ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-გამარჯობა ბატონო ბორის! - ისეთი შემართებით შემოვიდა ოთახში ანდერსენი და მიესალმა ბორისს, გეგონებოდათ ასმეთაურს თუ მიესალმა ვინმე რიგითი ჯარისკაციო. - ოჰ, გამარჯობა რიგითო ანდერსენ, ფუ, რა შუაშია რიგითი, გამარჯობა ანდერსენ, როგორ მიდის თქვენი საქმეები? გავიგე თანამედროვე ლიტერატურასა და მწერალ-პოეტებში დიდი ბუნტი გამოგიწვევიათ, ირგვლივ ყველა თქვენზე საუბრობს, ამბობენ თითქოს რაღაც ახალი სტილი შემოიტანეთ ლიტერატურაში და თვით მონტესკიეც კი გაგიჟებულია. ნეხვიჭამია, საწყალი ბებერი. - მოწყენით ამოიხვნეშა ბორისმა და გაკვირვებით დააკვირდა ანდერსენის ჰალსტუხს. - დიახ, დიახ, ბატონო ჩემო, სწორედაც რომ ასეა. - ანდერსენ, იქნებ მიამბოთ რაშია თქვენი საიდუმლოება?! რა არის ასეთი, ფეხზე რომ დააყენა მთელი ხელოვნება და ხელოვანები, ძალიან მაინტერესებს, ანდერსენ, ხომ იცით როგორი ცნობისმოყვარე ვარ, ახლავე მიამბეთ. - ბატონო ბორის, ყველაფერი მეტად მარტივადაა ვიდრე ეს თქვენ გგონიათ. მაგალითად: წარმოიდგინეთ დაახლოებით თხუტმეტი ზაზუნა, წარმოიდგინეთ რომ ეს თხუთმეტი ზაზუნა ერთ ყუთშია მოთავსებული, თხუთმეტივეს ერთი რამ აწუხებს, თხუთმეტივეს ერთი მიზანი აქვს,თხუთმეტივე სხვა და სხვა ფერისაა, მაგრამ ისინი ყუთში არიან, თანაც ერთ ყუთში, გესმით ბატონო ბორის? - დიახ, მესმის, ყველაფერი გასაგებია, წარმოვიდგინე ეს თხუთმეტი ზაზუნა, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს. - მაინც რა გაწუხებთ? - ანდერსენ, აი ის ყუთი ვერ წარმოვიდგინე, დამიჯერეთ შევეცადე, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე. - ბატონო ბორის, როგორ თუ ვერ წარმოიდგინეთ?! ახლავე დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ რამე მარტივზე, რამე ისეთზე რაც ყუთს წააგავს, ნუ ყუთი რომ წარმოიდგინოთ უკეთესი იქნება მაგრამ... ბორისმა რამოდენიმე წამით მოხუჭა თვალები, შემდეგ მალევე დააღო და.. - ანდერსენ, უნდა მაპატიოთ, შევეცადე, მაგრამ ყუთი მაინც ვერ წარმოვიდგინე. ალბათ ყველაფერი ჩემი უბედური პახმელიის ბრალია, იმდენად საშინელი პახმელია მაქვს, რომ შეიძლება ახლავე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ოცდათორმეტივე კბილი ჩამოგიღოთ. - რა საშინელებაა, ბატონო ბორის. კარგით, ოღონდ ჩემს კბილებს მოვეშვათ და შევეცდები უფრო მარტივად აგიხსნათ. მოკლედ: ამ წარმოდგენილ თხუთმეტივე ზაზუნას გავუკეთოთ ევაკუაცია და დავასახლოთ გაშლილ მინდორში. ბატონო ბორის, ეს სხვა და სხვა ფერის ზაზუნები, მაგრამ მაინც ზაზუნები, აუცილებლად მოძრაობენ ამ მინდორში და თხუთმეტივეს ერთი მიზანი აქვს. ამ დროს ემატება კიდევ ერთი ზაზუნა. - მოიცათ, მოიცათ, ანდერსენ - კი მაგრამ, ეს ხომ მინდორია?! თხუთმეტივე ზაზუნას ერთი მიზანი როგორ ექნება ამხელა გაშლილ მინდორში? არა, რაღაც ვერ გავიგე. - ბატონო ბორის, დამიჯერეთ თხუთმეტივეს ერთი მიზანი აქვს და ერთი მისწრაფება, მაგრამ ამ დროოს.. ბორისი წინ წამოიწია, ორივე ხელით მოეჭიდა სავარძელს, სახე უფრო ახლოს მიიტანა ანდერსენის სახესთან და ბრძანებითი ტონით მიახალა. - ანდერსენ, ვერ დაგიჯერებთ! წარმოუდგენელია ამხელა გაშლილ მინდორში თხუთმეტივე ზაზუნას ერთი მისწრაფება და ერთი მიზანი ამოძრავებდეს, უბრალოდ შეხედეთ, ანდერსენ, ეს ხომ სრული აბსურდია? თუ კიდევ უფრო სისულელე არა. - ღმერთო ჩემო, კარგით, უფრო რტივად აგიხსნით. წარმოიდგინეთ, რომ ამ მინდვრის შუაგულში დევს დიდი დიდი კობოსტოს თავი და ეს კომბოსტო იმდენად ლამაზია, იმდენად საოცარია და მადის ამღძვრელი, რომ უკლებლივ ყველა ზაზუნა მასზე ფიქრობს, უკლებლივ ყველას უნდა, რომ პირველმა სწორედ მან იგემოს ამ ღვთაებრივი კომბოსტოს გემო. გესმით, ბატონო ბორის? - ანდერსენ, რომ იცოდეთ როგორ გააღვიძეთ ჩემში ცნობისმოყვარეობა, თქვენ ნამდვილი ხელოვანი ხართ! შემდეგ რას შვრებიან ეს ზაზუნები, მიაღწევენ ამ კომბოსტომდე? რომელი მიასწრებს, რომელი იქნება პირველი? - ბატონო ბორის, დამაცადეთ და აგიხსნით, არავინ არაფერს არ მიაღწევს, გესმით? - ოო, არა ანდერსენ! ახლავე მითხარით რომელი მივა პირველი, თორემ ახლა უკვე აუცილებლად ჩამოგიღებთ იმ ოცდათორმეტივე კბილს. მითხარით, ახლავე მითხარით! - ბორისი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ადგილზე და შარვლის ბოლოებზეც აქა-იქ მიიფსა. ( ჩემი აზრით ) - ბატონო ბორის! - დაიძაბა ანდერსენი. - აქ საერთოდ არაფერ შუაშია ჩემი კბილები, უბრალოდ დამაცადეთ აგიხსნათ რაშია საქმე. - არა, არა და არა. ვერ დაგაცდით, რადგან დაიწყეთ, ახლავე მითხარით ფინალი! გეუბნებით, ანდერსენ, და არა მარტო გეუბნებით, გეხვეწებით, ანდერსენ! ღმერთმანი თქვენც ხომ იცით როგორი ცნობისმოყვარე ვარ. გემუდარებით, ახლავე მითხარით ფინალი, ძალიან მაინტერესებს რომელი ზაზუნა მივა პირველი. - არავითარ შემთხვევაში. ბორის თქვენ მე ვერ გამიგეთ. - ანდერსენ ეს თქვენ ვერ გამიგეთ მე. - გემუდარებით, ახლავე მითხარით რომელი ზაზუნა მივა პირველი. ან მეტყვით და ამით კარგ საქმეს იზამთ, ან კიდევ ვფიქრობ თქვენი სახის დიზაინს ბებერი ძაღლის ნეხვით მოვსვრი. - ბატონო ბორის! - სიმკაცრისა და ზნეობის ჭაში ჩაძვრა ანდერსენი. - იქნებ ზრდილობისკენ მიგვემართა ჩვენი პირი? - თქვა ეს და ზურგზე კუზი ამოუვიდა. - ანდერსენ? - ბატონო ბორის! - დიახ, გისმენთ, ანდერსენ, ოჰ თან როგორ გისმენთ, მთელი გულით, ტანით, ყურით და სულით. .- ბატონო ბორის! - გისმენთ, ანდერსენ, უფრო თამამად, რომელი ზაზუნაა ის ბედნიერი? - ბორიიიის! - ანდერსეენ? - თქვენი დედა მოვტყან ბატონო ბორის! აი ასე! - ღმერთო ჩემო! მე კი საერთოდ სხვანაირ ფინალს ველოდი. თქვენ გენიოსი ხართ, ანდერსენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. =)))
"- ბორიიიის! - ანდერსეენ? - თქვენი დედა მოვტყან ბატონო ბორის! აი ასე! "
=))))))))))))))))) =)))
"- ბორიიიის! - ანდერსეენ? - თქვენი დედა მოვტყან ბატონო ბორის! აი ასე! "
=)))))))))))))))))
9. მე ის თამრო აღარ ვარ. : ) მადლობა რომ წაიკითხეთ. მე ის თამრო აღარ ვარ. : ) მადლობა რომ წაიკითხეთ.
8. მეც გამიხარდა შენი კვლავგამოჩენა... გაიხარე!
მომეწონა... 5 მეც გამიხარდა შენი კვლავგამოჩენა... გაიხარე!
მომეწონა... 5
7. ინსპირაცია =)
გემრიელია ინსპირაცია =)
გემრიელია
6. ც გამიკვირდა. მაგრამ მე არ მგონია, ამის გამოქვეყნება ავტორის დაბრუნებას ნიშნავდეს :) არააქაური პროზები ნამდვილად არ გვაწყენდა ახლა.
ისე კი, არც ჩვეულებრივია და, რა თქმა უნდა, არც არაჩვეულებრივი. ც გამიკვირდა. მაგრამ მე არ მგონია, ამის გამოქვეყნება ავტორის დაბრუნებას ნიშნავდეს :) არააქაური პროზები ნამდვილად არ გვაწყენდა ახლა.
ისე კი, არც ჩვეულებრივია და, რა თქმა უნდა, არც არაჩვეულებრივი.
4. სხვანაირი პროზაა, არააქაური :)
სხვანაირი პროზაა, არააქაური :)
3. ოჰო.. გამიკვირდა დანახვა ამ "ნიკის". კეთილი იყოს დაბრუნება ოჰო.. გამიკვირდა დანახვა ამ "ნიკის". კეთილი იყოს დაბრუნება
2. დასკვნაც სწორია, ჩემი აზრით :)) დასკვნაც სწორია, ჩემი აზრით :))
1. - ბორიიიის! - ანდერსეენ? მიუხედავად იმისა, რომ გინებას ვერ ვიტან, აქ "აშკარად" თავის ადგილზეა :) - ბორიიიის! - ანდერსეენ? მიუხედავად იმისა, რომ გინებას ვერ ვიტან, აქ "აშკარად" თავის ადგილზეა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|