 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2014 |
აღსდექ, უფალო, გაიჟღინთა ცრემლებით მიწა, ძუძუ გაუშრათ ქალებს, ლამაზებს, ვაჟებმა ჭამეს თავისი ხორცი, სამშობლოდან გადაკარგულებს ბედი სწვევიათ, აუკიდიათ მძიმე ტვირთად ზარზმა და ოშკი. აღსდექ, უფალო, შვილნი შენნი სავსე ვართ ცოდვით, ალბათ ამიტომ პატარაა ქართული მიწა, ბეღურებივით არ გვინდა რომ გავფრინდეთ შორით, მაგრამ ზამთარი გვეპარება, გავუძლებთ ყინვას?! წინაპრებს ჩვენსას გაუშლიათ ზეცაში სუფრა, ჩვენ ერთგულების ჩაგვიცვია ჩოხა, სამოსი, გული კი ჩვენი ჩამოსცმია დაჟანგულ რკინას, აღსდექ, უფალო, კვლავ შეგვმოსე რწმენის სამოსლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამდენიც არ უნდა იაროთ ეკლესიაში ამდენიც არ უნდა იაროთ ეკლესიაში
2. აპოკალიპტური რეფ ლექსები აპოკალიპტური რეფ ლექსები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|