 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 29 ნოემბერი, 2008 |
იმ ცხოვრებაში შუა ქალაქში აღმართული კოშკების თვალწინ ჯერ ნაწნავები მომაკვეცეს, მერე კი - დამწვეს. ელამი თვალით მიყურებდა ინკვიზიტორი, დუმდნენ ბოშები, ქალბატონები იჩრდილავდნენ ფერმკრთალ სახეებს... გვიან გავიგე, - დასავლეთის ქარმა მიამბო, - არავინ შერჩა თურმე კოცონს ჩანავლებამდე, - ინკვიზიტორმაც კი გაითბო ბებერი ძვლები...
შენ ვერ გიშველე, დავიწვი და ვეღარ გიშველე, - ცივ მარგალიტად შეგაბნიე ღამის სიჩუმეს.
იმ ცხოვრებიდან... "სალამბოსთვის"... მხოლოდ და მხოლოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|