 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2014 |
აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს, ყვავილობს ია და თვით იასამანი, სამოთხის კარები ნელ–ნელა იღება, ნელ –ნელა იხსნება პოეტის სამარე,
სივრცეში გაფანტულ აზრების ტირაჟებს, აგროვებს ფაქიზად,ვითომ და განძია, ყველა გაზაფხული ეს არის მირაჟი, პოეტის წამწამებს ცრემლებით ამძიმებს,
უდუღებს სისხლსა და უდუღებს გონებას, ანდომებს,ლექსები დაწეროს,დახიოს, თავისუფლდებიან ხანდახან მონებიც, ზოგჯერ კი მონობა მართლაც რომ ახია...
პოეტი ცდილობს, რომ ზეცაც კი დახიოს, პოეტი ცდილობს,რომ ისწავლოს გალობა, ვერ ნახავ პოეტში ყალბსა და მსახიობს, ვერ ნახავ პოეტი ითხოვდეს წყალობას.
აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს, ყვავილობს ია და თვით იასამანი, სამოთხის კარები ნელ–ნელა იღება, ნელ –ნელა იხსნება პოეტის სამარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. იმდენად კარგი ლექსია სურვილი გამიჩნდა შენი ყველა ნაწერი წამეკითხა. ფერებიც გასაგებია,ხასიათიც,ნიჭიც. +5 ჯიგარი ხარ ! იმდენად კარგი ლექსია სურვილი გამიჩნდა შენი ყველა ნაწერი წამეკითხა. ფერებიც გასაგებია,ხასიათიც,ნიჭიც. +5 ჯიგარი ხარ !
10. კოკრისფერი რა ფერია ? მემგონი რომ არანაირი ფერი არარის. კოკრისფერი რა ფერია ? მემგონი რომ არანაირი ფერი არარის.
9. არსად არ არის ნახსენბნნებიო და არცერთ ლიტერატურაში ტუ გადმოცემაში სამოთხე კარებით თყუ კარებებით ნახსენებიო ასე განმიმარტეს მე რო დავწერე ანალოგიურად :D
არსად არ არის ნახსენბნნებიო და არცერთ ლიტერატურაში ტუ გადმოცემაში სამოთხე კარებით თყუ კარებებით ნახსენებიო ასე განმიმარტეს მე რო დავწერე ანალოგიურად :D
8. იქნებ რამოდენიმე კარი აქვს სამოთხეს ბატონო დავით, რა იცით ;) )))) იქნებ რამოდენიმე კარი აქვს სამოთხეს ბატონო დავით, რა იცით ;) ))))
7. სამოთხის კარები არა,სამოთხის კარი არის სწორი ასე ვფიქრობ მე სამოთხის კარები არა,სამოთხის კარი არის სწორი ასე ვფიქრობ მე
6. სამოტხის კარები ნელ-ნელა იღება ნელ-ნელა იხსნება პოეტის სამარე! ++ სამოტხის კარები ნელ-ნელა იღება ნელ-ნელა იხსნება პოეტის სამარე! ++
4. პოეტი გალაქტიონის წერილი მაქვს წაკითხული, პალტოს ითხოვს... მე რაღაცნაირად ეს ,,თვით იასამანი" ც არ მომწონს პოეტი გალაქტიონის წერილი მაქვს წაკითხული, პალტოს ითხოვს... მე რაღაცნაირად ეს ,,თვით იასამანი" ც არ მომწონს
3. კოკრისფერი -მგონი შესაცვლელია... წარმატებები+
კოკრისფერი -მგონი შესაცვლელია... წარმატებები+
2. აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს,
რა ვიცი, მგონი არასწორი გამოთქმაა. ზოგადად "კოკრისფერი" არ არსებობს ალბათ. აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს,
რა ვიცი, მგონი არასწორი გამოთქმაა. ზოგადად "კოკრისფერი" არ არსებობს ალბათ.
1. სტაბილურად კარგი ++ სტაბილურად კარგი ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|