის)

* * *
"ერთი გამაგებინეთ, ყველაფერს ამ ჩემს უჯრაში რატომ ტენით" -ხშირად გცსაყვედურობს. :))

* * *

დადის ნუცა და დააჩხარუნებს თავისი ყულაბიდან ამოყრილ ხურდებს.
აგროვებს გულდაგულ. შეშფოთებული ვარ და ვუხსნი, ნუცა ფული არის–მეთქი ცუდი რამ, არ უნდა გიყვარდეს. საჭირო კი არის, მაგრამ, ფულის გამოა ცუდი რაღაცები რომ ხდება, გვტანჯავს , გვაწალებს და გვაწამებს–თქო.

მიყურებს და ... მე არ მტანჯავს და მაწამებსო–მომაძახა და განაგრძო გზა ჩხარუნ–ჩხარუნით.

* * *

ფსიქოლოგიურად ვემზადები ნუცას საწოლისკენ "გასამგზავრებლად". თავისით, გაიხადა ფეხზე და საწოლზე ჩამოჯდა, ისე,სათამაშოდ. ამ დროს თვალი მომკრა და ვფიქრობ, სახეზე მაწერია მთელი მზადების ბრძოლა, როგორმე დავაძინო. თვალებში მიყურებს,მაკვირდება და ...
"შევცდი, ფეხზე არ უნდა გამეხადაო"- ნახევრად ჩამხშვალი ხმით ასკვნის.

* * *
ნუცა: - ერთ რაღაცასღა გკითხავ და ვსიო... ადამიანი ცალ ფეზე როცა დადის, რატომ ჰქვია ასკინკილა და არა ერთკინკილააა????


* * *

იქნებ, ცოტა ხანი გაჩუმდეს -მეთქი და...მივაწოდე იაპადი, აჰა, ნუცი ჭადრაკი ითამაშე-თქო.
შენც არ მომიკვდე:
- კაი,პაიკს მივცემ და მერე მე ცხენს მოვუკლავ.
- დედოფალი უნდა დავიცვა. ცხენი და ეტლი ერთად ემუქრება.
- სხვა გზა არ აქვს მეფეს, შახს ვეუბნები და იძულებულია დედოფალი მოვუკლა.
-ცხენი გაიქცააააა,რადგან ვე-მუქ-რე-ბო-დი!
- ვენაცვალე ამ პაიკსსს, რა კარგია გვერდით რომ კლავს.
-ეტლი რას გავს უყურე, სასახლეს გავს.სასახლე ხომ არაა შემთხვევით?!
-კი, მაგრამ, დედოფალს ბევრი გზა რატომ არ აქვს ახლა აქ. წესით,უნდა ქონდეს.
- დედოფლის მოკვლა მინდოდა, მაგრამ შახი მითხრეს.
-კარგი,ამას წამოვიყვან,შემიჯამოს ერთი....

მაინც არ ჩუმდება. :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები