ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


სოფლის მირაჟი

ხავსიანი ყორე
ოქროსფერი ჩალა
არ ყოფილა შორი
სოფლის ვიწრო შარა
მოგონების მასრა
ჟანგსაც არ იკარებს
გორაკებზე ასვლა
ფეთქვას ამიჩქარებს
გავუყვები ღელეს
პურს ჩავუყრი თევზებს
ქარი წაიმღერებს
ქარი წამაქეზებს
ომს გავაბამ მზესთან
შემიფარებს ჩერო
გეძებ ყოველ ხესთან
მოგონებავ ჩემო
გადავივლი ჭალებს
ცა მოუშვებს სარწყავს
და მზე შემიბრალებს
სხივებს დამიბაწრავს
მინდა ვაზო ძველო
ჭინჭი დაგაკონო
როგორ მოგეფერო
როგორ გაგაგონო
ჩუმად იყავ ქარო
ნუ აწუხებ ვაშლებს
იზრდის ოქროს ტარო
ოქროსფერ ულვაშებს
მურიების ყეფა
და ჭრიალი ურმის
უჩინარი რემა
ყანებს გადაუვლის
როგორც მაშინ სიზმრად
აშრიალდა ვერხვი
ჩამომჯდარა მინდვრად
დაქანცული გლეხი
ზეცავ დამიკარი
გულში ჩამიკარი
ისე ვერ გავთბები
ვარდისფერი ქარი
სევდიანი მთები


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები