 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2014 |
უცნაური სვლები
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით, მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები, ეს სახლები ახლა თავის აივნებით, ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...
ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს, მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
***
რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
ორეულს
ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით, ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ და შეძახილი:-დროზე შეჩერდით!- რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...
ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე, ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ, რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...
შენ მე მაწამებ,მე შენ გაწამებ, და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ, როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...
ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები და კითხვა გვთანგავს გულისწამღები, მე რომ ვმაღლდები,შენ რად ეცემი? მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?
და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა, ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ, ერთად მივდივართ მერე სარკესთან და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
26 მარტს, ოთხშაბათს, 19 საათზე ლიტერატურული საზოგადოება ”ვერკვლისციხელის” ორგანიზატორობით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც სამების ტაძრის პირველ სართულზეა განთავსებული, გაიმართება სევარიონ (სოსო) ნადირაძის პოეზიის საღამო. სოსო ნადირაძის მეგობრები პოეზიის მოყვარულებს გულითადად გთხოვთ დაესწროთ ამ ღონისძიებას, ასევე გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს. ასევე ვთხოვთ ქართველ ემიგრაციას, რომელთა შორისაც უამრავი თაყვანისმცემელი და ქომაგი ჰყავს პოეტს, თბილისში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს ურჩიეთ დაესწრონ ამ დიდებულ საღამოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
+5!!! რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
+5!!!
13. მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
ძალიან კარგი მოსაზრებაა,ბრავო!
სახელით მინდოდა მომემართა ლექსისი წაკიტხვის შემდეგ და ისე მეუცხოვა "ნადირი" ამ ფრაზებთან.....მართლაც უცნაური სვლებია.საინტერესო და მაინტრიგებელი.
მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
ძალიან კარგი მოსაზრებაა,ბრავო!
სახელით მინდოდა მომემართა ლექსისი წაკიტხვის შემდეგ და ისე მეუცხოვა "ნადირი" ამ ფრაზებთან.....მართლაც უცნაური სვლებია.საინტერესო და მაინტრიგებელი.
12. კარგი წარმოსახვა გქონიათ მაგდალენა ბეი, მეტაფორას რეალურ ფერებში აღიქვამთ... კარგი წარმოსახვა გქონიათ მაგდალენა ბეი, მეტაფორას რეალურ ფერებში აღიქვამთ...
11. კარგი წარმოსახვა გქონიათ მაგდალენა ბეი, მეტაფორას რეალურ ფერებში აღიქვამთ... კარგი წარმოსახვა გქონიათ მაგდალენა ბეი, მეტაფორას რეალურ ფერებში აღიქვამთ...
10. წარმოვიდგინე ახლა მეტეხის ხიდზე ჩამომჯდარი თბილისის მზე, მტკვარში რომ ოქროსფერ ტერფებს აჭყუმპალავებს! წარმოვიდგინე ახლა მეტეხის ხიდზე ჩამომჯდარი თბილისის მზე, მტკვარში რომ ოქროსფერ ტერფებს აჭყუმპალავებს!
9. ძალიან კარგებია!წარმატებები!სამწუხაროდ,არ ვარ თბილისელი... ძალიან კარგებია!წარმატებები!სამწუხაროდ,არ ვარ თბილისელი...
8. "რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები... " ძალიან კარგია :) იხარეთ ავტორო!!! "რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები... " ძალიან კარგია :) იხარეთ ავტორო!!!
7. მუხა ქალაქიდან იქნება მინდვრად გასული, ტავისტავად...
მუხა ქალაქიდან იქნება მინდვრად გასული, ტავისტავად...
6. ეს ლექსები კარგია და გისურვებთ ბრწყინვალე პოეზიის საღამოს ჩატარებას, გმადლობ მოწვევისათვის, ვწუხვარ ვერ დავესწრები ქალაქიდან ვარ გასული. პატივისცემით "მუხა" ეს ლექსები კარგია და გისურვებთ ბრწყინვალე პოეზიის საღამოს ჩატარებას, გმადლობ მოწვევისათვის, ვწუხვარ ვერ დავესწრები ქალაქიდან ვარ გასული. პატივისცემით "მუხა"
5. ვიცოდი, მახსოვდა ეს კარგი ლექსები.
"მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... "
ასე მხოლოდ ოსტატებს შეუძლიათ დაინახონ და თქვან...
ვიცოდი, მახსოვდა ეს კარგი ლექსები.
"მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... "
ასე მხოლოდ ოსტატებს შეუძლიათ დაინახონ და თქვან...
4. რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები... ულამაზესია <3 რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები... ულამაზესია <3
3. რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
ჩემი საყვარელი ლექსი :) რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები...
ჩემი საყვარელი ლექსი :)
2. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|