ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2014


მე ტყემლის ძირას დავთვრები

განა თქვენ დაგენანებით?
განა თქვენ ჩემზე იდარდებთ?
მე რომ მოვკვდები წვალებით
თქვენ მაინც სხვას მოინატრებთ

ნურც თქვენ მოჰყვებით გოდებას
მხოლოთ საფლავი შეამკეთ
ამ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას
ნურც ნურასოდეს შეაქებთ

ის ბიჭი თქვენ არ იყავით
გოგოს რომ ვარდებს ჩუქნიდით
გულს ვერ მოიგებთ იმ ყავით
ფულითაც ვერას უყიდით

მოვივლი ყანებს ჭვავისას
ყანები ვით პელაგონი
გრძნობები იზამს თავისას
მოვა ოცნების ვაგონი

პაემანს ნიშნავთ კაფეში
მე ზეცის შავ სამარესთან
ველზე დავწვები ღამეში
და ვიოცნებ მთვარესთან

მე ტყემლის ძირას დავთვრები
კვირტების თოვლის ბარდნაში
მოვა ნიკალას დათვები
ვან გოგის ჭვავის ყანაში

გაშიშვლებული ხეები
ოქროს ფოთლების გროვები
სიცოცხლის ტკბილი დღეები
ჩემს გულში შენაგროვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს