ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2014


მზად ვარ

მზად ვარ

მიყვარს, იმდენად მიყვარს,
მაგ წამწამების სიო,
მზად ვარ, - მათ ნარნარ ხამხამს
ეს მუზა შევუსიო.

მზად ვარ დავეცე მუხლზე
მაგ სილამაზის ეშხით,
და ამ ვაჟკაცურ გულზე
დაგადგმევინო ფეხი.

მზად ვარ შევუხტე წელში
ას გადარეულ ყაჩაღს,
ოღონდ მე შენს თავს ნებით
ვერავის ვერ გავატან.

მზად ვარ გავწირო თავი,
ოღონდ შენ იყო ჩემი,
რადგან ჩემს მუზას მხოლოდ
შენი ღიმილი შველის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები