ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. თამარ, თქვენი კომენტარები ერთ რამეს ღირს! უღრმესი მადლობა. სანზონელო, გაიხარე! :)
თამარ, თქვენი კომენტარები ერთ რამეს ღირს! უღრმესი მადლობა. სანზონელო, გაიხარე! :)
37. თანანა გაგიმარჯოს სიმართლეში......... ამიტომ ხარ ასეთი მაგარი პოეტი, რომ ჯერ ადამიანი ხარ..... თანანა გაგიმარჯოს სიმართლეში......... ამიტომ ხარ ასეთი მაგარი პოეტი, რომ ჯერ ადამიანი ხარ.....
36. არ არსებობს გრძნობა, რომელზეც ლექსი არ დაწერილა, კარგი, ცუდი თუ საშუალო, ყველაფერი ყველაფერზე უკვე დიდი ხნის წინ ნათქვამი და განცდილია, მაგრამ არსებობს ერთი უბრალო ჭეშმარიტება - ერთ ხეზე ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს, არა თუ, ორი ერთნაირად მოფიქრალი ადამიანი, აქედან გამომდინარე, ყველა შემოქმედს სამყაროს ინდივიდუალური აღქმა და ხედვა ანუ ყველას თავისი სიყვარული, მარტოობა და სიხარული აქვს. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით, ლექსისთვის ბანალურის იარლიყის მიკერება არ მიმაჩნია სწორად... თეას ლექსებს სწორედ ინდივიდუალური ხელწერა ეტყობა, ის არავის ბაძავს, მას თავისი ხმა აქვს, ზოგჯერ ხმამაღალი, ზოგჯერ ხმადაბალი, მაგრამ, საკუთარი და არავის მსგავსი... "ცა, დარჩენილი ერთი ციდა ღრუბლის ამარა" - მარტოობის მშვენიერი მეტაფორა... არ არსებობს გრძნობა, რომელზეც ლექსი არ დაწერილა, კარგი, ცუდი თუ საშუალო, ყველაფერი ყველაფერზე უკვე დიდი ხნის წინ ნათქვამი და განცდილია, მაგრამ არსებობს ერთი უბრალო ჭეშმარიტება - ერთ ხეზე ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს, არა თუ, ორი ერთნაირად მოფიქრალი ადამიანი, აქედან გამომდინარე, ყველა შემოქმედს სამყაროს ინდივიდუალური აღქმა და ხედვა ანუ ყველას თავისი სიყვარული, მარტოობა და სიხარული აქვს. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით, ლექსისთვის ბანალურის იარლიყის მიკერება არ მიმაჩნია სწორად... თეას ლექსებს სწორედ ინდივიდუალური ხელწერა ეტყობა, ის არავის ბაძავს, მას თავისი ხმა აქვს, ზოგჯერ ხმამაღალი, ზოგჯერ ხმადაბალი, მაგრამ, საკუთარი და არავის მსგავსი... "ცა, დარჩენილი ერთი ციდა ღრუბლის ამარა" - მარტოობის მშვენიერი მეტაფორა...
35. არა თეა. უბრალოდ მეცინება ტო. ვინ სადა ბანაობს.... არა თეა. უბრალოდ მეცინება ტო. ვინ სადა ბანაობს....
34. დაწყნარდი, სანზონელო. ასეთები გიკვირს? მითუმეტეს, რომ ჩავლილი ამბავია :) თან არც არაფერი ისეთი. აქ ლექსზე მაინცაა საუბარი და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არავინ გადასულა, რაც მთავარია. მადლობა. :)
დაწყნარდი, სანზონელო. ასეთები გიკვირს? მითუმეტეს, რომ ჩავლილი ამბავია :) თან არც არაფერი ისეთი. აქ ლექსზე მაინცაა საუბარი და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არავინ გადასულა, რაც მთავარია. მადლობა. :)
33. მე აქ ქალი პოეტი ჯერ ვერ ვნახე, ვინც იყო წავიდა.... ხოდა ბაზ არააა. თავი საკუთარ გავრდზე გამოიდეთ ხოლმე.... მიტყდება ტო. მე აქ ქალი პოეტი ჯერ ვერ ვნახე, ვინც იყო წავიდა.... ხოდა ბაზ არააა. თავი საკუთარ გავრდზე გამოიდეთ ხოლმე.... მიტყდება ტო.
32. ნუ იცით ხოლმე რა სხვის გევრდზე თავის გამოდება და ლექსის გათახსირება ხოლმე ტო. თითქოს რომელიმე თქვენგანი შედევრს ქმნიდეს და მართლა პოეტი იყოს ტო... მეცინება რა.... კომენტარებით დავიწყე და ტეხავს მაგრად, ვინ ვის უწუნებს ტო...222222222222 ეს გოგო მე რაც ვიცი ისე წერს მთლიან საგოგოეთს უდრის,ამ საიტზე ძალით პოეტესებში, ფუ ჩემი გამოვლენ ხოლმე რა ლიტერატურამცოდნეები.... კარგი ლექსია ეს და ვისაც არ მოსწონს პრობლემა აქვს.... ნუ იცით ხოლმე რა სხვის გევრდზე თავის გამოდება და ლექსის გათახსირება ხოლმე ტო. თითქოს რომელიმე თქვენგანი შედევრს ქმნიდეს და მართლა პოეტი იყოს ტო... მეცინება რა.... კომენტარებით დავიწყე და ტეხავს მაგრად, ვინ ვის უწუნებს ტო...222222222222 ეს გოგო მე რაც ვიცი ისე წერს მთლიან საგოგოეთს უდრის,ამ საიტზე ძალით პოეტესებში, ფუ ჩემი გამოვლენ ხოლმე რა ლიტერატურამცოდნეები.... კარგი ლექსია ეს და ვისაც არ მოსწონს პრობლემა აქვს....
31. გმადლობ, ვიღაცავ. :) :)
გმადლობ, ვიღაცავ. :) :)
30. სხეულსაც რომ გამოცდა ...
კარგია! სხეულსაც რომ გამოცდა ...
კარგია!
29. ჩემგანაც მოკითხვა, ციცი! :)
ჩემგანაც მოკითხვა, ციცი! :)
28. რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
მოგიკითხე :) რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
მოგიკითხე :)
27. ზღაპრადმოსულო, ჭაო, ნათი, მადლობა თქვენ! :)
ზღაპრადმოსულო, ჭაო, ნათი, მადლობა თქვენ! :)
25. ლამაზია წყობაც...განცდაც...:-* მომწონს...5 ლამაზია წყობაც...განცდაც...:-* მომწონს...5
24. რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა. არაჩვეულებრივი სიტყვები, ყველაფრის დამტევი. რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა. არაჩვეულებრივი სიტყვები, ყველაფრის დამტევი.
23. მადლობა, ნინ. მიხარია. მახსოვხარ სულ...
მადლობა, ნინ. მიხარია. მახსოვხარ სულ...
22. კარგა ხანია არაფერს ვკითხულობ აქ და უბრალოდ სხვა საიტებზე როცა ვარ,მექანიკურად აქაც ვანთივარ ხოლმე და ცხადია გკითხულობ სულ ,ვნახულობ შენს სურათებსაც:)და მიხარია შენი ამბები ... უბრალოდ აი ასე შორიდან და უხმაუროდ და ... ძალიან თბილი მოკითხვა კარგა ხანია არაფერს ვკითხულობ აქ და უბრალოდ სხვა საიტებზე როცა ვარ,მექანიკურად აქაც ვანთივარ ხოლმე და ცხადია გკითხულობ სულ ,ვნახულობ შენს სურათებსაც:)და მიხარია შენი ამბები ... უბრალოდ აი ასე შორიდან და უხმაუროდ და ... ძალიან თბილი მოკითხვა
21. ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა,
20. გაიხარე, ნან :* ისე, მეც ვიფიქრე მაგ ვარიანტზე, რომ უფრო მელოდიური გამოვიდოდა და აღქმადიც, ალბათ... :)
გაიხარე, ნან :* ისე, მეც ვიფიქრე მაგ ვარიანტზე, რომ უფრო მელოდიური გამოვიდოდა და აღქმადიც, ალბათ... :)
19. თე, მადლობა :* მე კი, აი, ასე წავიკითხე თავიდან :)
ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
და მელოდიაა აქ ძალიან ლამაზი. თე, მადლობა :* მე კი, აი, ასე წავიკითხე თავიდან :)
ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
და მელოდიაა აქ ძალიან ლამაზი.
18. არ ვიცი, ემოცია ამ ფორმით წამოვიდა, რატომღაც, და ასევე დავდე :) რამდენიმე ლექსში მაქვს მსგავსად.
ირი :* მუხავ, გაიხარეთ! ნან, ეს შენთვის <3
ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
არ ვიცი, ემოცია ამ ფორმით წამოვიდა, რატომღაც, და ასევე დავდე :) რამდენიმე ლექსში მაქვს მსგავსად.
ირი :* მუხავ, გაიხარეთ! ნან, ეს შენთვის <3
ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
17. მე ცოტა გამიჭირდა ამ ფორმით ლექსის კარგად აღქმა და თავიდან რიტმის დაჭერა, მაგრამ, მიუხედავად ამის, მაინც საყვარელი და თბილი ნაწერია. მე ცოტა გამიჭირდა ამ ფორმით ლექსის კარგად აღქმა და თავიდან რიტმის დაჭერა, მაგრამ, მიუხედავად ამის, მაინც საყვარელი და თბილი ნაწერია.
16. მომეწონა.
ფორმით ეს ლექსი ჩემთვის ანტიკვერული სტილისაა.მინახავს და წამიკითხავს ამ ფორმის ლექსები.
რაც შეეხება კომენტარებში გამოთქმულ სხვის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ლექსის წაკითხვისას რაიმე "რეაქციის" გამოვლინებას ვერ დავეთანხმები ლექსი უნდა აღიქვა , ცნობიერებაში უნდა ასახო ამის შემდეგ გამოვლინდება შეგრძნება , დადებითისა ან უარყოფითის. რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებული აღქმა ( არა რეაქცია) და მკითხველს ვერ შეედავები.
მომეწონა.

15. ერთი განწყობა გვაქვს დღეს აშკარად თეა :)) ერთი განწყობა გვაქვს დღეს აშკარად თეა :))
14. აღქმა, მითუმეტეს, ინდივიდუალურია... მადლობა შენ. სასიამოვნოა :)
ბზობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
აღქმა, მითუმეტეს, ინდივიდუალურია... მადლობა შენ. სასიამოვნოა :)
ბზობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
13. განმარტება არვიცი, აღქმა უფრო. რა თქმა უნდა თქვენზე უკეთ არავის ეცოდინება რა როგორ, რა რატომ და რა რისთვის აქ : )
მე მომეწონა <3 განმარტება არვიცი, აღქმა უფრო. რა თქმა უნდა თქვენზე უკეთ არავის ეცოდინება რა როგორ, რა რატომ და რა რისთვის აქ : )
მე მომეწონა <3
12. სუკუბუს, ალბათ, ყველას თავისი განმარტება აქვს :) გააჩნია, ვისგან გაინტერესებს პასუხი :) ან, იქნებ, რიტორიკული შეკითხვაა :) თუმცა, არსებობს საზოგადოდ ცნობილი კრიტერიუმებიც ლექსის შეფასების...
ლელ, ძალიან არ მინდა, რომ აქ ავტორისადმი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით აფასებდნენ ნაწერებს, როგორც ადრეც ხშირად ხდებოდა. ამიტომაც წავშალე ადრე განთავსებული ლექსები, რომ ვინც არ მიცნობს, არ გადახედოს მანამდე რა იყო და კონკრეტულ ლექსზე დაწეროს თავის აზრი. პირველ ნაწილში კი გეთანხმები და გაგრძელებისთვის გმადლობ! :*
სუკუბუს, ალბათ, ყველას თავისი განმარტება აქვს :) გააჩნია, ვისგან გაინტერესებს პასუხი :) ან, იქნებ, რიტორიკული შეკითხვაა :) თუმცა, არსებობს საზოგადოდ ცნობილი კრიტერიუმებიც ლექსის შეფასების...
ლელ, ძალიან არ მინდა, რომ აქ ავტორისადმი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით აფასებდნენ ნაწერებს, როგორც ადრეც ხშირად ხდებოდა. ამიტომაც წავშალე ადრე განთავსებული ლექსები, რომ ვინც არ მიცნობს, არ გადახედოს მანამდე რა იყო და კონკრეტულ ლექსზე დაწეროს თავის აზრი. პირველ ნაწილში კი გეთანხმები და გაგრძელებისთვის გმადლობ! :*
11. ყველა ლექსი ერთნაირი სიძლიერის ვერ გამოუვა ვერცერთ ავტორს და თუ ვინმე დაიტრაბახებს . ტყუილი იქნება :) მაგრამ თეას ძალიანაც რომ უნდოდეს ცუდ ლექსს ვეღარ დაწერს... ლექსი სისხლში აქვს გამჯდარი და იმიტომ.... :-* 5 ყველა ლექსი ერთნაირი სიძლიერის ვერ გამოუვა ვერცერთ ავტორს და თუ ვინმე დაიტრაბახებს . ტყუილი იქნება :) მაგრამ თეას ძალიანაც რომ უნდოდეს ცუდ ლექსს ვეღარ დაწერს... ლექსი სისხლში აქვს გამჯდარი და იმიტომ.... :-* 5
10. ისე, ლექსს განმარტება აქვს ? როგორია ლექსი? ისე, ლექსს განმარტება აქვს ? როგორია ლექსი?
9. ჯონათან... :)
ჭ უ რ ი პ ი რ , მ ო მ ი ტ ე ვ ე ბ ი ა ! :))
ჯონათან... :)
ჭ უ რ ი პ ი რ , მ ო მ ი ტ ე ვ ე ბ ი ა ! :))
8. ეს ნაწერი კიდევ უფრო ვიწრო ზოლად რომ ჩამოიწეროს, სულ ასო-ასო, ლექსი ვერ გახდება და მეც მომიტევეთ :) ეს ნაწერი კიდევ უფრო ვიწრო ზოლად რომ ჩამოიწეროს, სულ ასო-ასო, ლექსი ვერ გახდება და მეც მომიტევეთ :)
7. იყოს თუნდაც ბანალური, საკმაოდ სასიამოვნოდ კი იკითხება და... :)
იყოს თუნდაც ბანალური, საკმაოდ სასიამოვნოდ კი იკითხება და... :)
6. კარგია და საინტერესო. მსუბუქი და ღრმა +++ კარგია და საინტერესო. მსუბუქი და ღრმა +++
5. ნემეზიდა, გმადლობთ! სუკუბუს, რა საოცარი კომენტარია... :)
ნემეზიდა, გმადლობთ! სუკუბუს, რა საოცარი კომენტარია... :)
4. სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
მე სიმბოლურად მეჩვენა რომ ლექსი ხერხემალივითაა დაწერილი, ასო-ასო, სიტყვა-სიტყვა ჩამოყოლილი თქვენს მალებზე და სხეულზე კანივით გადაბურძგვლილი და თითოეული ხორკლიდან გამოსული სულის ნაწყვეტები, ერთიანად რომ ქარად იქცევა და თქვენს შიგნით არსებულ ცას ტოვებს ერთი ღრუბლის ამარა... სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
მე სიმბოლურად მეჩვენა რომ ლექსი ხერხემალივითაა დაწერილი, ასო-ასო, სიტყვა-სიტყვა ჩამოყოლილი თქვენს მალებზე და სხეულზე კანივით გადაბურძგვლილი და თითოეული ხორკლიდან გამოსული სულის ნაწყვეტები, ერთიანად რომ ქარად იქცევა და თქვენს შიგნით არსებულ ცას ტოვებს ერთი ღრუბლის ამარა...
3. გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე......ეს გამოვარჩიე.მომეწონა + + გართულდება აწი უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე......ეს გამოვარჩიე.მომეწონა + +
2. პირიქით, ამ ლექსს მიუტევეთ, რომ ასე ამაოდ წაგაკითხათ თავი, თან რამდენჯერმე :))
პირიქით, ამ ლექსს მიუტევეთ, რომ ასე ამაოდ წაგაკითხათ თავი, თან რამდენჯერმე :))
1. რამდენჯერმე წავიკითხე ყურადღებით, რადგან პირველი წაკითხვის შემდეგ ამ კომენტარის დაწერა გადავწყვიტე. ჩემი აზრით, საერთოდ არანაირი ღირებულება არ გააჩნია ამ ტექსტს, ვერაფერი დავიჭირე ისეთი, რომ ჩავჭიდებოდი, სიამოვნება მეგრძნო, აღვეფრთოვანებინე, მეფიქრა :"ვახ ეს რა კარგად უთქვამს". მოკლედ, ჩემთვის ბანალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც იგივე რეაქცია ექნება. მომიტევეთ. რამდენჯერმე წავიკითხე ყურადღებით, რადგან პირველი წაკითხვის შემდეგ ამ კომენტარის დაწერა გადავწყვიტე. ჩემი აზრით, საერთოდ არანაირი ღირებულება არ გააჩნია ამ ტექსტს, ვერაფერი დავიჭირე ისეთი, რომ ჩავჭიდებოდი, სიამოვნება მეგრძნო, აღვეფრთოვანებინე, მეფიქრა :"ვახ ეს რა კარგად უთქვამს". მოკლედ, ჩემთვის ბანალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც იგივე რეაქცია ექნება. მომიტევეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|