ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


ტანკა

მარტის ნიავო, ხომ უარმყავი,
აღარ იდარდო აწი.
ისეც ხომ იყო,
შენ გიყვარდი,
მე არ მიყვარდი.

***

"უნდა წავიდე" -
ასე უბრალოდ რომ თქვი,
რაც თან წაიღე, 
განა ადვილად ზიდე?!
ჩვენი პირველი კოცნა.

***

საიდან ელი,
ახალ სიცოცხლეს ნეტავ,
ნეკერჩხლის ტოტი.
ცისფერი ნიშნით არჩევ,
დაუბადებელ ჩვენს შვილს.

***

რა თხელი თმა გაქვს,
ბოლოყვითელა, შავი.
ფილტრი სიგარეტის.
ჰო, სწორედ ასე, თითებს
შუა ჩამეფერფლები.

***

ნალექი.
მსუბუქი სიო.
ბროწეულის ტოტთან თამაში,
და შენი სუნთქვის მოგონება
ჩემს ცივ ლოყაზე.

***

ოქტომბრის დილა,
ხორბლისფერი შენი კანივით,
ქანცგაწყვეტილი, მკის შემდეგ,
ჩაისუნთქავს,
აიტალღება.

***

ყინვადამზრალი,
მთვარის შუქანარეკლი,
გამლხვალ სამყაროს
შავ-ბნელ სიზმრების
გვირაბისკენ მიერეკება.

***

დრო ვერ წაგლეკავს,
ფსკერზე წევხარ აკვარიუმის,
გობის უდაბნოს ქვიშავ.
თუ გადაბრუნდი -
ჩამოიცლები.

***

ვეღარავინ რომ სისპეტაკე
ნახოს ამ გულის,
ედელვაისის მთებიდან ვდევნი,
ნათელმომფენელ
სიყვარულის ღმერთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს