ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2014


მაპატიე

          მოძღვარს
ცხოვრებაში ერთი ჩემი კუთხე მაქვს,
ჩემს და ძმებსაც როგორც მამა უძღვები,
მაპატიე,ვერ ვასრულებ კურთხევას
მეც ხომ ერთი შვილი მქვია უძღები.
მაპატიე,რადგან სწორედ იმ მძივებს
ჩემს სულზე რომ თითო-თითო კინძავდი,
მე ხომ ჩემი თითო ცოდვით გიმძიმებ,
ჯვარს და სწორედ მაშინ მხოლოდ იმ წამდი...
როცა პირველად გითხარ მოძრვარო
აღსარება და გთხოვე შენდობა,
რომ,ძარღვში სისხლი ვეღარ მოძრაობს,
და ჩემი სული ასე გენდობა...
ასე ახლოსაა ის მდინარე
უკვე  მივადექი ამ ნაპირებს,
შეგთხოვ მაპატიო მიმდინარე
ცოდვები,ვერ გისრულებ დანაპირებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები