| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 21 მარტი, 2014 |
პარადოქსია, გებევრებოდეს უახლოეს ხელფასამდე დარჩენილი, რამდენიმე უბადრუკი დღე. პარადოქსია, რამეთუ ცხოვრება გეხანმოკლეება. იშვიათად თუ ვინმე ითვლიდეს ლოცვაში გატარებულ წუთებს... სამაგიეროდ, ყველას კარგად გვახსოვს, ბოლოს როდის ვიყავით: რესტორანში, ღამის კლუბში, ბორდელში. საცალპურო შიმშილისას ხშირად მენატრება ხოლმე ათასგვარი კონსერვები, რომლებსაც მეგობრის დედა გვიგზავნიდა. სტუდენტობისას ნაქირავები ბინის სიცივე მახსოვს. ძირითადად სმაში ან ბანქოს თამაშში გატარებული (ან სულაც დაკარგული) ღამეები. ქუჩაში ვერ ნასწავლი კონსექტების დასტა, რომელსაც სახლშიაც ვერ ვუდებდი გულს. მენატრება ყველა ზედაპირული მისალმება ნაცნობისა თუ უცნობისა, რომელშიც ხშირად საუძვლიან სიღრმეს ამოვიცნობდი ხოლმე. "ყველაზე ღრმა არის ის, რაც ყველაზე ზედაპირულია". მერხზე ამოტვიფრული რომელიმე როკ-ჯგუფის სახელი, თუნდაც "Led Zeppelin", არადა მათთვის არასოდეს მომისმენია ბოლომდე, ესეც მენატრება... ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახი, მერე ისევ : ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახი და ასე დაუსრულებლად... ერთფეროვნების აპოთეოზი! ალაგ-ალაგ შელამაზებული დღეებით, თითზე ჩამოსათვლელთა რიცხვს ოდნავ გაცელილით. ხანმოკლეა ცხოვრება და ასეც რომ არ იყოს, ადამიანები ვართ სულმოკლეები და ნაკლებად აქვს აზრი, რამდენ ხანს გასტანს სულმოკლე ადამიანის ცხოვრება. პარადოქსია, გებევრებოდეს უახლოეს ხელფასამდე დარჩენილი რამდენიმე უბადრუკი დღე! შენ ხომ რიგითი მკვლელი ხარ, რომელიც საკუთარსავე დღეებს კლავ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე მომეწონა, საკმაოდ საინტერესოდ წერთ ++ მე მომეწონა, საკმაოდ საინტერესოდ წერთ ++
6. ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა. ჰოლბახი ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა. ჰოლბახი
5. ნუ, ახლა, სულ გადასარევი ხომ ვერ იქნები კაცი :)
პროზაულობა ნამდვილად იყო ახლა აქ :)
ნუ, ახლა, სულ გადასარევი ხომ ვერ იქნები კაცი :)
პროზაულობა ნამდვილად იყო ახლა აქ :)
4. არ ვიცი პოეტურად თუ პროზაულად...სათქმელი კი ზუსტად უთქვამს ავტორს...-" მკვლელები ვართ ჩვენი საკუთარი დღეების"...:-* სწორედ მაგ ფორმით ვკლავთ და ვასამარებთ... არ ვიცი პოეტურად თუ პროზაულად...სათქმელი კი ზუსტად უთქვამს ავტორს...-" მკვლელები ვართ ჩვენი საკუთარი დღეების"...:-* სწორედ მაგ ფორმით ვკლავთ და ვასამარებთ...
3. როგორც უკვე გითხარი... როგორც უკვე გითხარი...
2. დიდებს ვერაფერს ვერ გაუგებ :)) ჩამოიქროლა სამუმმა ამ პლანეტაზე და სხვაგან გაუტია :))
დიდებს ვერაფერს ვერ გაუგებ :)) ჩამოიქროლა სამუმმა ამ პლანეტაზე და სხვაგან გაუტია :))
1. არც პოეტურად, არც პროზაულად
=) არც პოეტურად, არც პროზაულად
=)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|