ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2014


ომი - გამიწიერება

როცა პირველად დაიწყო ომი,
გაჩნდა მიწაზე თავღია ორმოც.
რუხი სხივების აკვარიუმი
იტევდა ყველა ქალს ბავშვს და მოხუცს...

და ყოველ ორმო-სახლში
მინიმუმ ორ მოსახლეს,
ბიბლია ედო მუხლებზე...
წერდნენ აღსარებას,
ნომრავდნენ... ხვდებოდნენ,
რატომ უმუხთლათ მზემ...

კითხულობდნენ სახარებას
და ბავშვებს წარსულს ახარბებდნენ:
,,იყო შაშვი მგალობელი,
ღმერთი -ჩვენი მწყალობელი...“

უყვებოდა მერე შვილებს დედა,
როგორ ისხდნენ ის და მამა ცაზე
(ღამით, როცა ზღვას ნავიდან ხედავ)...
უყვებოდა მის სიმამაცეზეც...

თქვა, რომ ღმერთთან უკვე იყვნენ მაშინ,
(ალბათ მალე ისევ
მოუწევდათ...)
ჰო, ამქვეყნად უგალობდათ შაშვიც,
და რომ ღმერთსაც სტუმრობდნენ
ამქვეყნად!...

***
მაგრამ რადგანაც
დაიწყო ომი,
-ხალხმა ახალი სამყარო შექმნა,
აქ მეოთხე დღეს გამრავლდა ტყვია.
( არა ქვირითი...)
და გაიჟღერა ახალმა სიტყვამ:
ღმერთი არს ჩვენთან!...
ღმერთი არს ჩვენთან!...

და ყველაფერი დაიწყო პირიქით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები