ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2008


ცისარტყელა ცისფერ სახურავზე

სულში მოგონების ბორგავს აგონია,
ქარი ფოთოლცვენით ხეებს შეურაცხყოფს,
სივრცე უკარებო ღია ვაგონია,
მთვარე, უკარება, მოჰგავს შეურაცხადს.

ფიქრი მეტანება ისევ უნიათო,
ლექსი გაუსაძლის განცდებს ანიავებს_
სხვისი მარტოობის სენი ჰგონიათო
ბოდვა, ჩვეულებრივ, ამ ადამიანებს.

ირგვლივ აღარავინ რამის გამგონეა,
ღამის უფერადო სიზმრებს ვაყურადებ,
ჩემი უკვდავებაც გამონაგონია,
როგორც ცისარტყელა ცისფერ სახურავზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები