1 . მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით, შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები, ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.
რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს, ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს... ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე, წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.
ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს, იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.
მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე, თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც'' ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.
დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს, ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით, ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს, სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.
და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით, რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე, ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები, და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.
2.
მე ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ, დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად, უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.
ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს, წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად, ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს, ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.
წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს საგრადა გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან, ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.
გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა, მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა, ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა, მელანქოლიურად ვიქეცი, ამინდად.
ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა, სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა, შენგან განსხვავებით ჩემში ვერ მოხერხდა უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.
და ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ, ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად, მერე, - მთვარეულმა, გაგცვალე ლექსებზე.
3. ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა, ბაგეთა სიშიშვლეს ვერაფრით ვიოკებ, სიცოცხლე იმ დიდი ვნებისაც დამთავრდა, თავის დაკარგვამდე ბგერა ზრდის იოგებს.
ვყოვნდები. რამდენი დამრჩა უსათუოდ სათქმელი. და მაინც წასვლა ვამჯობინე... ბორგავს დედამიწა - საბრალო სასტუმრო ცოდვების. ბოლოჯერ ვაცილებ ჯებირებს
სულს. თან მსდევს სახეზე ორმაგი პროფილი, უკან კი ქუჩაა დამყოლი ქალივით ფეხქვეშგაგებული. სიგიჟე ყოფილა ეძებო, იმის რომ გიყვარდა, ალიბი.
ნაკლი გაქვს შენც, ალბათ, ოდენა იოტის, მე თვალებს ლოდინის დოზებით ვაოსებ, თან ვხატავ სტრიქონებს მოდურს და პოეტურს, აქ ყველა პაუზას შორის ქაოსია.
მოღოღავს ტრამვაი, მართკუთხა სიკვდილი, ქალაქის არც ისე ქარიან ამინდში, და ახლა საშინლად მჭირდება სიმშვიდე, პირიქით,- აღარ მსურს სიმშვიდე, გამიშვი.
ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა... ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით, მომყვება ლექსებში ნებითად საგრადა, იქნება ეს წასვლა ყველაზე ნამდვილი.
4.
ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ, გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ, და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.
მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს, მის ქვეშ მოღრუბლისფრო ღმუიან ბელტები, ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს შაგრადა, მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.
რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს, ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი, იმ დღიდან, როდესაც გიხილე... კაეშნით,
ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის, არაცნობიერი ღვივდება ლანდები, გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის, ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.
ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე, სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს, რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე, ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.
ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა, ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს. ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს.
5.
რა ჩიქორთული გზით ვიარე აქამდე, ფინალი ხომ ბევრად რთულია ყოველთვის, აღარ ვთვლი კედლებზე მოფანტულ ნაქარგებს, რომლებსაც მომავლის საბაბად ვტოვებდი.
ქარია. შენ ალბათ დუმილსაც იზუთხავ, ითვისებ ვერთქმული ბგერების მანერებს, და სულში ისეა გამჯდარი ცის სუნთქვა, ცხადად გრძნობ, თუ როგორ გეწვება ნერვები.
ყველა უიმედო ნატვრა თან ტრავმაა, იქნებ, ამაშია მთავარი მაგია, სიკვდილის სუნი აქვს რელსებზე ტრამვაის, სიმშვიდისმომგვრელი წამების მაგივრად.
სხეულიც ქაოტურ ნაბიჯით დავძარი, მე მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია, დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი- განსხეულებული გრძნობების არქივი.
გათავდა საშენო სიტყვების მარაგი, მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს, სავსეა გარემო, ახლოა არავინ, მიუღწევადია თავს ზემოთ აფრენა.
სახლობს მყუდროება ლოდინის დასასრულს, ლამპიონები კი, აქა-იქ მეწამულ ფერებით ნუსხავენ შუქ-ჩრდილებს ფატალურს... გაუდის ნახატი ქუჩებით მე წავალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. დიდი მადლობა, სანზონელო. საინტერესო შეფასებაა :))
დიდი მადლობა, სანზონელო. საინტერესო შეფასებაა :))
22. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. ..........2 მოწეული ნაყოფივით არის შენი პოეზია....=)))) ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. ..........2 მოწეული ნაყოფივით არის შენი პოეზია....=))))
21. არ მიფიქირია მაგაზე. პირველი რამდენიმე თვით ადრე დაიწერა, დანარჩენები უფრო მიჰყვა მერე ერთმანეთს. გმადლობ, მაგდალინა. ასევე წარმატებები!
არ მიფიქირია მაგაზე. პირველი რამდენიმე თვით ადრე დაიწერა, დანარჩენები უფრო მიჰყვა მერე ერთმანეთს. გმადლობ, მაგდალინა. ასევე წარმატებები!
20. "მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს"__წარმოვიდგინე ეს სურათი ახლა.
თავიდან თითქოს სიჩქარის აკრეფასავით დაგჭირდა პირველი თავი, ასე მომეჩვენა. წარმატებები, თეა! "მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს"__წარმოვიდგინე ეს სურათი ახლა.
თავიდან თითქოს სიჩქარის აკრეფასავით დაგჭირდა პირველი თავი, ასე მომეჩვენა. წარმატებები, თეა!
19. უღრმესი მადლობა, ქალბატონო მზისო, ბატონო ელდარ, ქალბატონო ნანა! ძალიან გამახარა თქვენგან ასეთმა შეფასებებმა...
"გაბრუებული" ზუსტად ისაა, რაც ამის წერისას ვიყავი :)) - თავბრუდახვეული.
უღრმესი მადლობა, ქალბატონო მზისო, ბატონო ელდარ, ქალბატონო ნანა! ძალიან გამახარა თქვენგან ასეთმა შეფასებებმა...
"გაბრუებული" ზუსტად ისაა, რაც ამის წერისას ვიყავი :)) - თავბრუდახვეული.
18. "სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა..."
"ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,"
ბევრი ლამაზი სახეა ლექსში და საოცარი მუსიკა მისდევს... კითხულობ...მიყვები...თითქოს ერთსადაიმავეს იმეორებს ავტორი, მაგრამ გსიამოვნებს მაინც და მუსიკას ვერ წყდები...ის კიარა, არც გინდა რომ დამთავრდეს...:) შატილიონს უფრო ლამაზად უთქვამს ლექსიდან გამოყოლილ განცდაზე...:) მეც ვეთანხმები... და საერთოდ საოცარი რამაა პოეზია, ზოგჯერ არცკი იცი რატომ მოგწონს და გსიამოვნებს...:-* 555
"სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა..."
"ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,"
ბევრი ლამაზი სახეა ლექსში და საოცარი მუსიკა მისდევს... კითხულობ...მიყვები...თითქოს ერთსადაიმავეს იმეორებს ავტორი, მაგრამ გსიამოვნებს მაინც და მუსიკას ვერ წყდები...ის კიარა, არც გინდა რომ დამთავრდეს...:) შატილიონს უფრო ლამაზად უთქვამს ლექსიდან გამოყოლილ განცდაზე...:) მეც ვეთანხმები... და საერთოდ საოცარი რამაა პოეზია, ზოგჯერ არცკი იცი რატომ მოგწონს და გსიამოვნებს...:-* 555
17. ისეთი განცდა მაქვს, გაზაფხულზე, ქარიან ამინდში, ყვავილი რომ გასდის აყვავებულ ხილნარს, ქარი სახეში გაყრის და სუნთქვა გეკვრის! ისეთი განცდა მაქვს, გაზაფხულზე, ქარიან ამინდში, ყვავილი რომ გასდის აყვავებულ ხილნარს, ქარი სახეში გაყრის და სუნთქვა გეკვრის!
16. საოცარი ლექსებია, გაბრუებული ვარ შთაბეჭდილებებით!
++++++++++55555555555555 საოცარი ლექსებია, გაბრუებული ვარ შთაბეჭდილებებით!
++++++++++55555555555555
15. სულ მქონდა შეგრძნება, რომ თეაში იყო რაღაც კატალონიური და აჰაა! სულ მქონდა შეგრძნება, რომ თეაში იყო რაღაც კატალონიური და აჰაა!
14. გაიხარე, ჯონათან. ჰო, ასე შორიდან ვეტრფი და ვერ ვმალავ :))
გაიხარე, ჯონათან. ჰო, ასე შორიდან ვეტრფი და ვერ ვმალავ :))
13. ტრამვაის წკრიალი ისმოდა ყველა ლექსიდან- ზოგან ავბედითი, ზოგან-სევდიანი, მშვიდიც...
მსმენია თეას და ესპანეთის სიყვარულის თაობაზე :)
ტრამვაის წკრიალი ისმოდა ყველა ლექსიდან- ზოგან ავბედითი, ზოგან-სევდიანი, მშვიდიც...
მსმენია თეას და ესპანეთის სიყვარულის თაობაზე :)
12. მადლობა ყველას, ვისაც არ დაგეზარათ წაკითხვა :)) მესამეს რაც შეეხება, თავის დროზე, მეგონა, რომ მანდ წერტილი დავსვი, მაგრამ მერე ისე გაგრძელდა, შემეშინდა, უსასრულოდ არ გაგრძელებულიყო :))) ლექსი, თორემ განწყობა სულ მეორდება... გმადლობთ, კიდევ ერთხელ!
მადლობა ყველას, ვისაც არ დაგეზარათ წაკითხვა :)) მესამეს რაც შეეხება, თავის დროზე, მეგონა, რომ მანდ წერტილი დავსვი, მაგრამ მერე ისე გაგრძელდა, შემეშინდა, უსასრულოდ არ გაგრძელებულიყო :))) ლექსი, თორემ განწყობა სულ მეორდება... გმადლობთ, კიდევ ერთხელ!
10. საოცარია! ასეთ რამეებს, ზურგის ტვინით განცდილებს ვეძახი, სასწაულად მომეწონა! :) როგორ გამოვარჩიო, მაგრამ მესამე რა ძალიან მაგარია, ბ რ ა ვ ო!!! საოცარია! ასეთ რამეებს, ზურგის ტვინით განცდილებს ვეძახი, სასწაულად მომეწონა! :) როგორ გამოვარჩიო, მაგრამ მესამე რა ძალიან მაგარია, ბ რ ა ვ ო!!!
9. ბრავო, თეა! ხუთივე ერთნაირი სიძლიერის, კარგი მეტაფორული აზროვნებით, საინტერესო შინაარსით, შესაფერისი რიტმით, მშვენივრად მოგირგიათ ამ შინაარსზე რითმის შესაფერისი "სამოსიც"... დიდ ხელოვნებასთან მიახლოვება მოაზროვნე ადამიანს შემოქმედებითად ზრდისო, -უთქვამს ერთ მოაზროვნეს, ვგონებ, აქ ეს შემთხვევაა...
"ბორგავს დედამიწა - საბრალო სასტუმრო ცოდვების." - ჩემთვის "ტოპ-ფრაზა"!!! ბრავო, თეა! ხუთივე ერთნაირი სიძლიერის, კარგი მეტაფორული აზროვნებით, საინტერესო შინაარსით, შესაფერისი რიტმით, მშვენივრად მოგირგიათ ამ შინაარსზე რითმის შესაფერისი "სამოსიც"... დიდ ხელოვნებასთან მიახლოვება მოაზროვნე ადამიანს შემოქმედებითად ზრდისო, -უთქვამს ერთ მოაზროვნეს, ვგონებ, აქ ეს შემთხვევაა...
"ბორგავს დედამიწა - საბრალო სასტუმრო ცოდვების." - ჩემთვის "ტოპ-ფრაზა"!!!
8. მახსოვს თე :) ქალურები და თან ძლიერ მუხტიანები :* მახსოვს თე :) ქალურები და თან ძლიერ მუხტიანები :*
7. გმადლობ, თამარ! უნდა ვამყოფინო თითოს თითო ქულა. სხვა რა გზაა :))
გმადლობ, თამარ! უნდა ვამყოფინო თითოს თითო ქულა. სხვა რა გზაა :))
6. თეა, საოცრად ლამაზი ლექსებია... მაგრამ ვინ - ვინ და... შენ მაინც შეგვიბრალე, ხუთი ლექსი რომ დაგვიდე ერთად, რომელი შევაფასოთ? კარგია, ყველა ლექსი ერთნაირად ძლიერი და კარგია, თორემ ხომ დაგვაბნევდა შეფასება ბრინჯის მარცვალივით? 5 + 5 + 5 + 5 + 5 = 5... სამწუხაროდ, მხოლოდ 5 !!! აი, ასეთი საშინელი მათემატიკა გამოგვდის... :))))))))))))) თეა, საოცრად ლამაზი ლექსებია... მაგრამ ვინ - ვინ და... შენ მაინც შეგვიბრალე, ხუთი ლექსი რომ დაგვიდე ერთად, რომელი შევაფასოთ? კარგია, ყველა ლექსი ერთნაირად ძლიერი და კარგია, თორემ ხომ დაგვაბნევდა შეფასება ბრინჯის მარცვალივით? 5 + 5 + 5 + 5 + 5 = 5... სამწუხაროდ, მხოლოდ 5 !!! აი, ასეთი საშინელი მათემატიკა გამოგვდის... :)))))))))))))
5. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, ეს ლექსია თუ ლექსები, რადგან რამდენიმე კვირის ან თვის შუალედით დაიწერა. ემოციას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ვერც მე მოვწყდი (ვერ ვწყდები) და ამიტომაც გამოვიდა ამდენი თუ ამხელა :)))
წაკითხვისა და კომენტარებისთვის გმადლობთ, ლუიმერპა და ჯანო...
სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, ეს ლექსია თუ ლექსები, რადგან რამდენიმე კვირის ან თვის შუალედით დაიწერა. ემოციას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ვერც მე მოვწყდი (ვერ ვწყდები) და ამიტომაც გამოვიდა ამდენი თუ ამხელა :)))
წაკითხვისა და კომენტარებისთვის გმადლობთ, ლუიმერპა და ჯანო...
4. ემოციური, დახვეწილი... ბრავო ++ ემოციური, დახვეწილი... ბრავო ++
3. ძალიან მომეწონა, იმხელა ემოციით ამავსო ვერ მოვწყდი ლექსს და საოცრად მეახლობლა რაღაც :)) წარმატებები ++ ძალიან მომეწონა, იმხელა ემოციით ამავსო ვერ მოვწყდი ლექსს და საოცრად მეახლობლა რაღაც :)) წარმატებები ++
2. უღრმესი მადლობა, ქალბატონო. მიხარია, ასე რომ დაინახეთ...
უღრმესი მადლობა, ქალბატონო. მიხარია, ასე რომ დაინახეთ...
1. პირველი ის,რომ ეს ამხელა ლექსი ერთი სუნთქვით,დაუბრკოლებლად წავიკითხე.მეორეც,ძალიან რიტმულია და და სასიამოვნოდ წასაკითხი...და მესამეც-აქ ამ დიდი ხელოვანის მთელი სული და ცხოვრებაა დანახული.რომ შემეძლოს,დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი ესპანურად და ესპანელებს ,,ვაჩუქებდი”_არა მგონია,თვით ეროვნებით ესპანელსაც მიეძღვნა მისთვის ასეთი გულწრფელი რამ.
,,ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ, გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ, და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.” კარგია ძალიან და წარმატებები თეას!+++++++++++++++ პირველი ის,რომ ეს ამხელა ლექსი ერთი სუნთქვით,დაუბრკოლებლად წავიკითხე.მეორეც,ძალიან რიტმულია და და სასიამოვნოდ წასაკითხი...და მესამეც-აქ ამ დიდი ხელოვანის მთელი სული და ცხოვრებაა დანახული.რომ შემეძლოს,დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი ესპანურად და ესპანელებს ,,ვაჩუქებდი”_არა მგონია,თვით ეროვნებით ესპანელსაც მიეძღვნა მისთვის ასეთი გულწრფელი რამ.
,,ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ, გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ, და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.” კარგია ძალიან და წარმატებები თეას!+++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|