 | ავტორი: ჭა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მარტი, 2014 |
"ნამდვილი" იყო. არცერთი სიტყვა ყალბი, ამდენი რომანი და არცერთი ყალბი სიტყვა...როგორ მოახერხ.ა?...-"ღმერთკაცი"! ... ფიქრთან ერთად მოუყვებოდა აღმართს ნატა...დაღამებულიყო უკვე, ეს-ესაა გამოვიდა გამომცემლობა " ინტელექტიდან", სადაც ოთარ ჭილაძის "ღრუბელის" პრეზენტაციას დაესწო. წიგნი დიალოგებზე, ინტერვიუებზე იყო აგებული. მისი სიკვდილის მერე ეს უკვე მეხუთე წიგნია, რომელიც უშუალოდ მოგვითხრობს მასზე. დღეს ოცი მარტია, მწერლის დაბადების დღეა და ამ დღეს დაამთხვიეს პრეზენტაციაც.
დაუმთავრებელი რომანი დარჩაო..."აკნე" , ბოლოს , როცა უკვე აღარ შეეძლო, გაურკვეველი ხელით წერდაო და ...კარდიოგრამასავით მისდევს ბოლო ფურცლებიო... ექიმმაც ილაპარაკა:დრო სჭირდებოდა რომანის დამთავრებისთვისო...წამლებს არ სვამდაო, კუშტი იყოვო, ღრმა, საჩოთირო თემებზე ლაპარაკს ვერ გაუბედავდიო... ბოლო ფრაზა...-"საქართველოს მოუარეთო"...უთქვამს დისთვის, თინა ჭილაძისთვის. კიდევ ბევრი რამ გაიხსენეს ახლობელმა ადამიანებმა მასზე, მაგრამ ნატასვის არაფერი იყო ახალი, ეს ყველაფერი მანაც იცოდა, თუმცა არც ახლობელია და დანახვითაც შორიდან თუ მოუკრავს თვალი, არა , ერთხელ გაესაუბრა კიდეც...ლიძავაში... ნატა უბრალო მკითხველია , რომელსაც მისი ყოველი სიტყვის ამოსუნთქვა ესმის... იქ ვიღაცამ სთქვა, გული დამწყდა მისი დაკრძალვა ასეთი მოკრძალებული რომ იყოვო. ნატას გაახსენდა ის დღე... მთაწმინდა...ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდა მაშინ ნატას, თავზარდაცემული იდგა, არა იმდენად მწერლის გარდაცვალებით, არამედ ამ ხალხის გულგრილობით, ჩვეულებრივი დგომით, თითქოს რიგითი მოქალაქე მომკვდარიყოს...გული ყელშიც აღარ ეტეოდა...ვეღარ გაუძლო და იქვე ტაძარში შევიდა, იტირა...იტირა...ილოცა...გარდაცვლილს ელაპარაკა...ცოტათი დამშვიდა და გამოვიდა. უკვე დაემარხათ, საფლავიც მოესუფთავებინათ, ყვავილების გროვა გვერდით აეკოკოლავებინათ, ზედ გულზე კი, მოსუფთავებულ მიწაზე, ნატას მიტანილი ვარდები ედო...-თვალს არ უჯერებდა...მიხვდა...გაეგოთ მისი გულისტკივილი...მისი ცრემლი მისულიყო ადგილამდე....ეს ვარდები ნიშანი იყო ამის...ყოველი მართალი სიტყვა, მართალი ცრემლი ზუსტი მისამართით მიდის...იმ ყვავილების გამყიდველი კაციც გაახსენდა,...როცა გაიგო , ვისთვისაც უნდოდა, ბევრი დაუკლო, ძალიან ბევრი, თურმე მასაც ძალიან ყვარებია ოთარ ჭილაძე...(ჰო, ყვავილების გამყიდველი ჭილაძეს რომ კითხულობდა, ეგ სულაც არ გაჰკვირვებია ნატას) .ვარდები კი მართლა განსაკუთრებული იყო, ალისფერი, ზომით უჩვეულოდ პატარები ვარდთან შედარებით და ბევრი...შეიძლება თავისი განსაკუთრებულობით მოხვდა სულაც ეს თაიგული მის გულზედ, მაგრამ ის ხომ სამებაში მიიტანა ნატამ და იქ კი მილეთი ხალხი მიდიოდა...არა! არა!...მაინც სჯერა რომ ეს სასწაული იყო, იქვე, იმ წუთას, მისთვის მომხდარი სასწაული...-სიკვდილი არ არსებობს!...გაიფიქრა მაშინ. მიუყვებოდა აღმართს ნატა და გრძნობდა ახლაც რაღაც უჩვეულოს, მსგავს...თითქოს ახლაც ყველაფერი ემის მას, მის სულს...ესმის კი არა, სულაც აქ არის, მისდევს გვერდით, ამიტომაც არის ჰაერი ასე გამჭვირვალე ...თავისუფლად სუნთქავს...ლაღად...ტირის ნატა, თან უხარია, არ იცის რა უხარია, ალბათ ის, რომ ასე თავისუფლად სუნთქავს...ახლაც იცის, ზუსტად, როგორც მაშინ...-სიკვდილი არ არსებობს!...სიკვდილი არ არსებობს!...იმეორებს გულში, გამარჯვებულივით...არ დამავიწყდესო ალბათ იმის შიშით, ტელეფონი ამოიღო და აკრიფა...-ზუმერი...("ზარი ახლობელთან" ...გაიფიქრა და გაეღიმა) ...-გისმენ...(ნაცნობი ბარიტონი) ...-იცი?..მე ვარ!...სიკვდილი არ არსებობს!..მხოლოდ ეს მინდოდა შენთვის მეთქვა... სითბო ტელეფონშიც აღწევდა, იგრძნო ყურთან...გათიშა და იმ წუთს მეორე ჭეშმარიტებაც აღმოაჩინა...-"მხოლოდ გულების კავშირია "ნამდვილი"...გულების ენა...ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა...-ცრემლი მოიწმინდა...-საოცარი დღეა დღეს...აღმოჩენების დღე... ორიათასთოთხმეტი წლის ოცი მარტი, ოთარ ჭილაძის დაბადების დღე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ჰო, აქაც ყველა სიტყვა გულწრფელია )))))) ჰო, აქაც ყველა სიტყვა გულწრფელია ))))))
30. "ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდა მაშინ ნატას, თავზარდაცემული იდგა, არა იმდენად მწერლის გარდაცვალებით, არამედ ამ ხალხის გულგრილობით" ... მწარე რეალობა ხელოვანთა ბედისა... პატივისცემით: "ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდა მაშინ ნატას, თავზარდაცემული იდგა, არა იმდენად მწერლის გარდაცვალებით, არამედ ამ ხალხის გულგრილობით" ... მწარე რეალობა ხელოვანთა ბედისა... პატივისცემით:
29. მადლობა გიგო...:-* მუხა...:-* ნაირი-მი ...ასეა...:-* ამ ჩვენი ნაწილი მიაქვთ თან, ან თავის რაღაც ნაწილს გვიტოვებენ ჩვენ...:-* მადლობა გიგო...:-* მუხა...:-* ნაირი-მი ...ასეა...:-* ამ ჩვენი ნაწილი მიაქვთ თან, ან თავის რაღაც ნაწილს გვიტოვებენ ჩვენ...:-*
28. ბედნიერება მქონდა რამდენჯერმე გამარჯობა მეთქვა ... და ამით ვამაყობდი ... ცუდია როცა ასეთი ადამიანები მიდიან ... თითქოს ჩვენი რაღაც ნაწილიც მიაქვთ ...
ბედნიერება მქონდა რამდენჯერმე გამარჯობა მეთქვა ... და ამით ვამაყობდი ... ცუდია როცა ასეთი ადამიანები მიდიან ... თითქოს ჩვენი რაღაც ნაწილიც მიაქვთ ...
27. დიდებული მწერლის გახსენება!!! მოგიკითხე ნანა!!! გაიხარე შენა!!! დიდებული მწერლის გახსენება!!! მოგიკითხე ნანა!!! გაიხარე შენა!!!
26. კარგი მიძღვნაა! გაიხარე ავტორო ! კარგი მიძღვნაა! გაიხარე ავტორო !
25. ლიჩელი...:-* ზღაპრადმოსულო...:-* იძულებით ,ჰა-რა- ლეს დათანხმებულო ჰარირამა...:-* :-* ლიჩელი...:-* ზღაპრადმოსულო...:-* იძულებით ,ჰა-რა- ლეს დათანხმებულო ჰარირამა...:-* :-*
24. თბილი გულის ადამიანი ხართ.:) თბილი გულის ადამიანი ხართ.:)
23. იძელებული ვარ ჰარალეს დავეტანხმო :) კი ნამდვილად კარგი გოგოა ჭა:) იძელებული ვარ ჰარალეს დავეტანხმო :) კი ნამდვილად კარგი გოგოა ჭა:)
22. არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ ამჟამად თავს ვერ ავარიდებ. ოთარ ჭილაძე გალაკტიონის მერე ყველაზე დიდი მოვლენაა. ეს კარგად იგღზნობა ამ ცანახატში ფაქის ლირიულ ტონებში გადაწყვეტილი. არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ ამჟამად თავს ვერ ავარიდებ. ოთარ ჭილაძე გალაკტიონის მერე ყველაზე დიდი მოვლენაა. ეს კარგად იგღზნობა ამ ცანახატში ფაქის ლირიულ ტონებში გადაწყვეტილი.
21. მიყვარხართ ხალხო...:) ჰა-რა-ლე ...:-* გამიხარდი...:-* მიყვარხართ ხალხო...:) ჰა-რა-ლე ...:-* გამიხარდი...:-*
20. ვიცოდი შენი დიდი სიყვარულის შესახებ, ჭაო :)
რა კარგად გაგიმხელია ამჟამადაც ეს სიყვარული...
ვიცოდი შენი დიდი სიყვარულის შესახებ, ჭაო :)
რა კარგად გაგიმხელია ამჟამადაც ეს სიყვარული...
19. კარგი გოგოა, ჭა-ნანა. თბილი მწერალი და ადამიანი. სიყვარული შეუძლია, უშურველი... გაგახაროს ღმერთმა. კარგი გოგოა, ჭა-ნანა. თბილი მწერალი და ადამიანი. სიყვარული შეუძლია, უშურველი... გაგახაროს ღმერთმა.
18. ოთარ ჭილაძე ჩემთვის ჯერ პოეტია პირველრიგში, ყველასგან განსხვავებული და თვითმყოფადი აფსოლიტურად დამოუკიდებლად დგას ქართულ პოეზიაში, გენიალური ადამინი იყო მართაც, დიდი ქართველი. გამორჩეულად მიყვარს <3 ოთარ ჭილაძე ჩემთვის ჯერ პოეტია პირველრიგში, ყველასგან განსხვავებული და თვითმყოფადი აფსოლიტურად დამოუკიდებლად დგას ქართულ პოეზიაში, გენიალური ადამინი იყო მართაც, დიდი ქართველი. გამორჩეულად მიყვარს <3
17. ალბათ არც არსებობს ადამიანი,რომელსაც არ უყვარს ოთარ ჭილაძე...რაოდენ სევდიანი და თბილი ნაწერია++ ალბათ არც არსებობს ადამიანი,რომელსაც არ უყვარს ოთარ ჭილაძე...რაოდენ სევდიანი და თბილი ნაწერია++
16. "იმდენს ვფიქრობ შენზე, რომ შემიძლია შეგეხო" - ოთარ ჭილაძე.
ხუთი ქულა. "იმდენს ვფიქრობ შენზე, რომ შემიძლია შეგეხო" - ოთარ ჭილაძე.
ხუთი ქულა.
15. უღრმესი მადლობა ყველას...:-* ძალიან მიხარია ამდენ ადამიანს რომ უყვარს ოთარ ჭილაძე და ამდენმა რომ წაიკითხა ეს ჩემი ჩანახატი...:-* უღრმესი მადლობა ყველას...:-* ძალიან მიხარია ამდენ ადამიანს რომ უყვარს ოთარ ჭილაძე და ამდენმა რომ წაიკითხა ეს ჩემი ჩანახატი...:-*
14. ნაწერში უდიდესი სითბო და სიყვარული იგრძნობა,რასაც ნამდვილად იმსახურებს ოთარ ჭილაძე...++++++ ნაწერში უდიდესი სითბო და სიყვარული იგრძნობა,რასაც ნამდვილად იმსახურებს ოთარ ჭილაძე...++++++
13. ყველა შენს ნაწერს, ლექსს, კომენტარს, შენი მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ვკითხულობ ხოლმე და ისე, ისე უხდება...
:* ყველა შენს ნაწერს, ლექსს, კომენტარს, შენი მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ვკითხულობ ხოლმე და ისე, ისე უხდება...
:*
11. რატომღაც ახლა მომინდა მეთქვა: ათასში ერთხელ, როცა ჩემი მამაკაცური ბუნება სევდას ვეღარ ერევა და ტირილი მინდება, ტერენტი გრანელის ძველ საფლავზე მივდივარ ხოლმე... ოთარიც უზომოდ მიყვარდა, თუმცა ჯერ არ ვყოფილვარ მის საფლავზე:((( რატომღაც ახლა მომინდა მეთქვა: ათასში ერთხელ, როცა ჩემი მამაკაცური ბუნება სევდას ვეღარ ერევა და ტირილი მინდება, ტერენტი გრანელის ძველ საფლავზე მივდივარ ხოლმე... ოთარიც უზომოდ მიყვარდა, თუმცა ჯერ არ ვყოფილვარ მის საფლავზე:(((
10. მათთან, ვისაც ოთარ ჭილაძე უყვარს, იმდენად დიდ საერთოს ვგრძნობ, რომ მგონია ,,ჩემიანები'' არიან. ჩემთვის ძალიან ძვირფასია მისი პოეტური პროზა და ლექსის თითოეული სტრიქონი.
მოზიარე ვარ აქ მოტანილი სევდის... თან როგორ ჭასავით ღრმაა ეს სევდა...
:-*
მათთან, ვისაც ოთარ ჭილაძე უყვარს, იმდენად დიდ საერთოს ვგრძნობ, რომ მგონია ,,ჩემიანები`` არიან. ჩემთვის ძალიან ძვირფასია მისი პოეტური პროზა და ლექსის თითოეული სტრიქონი.
მოზიარე ვარ აქ მოტანილი სევდის... თან როგორ ჭასავით ღრმაა ეს სევდა...
:-*
9. თაწმინდა...ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, - მეტკინა აქ ძალიან... :(
ძალიან თბილი და ემოციურო ნაწერია ნან :* თაწმინდა...ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, - მეტკინა აქ ძალიან... :(
ძალიან თბილი და ემოციურო ნაწერია ნან :*
8. კარგია, ჭაო. პროზაში გადაიტანე აუცილებლად, თორემ გიჩივლებ ადმინთან. ეს არის მშვენიერი ჩანახატი.
ჩემი საყვარელი ოთარ ჭილაძე!.. კარგია, ჭაო. პროზაში გადაიტანე აუცილებლად, თორემ გიჩივლებ ადმინთან. ეს არის მშვენიერი ჩანახატი.
ჩემი საყვარელი ოთარ ჭილაძე!..
7. გულწრფელი, ემოციური ნაწერია! ოთარი მარად იცოცხლებს! მადლობა ნანა! გულწრფელი, ემოციური ნაწერია! ოთარი მარად იცოცხლებს! მადლობა ნანა!
6. ოთარ ჭილაძე ჩემი საყვარელი შემოქმედია.გაიხარე,ჭა,რა კარგად წერ...შევიგრძენი შენი გულის ფეთქვა...,,ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა"...ნამდვილად ასეა! ოთარ ჭილაძე ჩემი საყვარელი შემოქმედია.გაიხარე,ჭა,რა კარგად წერ...შევიგრძენი შენი გულის ფეთქვა...,,ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა"...ნამდვილად ასეა!
5. ძალიან თბილი და ემოციურია. სიუჟეტი კარგად მოფიქრებული. ++ ძალიან თბილი და ემოციურია. სიუჟეტი კარგად მოფიქრებული. ++
4. კარგი ნაწერია, მიხარია ნიჭიერ ადამიანებს რომ ვაფასებთ მარა ისიც მწყინს რომ სხვებს ასევე ნიჭიერ ადამიანებს ვივწყბეთმ მაგ, ჭილაძე ყველას ახსოვს (ასეც უნდა იყოს) მაგრამ ოთარ ჭელიძე ყველამ მიივიწყა, არა და რა ლექსები აქვს, ბედი უნდა ყველაფერს, მარტო სიკარგე არ კმარა თურმე. არ გეგონოთ თქვენ გსაყვედურობთ შეფარვით, რა სისულელეა, უბრალოდ ზოგადად ვამბობ რატომღაც მომინდა ეს მეთქვა. წარმატებები ნიჭიერ ადამიანს ++ მეტი არ მაქვს კარგი ნაწერია, მიხარია ნიჭიერ ადამიანებს რომ ვაფასებთ მარა ისიც მწყინს რომ სხვებს ასევე ნიჭიერ ადამიანებს ვივწყბეთმ მაგ, ჭილაძე ყველას ახსოვს (ასეც უნდა იყოს) მაგრამ ოთარ ჭელიძე ყველამ მიივიწყა, არა და რა ლექსები აქვს, ბედი უნდა ყველაფერს, მარტო სიკარგე არ კმარა თურმე. არ გეგონოთ თქვენ გსაყვედურობთ შეფარვით, რა სისულელეა, უბრალოდ ზოგადად ვამბობ რატომღაც მომინდა ეს მეთქვა. წარმატებები ნიჭიერ ადამიანს ++ მეტი არ მაქვს
3. .მხოლოდ გულების კავშირია "ნამდვილი"...გულების ენა...ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა.. კარგი ჭა ხარ შენ!:( .მხოლოდ გულების კავშირია "ნამდვილი"...გულების ენა...ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა.. კარგი ჭა ხარ შენ!:(
2. ეგ შეცდომები ვერაფერს დააკლებს ისეთი თბილი ნაწერია :*
ისე კარგად მახსოვს სამებაში რომ მოასვენეს ოთარ ჭილაძე, შაბათი დღე იყო , საღამოს ლოცვები დასრულდა , უკვე ბნელოდა , ტაძრის ეზოში დავხვდი და შემოვიდა კიდეც ყვავილებით სავსე მანქანა .... დასაფლავებას ვერ დავესწარი , სურვილი კი მქონდა , მაგრამ მერე ავედი , რამდენიმე ხნის შემდეგ მთაწმინდაზე... ეგ შეცდომები ვერაფერს დააკლებს ისეთი თბილი ნაწერია :*
ისე კარგად მახსოვს სამებაში რომ მოასვენეს ოთარ ჭილაძე, შაბათი დღე იყო , საღამოს ლოცვები დასრულდა , უკვე ბნელოდა , ტაძრის ეზოში დავხვდი და შემოვიდა კიდეც ყვავილებით სავსე მანქანა .... დასაფლავებას ვერ დავესწარი , სურვილი კი მქონდა , მაგრამ მერე ავედი , რამდენიმე ხნის შემდეგ მთაწმინდაზე...
1. ალბათ ბევრი შეცდომა გამეპარა, დღეს მინდოდა დამედო და მერე ჩავასწორებ...:-* ალბათ ბევრი შეცდომა გამეპარა, დღეს მინდოდა დამედო და მერე ჩავასწორებ...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|