ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
23 მარტი, 2014


ნიცას დიალოგები (პაწაწუნები)

პაპასი

-ნიცა, ნიცა, ვისი ხარ?
-ვისი ვარ და პაპასი,
-რატომ მარტო პაპასი?
-იმიტომ, რომ მის გარდა,
არ მიჯერებს არავინ.


კიკინა

პაპი, რომ არ გიჯერებს
ეგ თხა და სულ კიკინებს
დავაწიწკნოთ ნიკაპზე,
ჯიუტს გრძელი კიკინა.


საყურე

-ნიცა, ბებოს ჩურჩხელები,
ყურზე ხომ არ გაწუხებს?
-არა, ჩემთვის ამოავლო,
ორი გრძელი საყურე.


წუნია

- ჩემი ფეხსაცმელები
არ გინახავს თხუპნია?
-როგორ არა ძამიკო,
მოიპარა მურიამ,
მერე რა, რომ დიდი აქვს,
სულ არ არის წუნია.


თამაში

შე სულელო თოჯინა,
ლო ჩამაფსი კალთაში,
აღარ მინდა დღეიდან,
შენთან ერთად თამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები