ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


სიმდიდრე ჯვარად გადმოსული

        სიმდიდრე ჯვარად გადმოსული

რამდენი სიმდიდრე დაუკარგავს
უბრალოდ მომკვდავს და არ დაქცეულა!
სილაც აუკრიათ, ფულიც წაუღიათ,
ფეხიც დაუდგიათ არ წაქცეულა!

მაგრამ როდესაც სამშობლო გაუყვიათ,
მიწა-მამული სიბილწით აუკლიათ,
მაშინ კი უყვირია ,,ღმერთო გვიშველეო!”
მახვილიც აუღია და სულიც გაუღია...

,,ღმერთო გვიშველეო, ღმერთო გვიშველეო!”-
უფალსაც გაუგია და ხელი დაუკრია,
მზე ისრად გაუთლია, ღრუბლები გაუყრია,
გრიგალით, ქარტეხილით სამყარო აუკლია.

ნათელი სხივთა კონით ისეთი დაუკრავს,
ქვესკნელი შენგრეულა, ბნელეთი შერყეულა,                                                                                                                              ღვთის მადლი წამოსულა და                                                                                                                                                        ჩვენს ალაგს შეწეულა...

სწორედ იმ ალაგზე, ვითარცა საფიცარი,
ვაზი ამოსულა, ხალხი გამოსულა,
უნახავთ სასწაული ჯვარად გადმოსული,
მუხლი მოუყრიათ და ყველას შეუგრძვნია
სიმდიდრე ცად მოსული!!!!!!!

      გადავრჩით!        თბილისი 2008 წელი 11 აგვისტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები