ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: საბავშვო
26 აპრილი, 2014


ბელიტო

დათვის ბელი ბელიტო
ხასიათზე ვერ იყო,
რადგან ციცქნა ციყვისგან
ასეთი რამ შეიტყო:

- ყოველ დაზამთრების წინ
იძინებენ დათვები,
შენც იგივე მოგიწევს,
ფხიზელი ვერ დარჩები.

ყველა დათვი ბუნაგში
ელოდება დათბობას,
მიეცემა ხანგრძლივ ძილს
და საკუთარ თათს ლოკავს.

ციყვუნამ ბელს ურჩია,
- შენს დათვ მშობლებს უთხარი:
ძილისგუდობას გვიჯობს
გავაკეთოთ ბუხარი!

მოახლოვდა ზამთარი,
ბუხრის პირას, დედიკომ
მიაფარა საბანი
ჩაძინებულ ბელიტოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები