ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2014


  ჩამოტვირთვა

== შეძლებისა...==

მე შემიძლია წარმოვიდგინო,
როგორ ყვავილდებიან შენი ხელები -
როცა მიხუტებ.
მე შემიძლია დავიმახსოვრო სეისმურად აქტიური
შენი გული- ჩემს ყურთან ახლოს.
მე შემეძლო ჩამესუნთქა შენი კანიდან.

მე შემეძლო არ შემემჩნია, ნელი-ნელ როგორ გასცვივდა
ფოთლები შენს აყვავებულ მკლავებს;
როგორ ჩაქრა ვულკანი მკერდთან.

მე შევიმჩნიე...

ახლა კი, ნეტავ, შემაძლებინა დავიმართო
სმენის, ხედვის...სხვა შეგრძნებების
ამნეზია.
შევიძლო  ძებნა ახალი გზების
და შეძლებების,
ან წყალი ვუსხა შენს „გამხმარ“ მკლავებს.
იქნებ და...კიდევ გაიკვირტნონ...
იქნებ... გაცოცხლდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები