ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


წინაპრებს

ვენაცვალე ბებიას დამჭკნარ ხელის ფერებას
სადღაც მოგონებებში კვლავ ჭკუას რომ მარიგებს
ვენაცვალე ბაბუას გულის არდაბერებას
ასი ჭკუის რომ იყო ასჯერვე რომ გაგიგებს

მე რომ მიყვარს წინაპრის საფლავი და ხსენება
იმიტომ ვარ მდიდარი ჩემი წმინდა ლექსებით
მათზე დარდით ტირილით სახე დამესერება
ვარ პატარა ლერწამი მუხის მძლავრი ფესვებით

მათ მასწავლეს მე თუ რამ კარგი მიკეთებია
გასაჭირის უფსკრულზე მათ სულს შევეკითხები
ჩემი მესაიდუმლე იყო ტკბილი ბებია
ჩემი სახარებაა ბაბუს ბრძნული სიტყვები

გაუმარჯოს წინაპრის გაუცვეთელ სიწმინდეს
ოქროს სკივრში შენახულ ენას სარწმუნოებას
არ დავკარგავ საგანძურს რაც არ უნდა მიჭირდეს
სულს რომ ტანჯვის ბადენი სუროსავით მოებას

გაუმარჯოს ნათქვამ თუ გაუმხელელ სიყვარულს
ამ გრძნობით რომ ეს გული ბევრჯერ გაჩერებულა
შვილიშვილის მკლავებთან ცრემლად ნადენ სიხარულს
ბაბუა რომ მალულად ასჯერ ატირებულა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს