 | ავტორი: სალალო ჟანრი: პოეზია 21 მარტი, 2014 |
რასაც არ ვამბობ, ორჯერ მეტს ვიტევ, რასაც არ ვიმჩნევ- ჩემს შიგნით ვწიკავ, გულჩათხრობისთვის ნუ შემომიტევთ, მთლად ნუ ჩამათხრობთ, მთლად ნუ გამწირავთ...
რასაც მივხვდები, ბევრად მეტს ვცდები, რასაც შევიძენ, უფრო ბევრს ვფლანგავ, ჩემს გამოკვლევას ნუ შეეცდებით, დასკვნებით მაინც ვერ შემომფარგლავთ..
რაც სხივებს ვხედავ, ორმაგ დარდს ვითვლი, კოპწია გრძნობებს კბილით ვერ ვიცავ, თუმც საყვედურებს ნუ შემომითვლით, ჩემი ხვედრისთვის მე ნუ გამკიცხავთ..
რასაც ღიმილის სამკაულს ვიხდენ, იმდენს ცრემლების ცივ წვნიანს ვისხავ, თქვენდამი იმედს ნუღარ წამიხდენთ, უმწეობისთვის, გთხოვთ, ნუ შემრისხავთ..
მე ნიღბოსნობის არ მივსდევ მოდებს, ვწერ, რადგან განცდებს აღარ სურთ მოცდა, მხოლოდ ის მინდა, ჩემი გესმოდეთ, იმის, რაც ახლა ლექსად წამომცდა..
თუმცაღა, იქნებ ვაჭარბებ კიდეც რითმის კაპრიზის მორჩილი მართვით, ამ მეტიჩრობის და გადამკიდე ეს ლექსი ხუმრობად ჩამომართვით..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მიხარია, რომ მოგეწონათ :) მიხარია, რომ მოგეწონათ :)
16. "ჩემს გამოკვლევას ნუ შეეცდებით, დასკვნებით მაინც ვერ შემომფარგლავთ.."
"რასაც ღიმილის სამკაულს ვიხდენ, იმდენს ცრემლების ცივ წვნიანს ვისხავ, თქვენდამი იმედს ნუღარ წამიხდენთ, უმწეობისთვის, გთხოვთ, ნუ შემრისხავთ.."
"მე ნიღბოსნობის არ მივსდევ მოდებს, ვწერ, რადგან განცდებს აღარ სურთ მოცდა,"
კარგი იყო. + "ჩემს გამოკვლევას ნუ შეეცდებით, დასკვნებით მაინც ვერ შემომფარგლავთ.."
"რასაც ღიმილის სამკაულს ვიხდენ, იმდენს ცრემლების ცივ წვნიანს ვისხავ, თქვენდამი იმედს ნუღარ წამიხდენთ, უმწეობისთვის, გთხოვთ, ნუ შემრისხავთ.."
"მე ნიღბოსნობის არ მივსდევ მოდებს, ვწერ, რადგან განცდებს აღარ სურთ მოცდა,"
კარგი იყო. +
15. სასიამოვნოდ სასიხარულოა-ესმოდეთ შენი... მადლიბა დავით! :) სასიამოვნოდ სასიხარულოა-ესმოდეთ შენი... მადლიბა დავით! :)
14. მე ნიღბოსნობის არ მივსდევ მოდებს, ვწერ, რადგან განცდებს აღარ სურთ მოცდა, მხოლოდ ის მინდა, ჩემი გესმოდეთ, იმის, რაც ახლა ლექსად წამომცდა..
მმესმის მე სალალო მესმისს :) + მე ნიღბოსნობის არ მივსდევ მოდებს, ვწერ, რადგან განცდებს აღარ სურთ მოცდა, მხოლოდ ის მინდა, ჩემი გესმოდეთ, იმის, რაც ახლა ლექსად წამომცდა..
მმესმის მე სალალო მესმისს :) +
13. საინტერესო ავტორი ხარ... საინტერესო ავტორი ხარ...
12. არა ლუ, (გადავწყვიტე, ასე მომემართა:) ) მე კუთხური წარმოშობით მესხი ვაარ )) თუმცაღა, "შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო" ,- ვერ ჩვწვდი ამის შინაარსს და მე მაპატიე.. ისე კი, მადლობა : )) ნინ, შენც გმადლობ )) არა ლუ, (გადავწყვიტე, ასე მომემართა:) ) მე კუთხური წარმოშობით მესხი ვაარ )) თუმცაღა, "შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო" ,- ვერ ჩვწვდი ამის შინაარსს და მე მაპატიე.. ისე კი, მადლობა : )) ნინ, შენც გმადლობ ))
11. ვწიკავ -იმერელი სალალო გვყოლია:) შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო ) ლუიმერპაა და "შენი ლუ" )) უკეთესის მოლოდინში ) სიკეთე.. ვწიკავ -იმერელი სალალო გვყოლია:) შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო ) ლუიმერპაა და "შენი ლუ" )) უკეთესის მოლოდინში ) სიკეთე..
10. ვწიკვავ -იმერელი სალალო გვყოლია:) შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო ) ლუიმერპაა და "შენი ლუ" )) უკეთესის მოლოდინში ) სიკეთე.. ვწიკვავ -იმერელი სალალო გვყოლია:) შენი ლუიმერპა არაა ეგ სალალო ) ლუიმერპაა და "შენი ლუ" )) უკეთესის მოლოდინში ) სიკეთე..
9. გულწრფელობისთვის მომწონს )))) გულწრფელობისთვის მომწონს ))))
8. შეუნიღბავი კრიტიკა და პოგრესისკენ ბიძგიც სტიმულია ერთგვარი : ) მადლობა ჰა-რა-ლე : ) შეუნიღბავი კრიტიკა და პოგრესისკენ ბიძგიც სტიმულია ერთგვარი : ) მადლობა ჰა-რა-ლე : )
7. კომენტატორებს მოსწონებიათ ლექსი. ძალიან გამიხარდებოდა, მეც მათ რიცხვში ვყოფილიყავი. არ გამოვიდა სამწუხაროდ. უკეთესებსაც დასწერს სალალო. იმედი მაქვს. კომენტატორებს მოსწონებიათ ლექსი. ძალიან გამიხარდებოდა, მეც მათ რიცხვში ვყოფილიყავი. არ გამოვიდა სამწუხაროდ. უკეთესებსაც დასწერს სალალო. იმედი მაქვს.
6. ძალიან დიდი მადლობა თითოეულს.. შენილუიმეპრა, ალბათ ობიექტური შენიშვნაა.. მადლობა : ) ძალიან დიდი მადლობა თითოეულს.. შენილუიმეპრა, ალბათ ობიექტური შენიშვნაა.. მადლობა : )
5. თვითკრიტიკულად დანახული, საკუთარი სამყარო. ++ თვითკრიტიკულად დანახული, საკუთარი სამყარო. ++
4. საღოლ ავტორს .... რა კარგად ჩამეკითხა ! ++ საღოლ ავტორს .... რა კარგად ჩამეკითხა ! ++
3. რითმის გამო ბევრ ისეთ სიტყვას იყენებ რაც პოეზიას არ უხდება და შეეცადე გამოასწორო...სხვა მხრივ მომეწონა ეს ლექსი და ახლოსაც მოვიდა ჩემთან :)) წარმატებები რითმის გამო ბევრ ისეთ სიტყვას იყენებ რაც პოეზიას არ უხდება და შეეცადე გამოასწორო...სხვა მხრივ მომეწონა ეს ლექსი და ახლოსაც მოვიდა ჩემთან :)) წარმატებები
2. ვწიკავ?
ჩემს გამოკვლევას ნუ შეეცდებით, დასკვნებით მაინც ვერ შემომფარგლავთ..-- ეს მომეწონა ვწიკავ?
ჩემს გამოკვლევას ნუ შეეცდებით, დასკვნებით მაინც ვერ შემომფარგლავთ..-- ეს მომეწონა
1. კარგი ლექსია,ყოჩაღ ავტორს++ კარგი ლექსია,ყოჩაღ ავტორს++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|