ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2014


კონკია

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელი...

  ნოემბრის ცივი დილა იყო.უნივერსიტეტში  მივდიოდი და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის  გვერდით, ნაგავსაყრელზე,  პარკით ნარჩენები გადავყარე.იქვე ცელოფნის პარკში გამოხვეული ფუთა ეგდო. ჩემი ყურადღება ფუთის მოძრაობამ მიიქცია...თუმცა გასაკვირი არ იყო, რადგან დილით ნარჩენებს კატები აქეთ-იქით ათრევდნენ ხოლმე და ვიფიქრე, კატა შმაშუნობდა ახლაც.
უკან გამობრუნებულს  ჩემს სმენას ღნავილი მისწვდა  და ისევ უკან მომახედა.ახლოს მივედი , დავაკვირდი, ფეხიც გავკარი, მაგრამ კარგად ვერ მივხვდი, პატარა ცხოველი იყო თუ ბავშვი.  ჭუჭყიან ფუთაში გახვეული ხორცის გროვა უფრო  იყო,
რომელსაც თევზივით აქერცლილი სახის კანი და პაწაწკინტელა ცხვირის ნესტოები მოუჩანდა.
ერთი წამიც არ მიფიქრია, ფუთას ხელი დავავლე და გაუაზრებლად ჩემს ოთახში გავიქეცი.
--ეს რა გავაკეთე---შეშინებული ვფიქრობდი გზაში. ფუთა ხელებს მწვავდა და გახსნას ვერ ვბედავდი.მერე ნელა ჩვარი გავხსენი და...ასეთი პატარა ჩვილი პირველად  ვნახე. უსუსური იყო,  გალურჯებული,სისხლიანი, მოუვლელი და მშიერი, ტირილისგან დაოსებულს ძალა ჰქონდა გამოცლილი და ღნაოდა.პირველი, რაც გავაკეთე, თბილი წყლით დავბანე.მერე, მაღაზიაში გავიქეცი და "სიმილაკი" ვიყიდე...
მიკვირს, ჩემში საიდან გაჩნდა ეს ინსტიქტი.. დღემდე  მიკვირს...
მე ახლა ამორალურ ქალს მეძახიან , რადგან ბავშვს უმამოდ ვზრდი.
ამის გამო  სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დავტოვე და ქირით,  მარტო ვცხოვრობ , გოგონასაც მარტო ვზრდი და ...აღარ  ვსწავლობ. ერთდროულად სწავლა და ბავშვის  გაზრდა ვერ მოვახერხე.

ახლა ის  სამი წლისაა და როცა ფუნჩულა ხელებით  სახეზე მეფერება და ლოყაზე მკოცნის, ნოემბრის ის ცივი დილა მახსენდება
და სამი გრძელი წელიწადი ყელში სპაზმივით მიჭერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები