 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 25 აპრილი, 2014 |
სცენა წარმოადგენს ტიპიურ სამ ოთახიან ჩეხური პროექტის ბინას. ფანჯრიდან ისმის სპეციფიური ხმაური, რაც ცალსახად და ქვეცნობიერად მიგვანიშნებს იმაზე რომ მოქმედება გლდანის რომელიღაცა მიკრო-რაიონში ხდება და არა საბურთალოზე, თუმცა ყველგან ოკუპირებულია ჩამოსულებით ქალაქი. ხმაური ძლიერდება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მოსაღამოვდა, მთელი დასავლეთ საქართველო ახლა სხვადასხვა მარკის და წლების ოპელებით მიემართება სახლებისკენ რომ დილიდან ისევ იგივე გზა გაიმეორონ. რამეთუ სადღეისოდ მხოლოდ თბილისშია სამუშაო ადგილები.. თუმცა ეს მხოლოდ ლირიკული გადახვევა იყო და არა ამ დრამატურგიული შედევრის თემა! ეს ისე, უბრალოდ რეალობა ავღნიშნეთ.მეტი არაფერი. მაშ ასე , გლდანი, ჩეხური სამ ოთახიანი ბინა. სცენაზე ქალბატონი შემოდის, შეწუხებული სახე აქვს .რეკავს. --ალო....ეს ელიავას ბაზრობაა?.. სერგო მინდოდა....მოსაფსმელად გავიდა?..მალე მოვა?...ჰო, მტკვარი ახლოა, გასაგებია...ისა და....უნიტაზი გაიჭედა, ჰო....ახლავე მისამართს ჩაგაწერინებთ.... ქალბატონი წყნარდება, ყავას იმზადებს , სერიალს უყურებს და ამასობაში... ზრრრ...ზრ, ზრ, ზრრრ.... ისმის ზარის ხმა. ქალბატონი დგება, გადის საწოლ ოთახში, აღებს კომოდს , არჩევს ტრუსიკს, მერე სუნავს და იცვლის....კაბას ჩამოიწევს , გარბის კარისკენ კარი იღება..შემოდის სერგო, სახე ისეთი მშვიდი აქვს, როგორც ძროხას ინდოეთში. ქალი ხმას იწვრილებს. ---სერგო, უნიტაზი გაიჭედა....დავიტანჯეთ..... სერგო უხეშად აწყვეტინებს: ---მაშ რა იქნებოდა, ცავატანემ!....რაც თქვენა ჭამთ და ..... -- მერე ჩუმდება---- ვნახამ.გამოვიცვლი და ეგრევე. პროცედურა დიდხანს გრძელდება...კადრს მიღმა ხმა ისმის...ვიღაც ბოხი ხმით ტექსტს კითხულობს: ""......და დიდხანს ხმაურობდა უნიტაზი, დიდხანს ებრძოდა ფეკალურ მასებს და ომახიანად ბუყბუყებდა...მაგრამ აი, მოვიდა სერგო, დაუმორჩილებელ უნიტაზთა რისხვა!...."" სერგო შევიდა ტუალეტში, ქალიც შეყვა და დიდხანს უხსნიდა დაჩოქილ ხელოსანს თუ რა საშინელებაა როცა უნიტაზი ჯიუტობს...სერგომ ინსტრუმენტები ამოალაგა და დაიწყო ჭიდილი, ადამიანისა და უნიტაზისა. სანამ სერგო მუშაობდა, ქალი რამდენიმეჯერ გავიდა , უფრო მოკლე კაბა ჩაიცვა და ლამის გადააჯდა თავზე, თან ამ დარგში გაუცნობიერებული ადამიანის სტილში სასაცილო მითითებებს აძლევდა, ხან სერიალს უყვებოდა, ხანაც რა ძნელიაო, როცა ქმარი მივლინებაში იკარგებაო თვეობით....ამ დროს ის გაწამებულ და დაუკმაყოფილებელ ქალს თამაშობდა, ხელებს ზემოთ წევდა და ოხრავდა...სერგო იღიმებოდა და მუშაობდა...მუშაობდა
პირველი მოქმედების დასასრული
...........................................................................................................................................................................................................
...................................................................................................................................................................................................... მეორე მოქმედება
სცენა ბნელდება.....იქმნება შთაბეჭდილება რომ ჩვენ (თეატრთან ერთად) ვცხოვრობთ ირანში. თუმცა ისმის ხმები "მოდი ჩემო გიჟო" "რა კარგია" უფრო ღრმად" ....რაც თავისთავად სასიამოვნოა, რადგან იმედი ჩნდება რომ შემდეგ ათასწლეულში მაინც შევალთ ევროპაში.... შემდეგ ხმები ნელ-ნელა ქრება.......სცენა ნათდება და რას ვხედავთ?...აბა რას?...რას და ისევ იგივეს, ტიპიურ ჩეხური პროექტის ბინას, სადაც ფარსი, რეალობა, ტრაგედია, კომედია და ფანტასტიკა შეზელილია ერთმანეთში.... ............................................................................................................................................................................................. შემდეგ ბრუნდება ქმარი, ( რომელიც სცენარის მიხედვით ასე ადრე არ უნდა დაბრუნებულიყო!) ამ სცენას ჩვენ შეგნებულად გამოვტოვებთ, რადგან ბევრია სისხლი, გინება, დამტვრეული ავეჯი, ძვლები და მინები...წესით , ეს ტრაგედია არ უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ რა დალევს ბოროტ ხალხს ამ ქვეყანაზე!... მივლინება გადაიდო, რადგან ქმრის სამსახურში ტენდერის პირობები დაირღვა.....ამიტომ ის უკან გამოიწვიეს..კომპანიამ ზარალი ნახა, ქმარმა სწრაფად ჩაალაგა ნივთები უკვე აღებულ სასტუმროში და უკან გამოიქცა რომ ცოლს ჩახუტებოდა....სადაა სამართალი, სად?...რატომ ირღვევა ტენდერმოგებული კომპანიების უფლებები?.. .............................................................................................................................................
აი, როგორ იმოქმედა პოლიტიკამ პირად ცხოვრებაზე....
ს.ნ. 2014.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სერგეიერთობა როგორც ეტყობა...:) გართობის უცნაური ფორმა კი აურჩევია... სერგეიერთობა როგორც ეტყობა...:) გართობის უცნაური ფორმა კი აურჩევია...
6. სერგეიერთობა როგორც ეტყობა...:) სერგეიერთობა როგორც ეტყობა...:)
5. ოხ რა ხარ შენ სერგო:D:D:D;კარგად კი ვიხალისე:D:D:D
კარი იღება..შემოდის სერგო, სახე ისეთი მშვიდი აქვს, როგორც ძროხას ინდოეთში.
დაგა5+++ არტემ დამოგიკითხა:D:D:D; აი, როგორ იმოქმედა პოლიტიკამ პირად ცხოვრებაზე.... აბაბაბაბაბაბ:) ოხ რა ხარ შენ სერგო:D:D:D;კარგად კი ვიხალისე:D:D:D
კარი იღება..შემოდის სერგო, სახე ისეთი მშვიდი აქვს, როგორც ძროხას ინდოეთში.
დაგა5+++ არტემ დამოგიკითხა:D:D:D; აი, როგორ იმოქმედა პოლიტიკამ პირად ცხოვრებაზე.... აბაბაბაბაბაბ:)
4. კარგად ვიხალისე, ავტორის სასაცილო მიზანზე, რა საკვირველია, თორემ ტექსტში სახალისო არაფერია ერთი ძველი ანეგდოტის გარდა. რას იზამ, დიდი მონდომების მიუხედავად ყველა იმდენს ქაჩავს, რაც შეუძლია. კარგად ვიხალისე, ავტორის სასაცილო მიზანზე, რა საკვირველია, თორემ ტექსტში სახალისო არაფერია ერთი ძველი ანეგდოტის გარდა. რას იზამ, დიდი მონდომების მიუხედავად ყველა იმდენს ქაჩავს, რაც შეუძლია.
3. ოკუპირებულია ჩამოსულებით ქალაქი.
აქამდე წავიკითხე და აქ უკვე ამენთო.
რას ნიშნავს ჩამოსულებით? პირველი თბილისლი ხოხობი იყო და ცხელ წყალში მოიხარშა უშთამომავლოდ. დანარჩენები ყველა ჩამოსულები ვართ და ნურასოდეს ნუ ექნება ნურავის ამბიცია უკეთესი თბილისელობის.
ასეთი კარგი ავტორისტვის ეს ფრაზა უკვე სირცხვილი მგონიაა. და სახელით თუ ვიმსჯელებთ ავტორი ქართველი არც უნდა იყოს და ვინაა ჩამოსული და ვინ დამხვდური სხვა თემაა კიდე. (ვწუხვარ ეს წინადადება რომ დავწერე, მაგრამ აქ აუცილებლად მივიჩნიე)
ნაწერი იწყება როგორც სცენარი, და რატომ დევს იუმორისტულში ეგეც გასაკვირია. შეიძლება იუმორისტული თემაა, მაგრამ ნაწერის ჟანრი აშკარად დრამატურგიაა. ოკუპირებულია ჩამოსულებით ქალაქი.
აქამდე წავიკითხე და აქ უკვე ამენთო.
რას ნიშნავს ჩამოსულებით? პირველი თბილისლი ხოხობი იყო და ცხელ წყალში მოიხარშა უშთამომავლოდ. დანარჩენები ყველა ჩამოსულები ვართ და ნურასოდეს ნუ ექნება ნურავის ამბიცია უკეთესი თბილისელობის.
ასეთი კარგი ავტორისტვის ეს ფრაზა უკვე სირცხვილი მგონიაა. და სახელით თუ ვიმსჯელებთ ავტორი ქართველი არც უნდა იყოს და ვინაა ჩამოსული და ვინ დამხვდური სხვა თემაა კიდე. (ვწუხვარ ეს წინადადება რომ დავწერე, მაგრამ აქ აუცილებლად მივიჩნიე)
ნაწერი იწყება როგორც სცენარი, და რატომ დევს იუმორისტულში ეგეც გასაკვირია. შეიძლება იუმორისტული თემაა, მაგრამ ნაწერის ჟანრი აშკარად დრამატურგიაა.
2. სერგეი ასეთებს არ წერს :)
ეს ნაწერი სერგეისთვის სირცხვილია
0 ქულა სერგეი ასეთებს არ წერს :)
ეს ნაწერი სერგეისთვის სირცხვილია
0 ქულა
1. რად გინდა ეს პაროდიები, ანდრომედა გააგრძელე ჯობია. :) თუ ვეღარ ხედავ გაგრძელების საჭიროებას? :)) რად გინდა ეს პაროდიები, ანდრომედა გააგრძელე ჯობია. :) თუ ვეღარ ხედავ გაგრძელების საჭიროებას? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|