ზეცის ოთახი მოიკაზმა მთვარის მებელით, დგება წყვდიადის უშორესი შავი ტრამალი, ანდრეი ბელის შუბი მხვდება ვარ უვნებელი, მგოსნების წრეში დუელია ახლა მტარვალი.
ლექსებს საკორტნად ვუზიარებ ყბაღია ყორნებს, ზეცის პერანგზე ვარსკვლავია თეთრი ღილივით, ყორე იშლება, მყარი სიტყვა ნგრევას აყოვნებს, ჩემს ნატანჯ სახეს ენატრება ქორფა ღიმილი.
ნისლი დაჭრილ ცის შესახვევი თეთრი ბინტია, ზღვის მაღლა სარტყელს გაუჟონავს სისხლი წითელი, ბინდია მშრალი, გრძელ ცის მიღმა მზის ამინდია, მთელი ცხოვრების კადრი ბრუნავს, დღეს უწინდელი.
ზამთარი ბუქავს,გზას აელვებს თეთრი ფიფქნარი, მგოსნურ სიზმარში სიმართლეც დუღს მართლა ასეა, ამთქნარებს დილა, სიო მღერის გზებზე ვით ქნარი, მე მკვლელ სიცხადეს მაკარგვინებს ეს ფანტაზია.
თ.ჭახნაკია 2014წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გაიხარეთ მეგობრებო:) გაიხარეთ მეგობრებო:)
9. ძალიან კარგად წერ თემო, რჩევა უკვე მიუციათ.... გამორჩეეული პოეტი ხარ და ეს ძალიან მახარებს... +2 ძალიან კარგად წერ თემო, რჩევა უკვე მიუციათ.... გამორჩეეული პოეტი ხარ და ეს ძალიან მახარებს... +2
7. ხარვეზები უთქვამთ ძვირფას კეთილმოსურნეებს,შენც ასევე თქვი რომ დასახვეწი მაქვსო,ჩემი კომენტარი აკლია აშკარად:) მე რიგითი მკითხველი,და ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე შევდივარ მოცემული ლექსის სურათში,ვგებულობ რა დედა აზრს ვიმუხტები შესაბამისი დადებითი ემოციებით და ალბათ ლექსის მოვალეობაც ესაა.მოახდინოს ადამიანში სულიერი მეტამორფოზა ერთი მდგომარეობიდან მეორეში.მე ბოლომდე მივყავარ ემოციას და ტექნიკურ მხარეზე ვეღარ ვამახვილებ ყურადღებას.ბარბარიზმი მეც არ მომეწონა და აღუნიშნავთ კიდეც.აქ ამიტომაც არის ზოგი ისეთი კარგი ადამიანი რომ გვასწავლოს ჩვენც ვასწავლოთ.სწავლითაა ეს ქვეყანა.ბევრი რომ არ გავაგრძელო 4 ჩემგან:* წარმატებებს გისურვებ და წინსვლას<3 ხარვეზები უთქვამთ ძვირფას კეთილმოსურნეებს,შენც ასევე თქვი რომ დასახვეწი მაქვსო,ჩემი კომენტარი აკლია აშკარად:) მე რიგითი მკითხველი,და ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე შევდივარ მოცემული ლექსის სურათში,ვგებულობ რა დედა აზრს ვიმუხტები შესაბამისი დადებითი ემოციებით და ალბათ ლექსის მოვალეობაც ესაა.მოახდინოს ადამიანში სულიერი მეტამორფოზა ერთი მდგომარეობიდან მეორეში.მე ბოლომდე მივყავარ ემოციას და ტექნიკურ მხარეზე ვეღარ ვამახვილებ ყურადღებას.ბარბარიზმი მეც არ მომეწონა და აღუნიშნავთ კიდეც.აქ ამიტომაც არის ზოგი ისეთი კარგი ადამიანი რომ გვასწავლოს ჩვენც ვასწავლოთ.სწავლითაა ეს ქვეყანა.ბევრი რომ არ გავაგრძელო 4 ჩემგან:* წარმატებებს გისურვებ და წინსვლას<3
5. გადავხედავ მერე, დასახვეწი მაქვს ეს ლექსი:) გადავხედავ მერე, დასახვეწი მაქვს ეს ლექსი:)
4. კარგი ლექსია, ენაც მსუბუქი შედარებით და კარგად იკითხება. +2 დავწერ, მაგრამ მებელი და ბინტი ბრჭყალებში ჩასვი და ბუქავს მოაქართულე კარგი ლექსია, ენაც მსუბუქი შედარებით და კარგად იკითხება. +2 დავწერ, მაგრამ მებელი და ბინტი ბრჭყალებში ჩასვი და ბუქავს მოაქართულე
3. გეთანხმებით "მებელი"ბარბარიზმია.ამ ლექსში რითმების თავისებურებაა,ეს პირველია და მომავალში ვეცდები უფრო დავხვეწო და თავ-ბოლო რითმიანი სტრიქონებით ვწერო. გეთანხმებით "მებელი"ბარბარიზმია.ამ ლექსში რითმების თავისებურებაა,ეს პირველია და მომავალში ვეცდები უფრო დავხვეწო და თავ-ბოლო რითმიანი სტრიქონებით ვწერო.
2. კარგი რითებით გაწყობილი ლექსია... ბევრი შედარებადა მხატვრული სახე მომეწონა:მაგ.ზეცის პერანგზე ვარსკვლავია თეთრი ღილივით... ნისლი დაჭრილ ცის შესახვევი თეთრი ბინტია...და სხვ,
,,მებელი” წმინდა წყლის ბარბარიზმია_ ავეჯი;(შეცვალე) წარმატებები + +
წარმატებები თემო + + კარგი რითებით გაწყობილი ლექსია... ბევრი შედარებადა მხატვრული სახე მომეწონა:მაგ.ზეცის პერანგზე ვარსკვლავია თეთრი ღილივით... ნისლი დაჭრილ ცის შესახვევი თეთრი ბინტია...და სხვ,
,,მებელი” წმინდა წყლის ბარბარიზმია_ ავეჯი;(შეცვალე) წარმატებები + +
წარმატებები თემო + +
1. კარგია თემო,წარმატებები! კარგია თემო,წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|