ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2014


  ჩამოტვირთვა

== ცის ფირი ==

თუ წვიმის ყოველი წვეთი –
მუსიკის უსახელო ნოტია,
ესე იგი, ცოტაც და ... გარეთ,
გაზაფხულის უსახელო სიმფონია
დაიწყებს გრგვინვას.
დაიწერება მინის მჭვირვალ  ზედაპირზე.
...ძველისძველი ცა – ძველისძველი ფირსაკრავი.
ძნელია წვიმდეს...და ითმენდე წუთებს,
რომლებშიც
აღარ ითქმის:  "ჩვენი ამინდი".
ფანჯარასთანაც აღარ მივალ,
არ მინდა, ელვამ
გამაშეშოს სარკმლის ჩარჩოში
და დაიტოვოს სამახსოვროდ
სურათი ქალის, რომელსაც სცივა.
გადღაბნილი პროფილი ქალის.
ძველისძველი ცა –
ძველისძველი ფირის საკრავი.


(ძველი და რესტავრირებული)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები