ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2014


სიკვდილი ზამთარში

1...
ვიღუპები...
ვი-ღუ-პე-ბი...
მივიჩქარი შორს.
იჭმუხნებიანღრუბლები:
თოვს.
საფლავი ამოუვსია
თეთრ მასას ღრუბლის გუნდებით,
შემემთხვა დიდი უსია-
მოვნება და აღარ დაგიბრუნდებით...
2...
წამოდი,
ერთად წავიდეთ,
გეპატიჟები ჩემთან.
წამოდი,
ერთად წავიდეთ,
წამო,
წავიდეთ ერთად.
წამო, იქეცი წუთად!
წუთო, იქეცი ათად!
შეგინახავ სათუთად,
შეგაგროვებ საათად,
მერე ერთად დაგხარჯავ,
დაგანაწილწილანებ,
თუ ჩემთან არ წამოხვალ
ი-ნა-ნებ!
3...
მოღრუბლულო ცაო,
დამანახე მზე!
სხვა არაფერი არ მინდა მე.
სიცივეში ვიყინები,
მგელივით გამაქვს ძაგძაგი,
ბაყაყები ყიყინებენ
საძაგლად.
ცვივა თეთრი ფოთლები
ღრუბლის მაღალ ხეს,
უსათუოდ მოვკვდები
დღეს.
უნდა ნაღდად დავიღუპო,
მოვიცილებ ცოცხლის ნიღაბს,
შემიკერეთ შავი კუბო -
ღმერთი მკვდარის როლში მიღებს...
თუკი მოვკვდი სიცივეში,
თუ გამყინავს ზამთარი,
არ მეძებოთ სადმე ტყეში,
არ მიკითხოთ: "სად არის?"
თქვე კაი ხალხო,
ტ უ რ ა  ვარ თ უ რ ა?
აგერ მარხია ჩემი ნატურა.
4...
სად მეძებეთ, რა მინდოდა უცხო მხარეში?!
თქვენ გეგონათ გზა ამებნა
ღვინით გალეშილს,
თქვენ შეცდით. აღიარეთ ბოროტება პირველი,
ბოროტება, დიახაც-რომ გასაკვირველი,
შემივსეთ ეს ბლანკი
ანკეტისმაგვარი,
ჩაწერეთ ჩემი
სახელიდაგვარი.
აი ბეჭედი -
დაუსვით ფურცელს!
აი, ეს ბეჭები
ვერ ხედავენ მუცელს,
მაგრამ...
როდესაც მოვკვდები სიცივით
ისინიც შეხვდებიან ერთმანეთს
ვიცი
ვით
ყოველი ასო ჩემი სახელი(ლი)ს,
ცოდვა ჯობია ყოველთვის გამხელილი.
აი შეხედეთ:
ეს არის მკლავი.
გარეთ სიცივეა.
მი-შვე-ლეთ!!!
მკლავენ!!!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები