ჩემი ყველა საიდუმლო იცის, მე არ მითქვამს, -ისე მოესმინა... გამიბედა მძინარეს, და შეძლო ჩემს ქოჩორზე ეალერსებინა.
ვერც ვიცილებ, ვერც ვიშორებ, ვიცი რომ ოდესმე უნდა შეველიო, გავატანო ჩემი ბევრი ცრემლი, და მის ბუმბულს, ქარწაღებულს, -ვდიო.
მოვაყოლო უნდა, როგორ ვხვრინავ, ისიც იცის, ვლაპარაკობ ძილში. მთელი ღამე სიზმარეთში მართობს, დილით, იცის, სიმშრალე მაქვს პირში.
ამასწინათ გავუბრაზდი ბედშავს, რომ კისერი ამატკივა ძლიერ, ავიღე და მოვისროლე ძირში, ტკივილსა და ნერვებს ვეღარ ვძლიე...
მაგრამ მერე, მაინც შემეცოდა... ავიღე და მის ადგილზე დავდე. ოთხივ მხრიდან ვუთავაზე მუშტი და საბანი თავზე დავაფარე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კი ჯანო, იუმორისტულსჰი ვაპირებდი, მაგრამ დამავიწყდა მითითება. გმადლობთ კი ჯანო, იუმორისტულსჰი ვაპირებდი, მაგრამ დამავიწყდა მითითება. გმადლობთ
18. ბალიში,..მეც მოვცხებ ხოლმე მაგ ოხერს :D იუმორისტუულ ჟანრში ჯობდა :) მე თუ მკითხავთ :) ბალიში,..მეც მოვცხებ ხოლმე მაგ ოხერს :D იუმორისტუულ ჟანრში ჯობდა :) მე თუ მკითხავთ :)
17. კარგი და სახალისო გამოცანაა. ++ კარგი და სახალისო გამოცანაა. ++
16. უღრმესი მადლობა ყველას უღრმესი მადლობა ყველას
15. კარგი ლექსებია, საინტერესო სათქმელით და შესრულებით. ++ კარგი ლექსებია, საინტერესო სათქმელით და შესრულებით. ++
13. ნორმალურია+დ ნორმალურია+დ
12. მე ვფიქრობ "მუთაქაა"
"რომ კისერი ამატკივა ძლიერ"-ო
მე ვფიქრობ "მუთაქაა"
"რომ კისერი ამატკივა ძლიერ"-ო
11. გმადლობთ ყველას გმადლობთ ყველას
10. ნემეზიდა : )))))))))) პოეზიის ქარონი ასეთია , მაშ !
კარგი იყო, ვიხალისე ნემეზიდა : )))))))))) პოეზიის ქარონი ასეთია , მაშ !
კარგი იყო, ვიხალისე
8. იუმორისტულში დადება ჯობდა მგონი :D იუმორისტულში დადება ჯობდა მგონი :D
7. :)))))))))))) :))))))))))))
4. "ვაგლახ, ბუმბულით გატენილი ბალიში გქვია!" მ. ქვლივიზე გამახსენდა. "ვაგლახ, ბუმბულით გატენილი ბალიში გქვია!" მ. ქვლივიზე გამახსენდა.
3. მე გამოვიცანი :) მე გამოვიცანი :)
2. ქარონ,სულების მენავევ-მეგონა,ნიჩბებით მიაპობდი პოეზიის ზღვას_თურმე ბალიშებს ურტყამ მუშტებს :D +2 ქარონ,სულების მენავევ-მეგონა,ნიჩბებით მიაპობდი პოეზიის ზღვას_თურმე ბალიშებს ურტყამ მუშტებს :D +2
1. ბუმბულმა გამოაშკარავა და ფინალმა დაადასტურა:) +2 ბუმბულმა გამოაშკარავა და ფინალმა დაადასტურა:) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|