ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


პოეზიის ზღვაში

ვინღა მისმენდა, მე ლექსები ჩემთვის ვჩარხე და
ხშირად ვაფრქვევდი დარდიანი რიხსა და პათოსს,
და პოეზიამ როდესაც ღრმა ფიქრში ჩამხედა...
მითხრა: შენ პოეტ, მე ლექსებად უნდა გაგფანტო.
მე არ ვყოფილვარ კორიფე და სიბრძნით ტიტანი,
ჩუმად ვუსვამდი შმაგ ტალღებში მეხოფე,ნიჩაბს,
ვიყავი მხოლოდ ჩემი ნავის მხნე კაპიტანი
მადლობა უფალს,რომ მებრძოლის ხმა მომანიჭა.
ერთ დღეს უეცრად შევეფეთე ზღვისპირა ჯებირს,
და ღმერთს ავხედე,ავხედე ცას, ავხედე ტატნობს,
დღეს კი მლანძღავენ დემონური ხმით ალქაჯები,
და ვერ ხვდებიან ამ ბრძოლებმა ვინ გამოადნო.
ვინღა მისმენდა, მე ლექსები ჩემთვის ვჩარხე და
ხშირად ვაფრქვევდი დარდიანი რიხსა და პათოსს,
და პოეზიამ როდესაც ღრმა ფიქრში ჩამხედა...
მითხრა: შენ პოეტ, მე ლექსებად უნდა გაგფანტო.

თ.ჭახნაკია
2014წ

ვერლიბრი

უბელო ქარმა ხის სარკმელი შემოამტვრია,
ოთახი გაიბერა და კედლები დაიბზარა,
გარეთ მარტია,ბნედიანი,უხასიათო.
მიწას კი ზარავს ამღვრეული ღრუბლების ჩრდილი.
ცა ატირდება და მგზნებარედ გადმოღვრის
შმაგ თვალებიდან ვულკანივით ამომსკდარ ცრემლებს.
მზე სხივებს მოხრის,სამყაროს წყვდიადი შთანთქავს
ველური შიში გადამივლის მძვინვარე ტალღით
სულზე მომხვდება დალეწილი ლექსის ნამტვრევი.
მე ფინდიხი ვარ, ცხოვრება კი თოფის ლულა,
მოგენატრებით, თქვენ უთუოდ მოგენატრებით
ვინც მოხიბლულა ჩემი დაჩოქილი ლექსებით
დაჩოქილი,ღმერთის,სამშობლოსა და პოეზიის წინაშე.

ჩემი პოეზია ფესვს ვერ გაიდგამს ამ საუკუნეში
ლექსებს ჯალათები დაკლავენ ბასრი სიტყვებით,
ღმერთმა დამსვა უკუნეთში,მე უნდა ვენთო
და ჩემს ნაკვალევს ბევრი გაჰყვება სინათლისაკენ.
2014წ

ცა იღბლიანი

ბერწი ქალივით ნაღვლიანი ცა თვლემს ამაღამ,
შავ-ბნელ ძაძებში,უმთვარეო და უვარსკვლავო,
მშფოთვარე ჩრდილი უცახცახებს-კაეშნის დამღა,
ბედზე მწყრალია აფსუსს ამბობს და უარს კვლავო,
უარს ყოველგვარ ცხელ წვიმაზე მას სწამს სინათლის,
წარმტაცი ბრწყინვის ღრუბლებში რომ აგვიანდება,
არ სჯერა ბედის,მქისე ბედის,მკვდრებს რომ მიათვლის,
სხივის ლანდს ნატრობს, მხნე ქალური აკვიატება,
სიქუფრის წიაღს,ბნელშიც უჩანს ამშფოთვარება,
ზეცა გადაღრღნის გაბრწყინების გამო ამ ლაგამს,
ელავს, ციალებს გამომძვრალი ბნელში მთვარე და
ცამ უკვე ტრფობის ვარსკვლავებიც გამოალაგა.

თ.ჭახნაკია
2014წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები