სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა ამ შუაღამით ჩემს ჯვარცმად შეგიერთო, ოთახში ჩაკეტილი ბავშვივით ვიყურები.
თვალები... თვალებიდან ცვივიან პლანეტები, განცდებს, რომ პარავენ ერთურთის თანამგზავრებს, მიყვარხარ ისე, რომ გულში არ დამეტევი, მოდი და უსაშველოდ შენს თვალებს დამამსგავსე.
დადუმდეს მიდამო და ღრუბელთა არითმია, თავიდან ვერ ვიშორებ საჰარის ჰარმატანებს, ახლა ეს სიტყვებიც უბრალო გარითმვაა, თორემ მეც როცა წავალ არაფერს გამატანენ.
და ასე ყოველი დღე, ყინვაზე მონოტონურ, მაჯაზე მემსხვრევა სიცივის ფაიფური, ახლა შენს ქუჩაზე თავხედი მარტია და, შენც მისი იების გვირგვინი დაიხურე.
ასეთი ღელვა მაქვს და შემდეგი მადრიგალი, კედლებზე მასკდება სურვილთა ვაპორეტო ვაი, რომ არ გავხდები გრძნობების მათხოვარი, თორემ სხვა არაფერი არ შემრჩა საპოეტო.
და ასე გრაცია და უფრორე გრაციოზულ, თვალებმა საიქიოს სამყოფელს გამამგზავრეს, და ასე მთელ სხეულში ცოდვა მაქვს გამოჩრილი, როგორც სმით გადავსებულ, ფიოდორ კარამაზოვს.
სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა, რომ პლანეტები ერთ მწკრივში გავაჩერო, და შენი ფანჯრისაკენ, ფანჯრიდან ვიყურები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობა მეგობრებო <3 მადლობა მეგობრებო <3
17. მოეწონა არტეს!:) მოეწონა არტეს!:)
15. ამ გვერდზე იგრძნობა ახლის ძიების სურვილი და ამას მივესალმები. წარმატებები... ამ გვერდზე იგრძნობა ახლის ძიების სურვილი და ამას მივესალმები. წარმატებები...
14. "არცთუ" - ერთად იწერება. "განცდებს, რომ პარავენ" - აქ მძიმე არაა საჭირო. რამდენიმე ფრაზა მეხელოვნურა, თუმცა მთლიანობაში მომეწონა ლექსი.
"არცთუ" - ერთად იწერება. "განცდებს, რომ პარავენ" - აქ მძიმე არაა საჭირო. რამდენიმე ფრაზა მეხელოვნურა, თუმცა მთლიანობაში მომეწონა ლექსი.
13. კარგი ლექსია ...ლამაზი და ცამთრევი ! +2 კარგი ლექსია ...ლამაზი და ცამთრევი ! +2
12. ++ მე მომეწონა :)) ++ მე მომეწონა :))
11. გვანცა არაუშავს ყველას ვერ მოეწონება რაც შეეხება "გრაფო" მე იმას ვწერ რასაც ვგრძნობ არ ვიცი ეს ლექსები შენთვის რთულად გასაგები რატომ არის ეს უფრო ამ სიტყვების არ ცოდნასთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვერ გაიგე თორემ ჩემს პრინცესას რომ წავუკითხე აღფრთოვანდა ))) თქვენ კი დიდი მადლობა მეგობრებო <3 გვანცა არაუშავს ყველას ვერ მოეწონება რაც შეეხება "გრაფო" მე იმას ვწერ რასაც ვგრძნობ არ ვიცი ეს ლექსები შენთვის რთულად გასაგები რატომ არის ეს უფრო ამ სიტყვების არ ცოდნასთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვერ გაიგე თორემ ჩემს პრინცესას რომ წავუკითხე აღფრთოვანდა ))) თქვენ კი დიდი მადლობა მეგობრებო <3
10. პლანეტების აღლუმი უნდა მოუწყოთ? :)
ფანჯრიდან ფანჯრისკენ...
არ იყო ცუდი.
პლანეტების აღლუმი უნდა მოუწყოთ? :)
ფანჯრიდან ფანჯრისკენ...
არ იყო ცუდი.
9. ვფიქრობ აქედან კარგ ლექსს გამოადნობს ავტორი...:-* ვფიქრობ აქედან კარგ ლექსს გამოადნობს ავტორი...:-*
8. კომენტარებმა გამაბრაზა ცოტა.
ეს ერთ ერთი ჩემი საყვარელი გვერდია ამ პორტალზე.
მეც არ მომწონს ეს მძიმე და გუგლით გასაგები სიტყვები, მაგრამ:
დღეს ასეთი მაგარი ლექსი არ წამიკითხავს. ძალიან აზრიანი, საკმაოდ კარგად დაწერილი. და რაც მთავარია, ჩანს რომ ავტორი ღრმა და ძალიან ნიჭიერი ადამიანია.
+5 უყოყმანოდ, და წარმატებები, უკეთესების მოლოდინში კომენტარებმა გამაბრაზა ცოტა.
ეს ერთ ერთი ჩემი საყვარელი გვერდია ამ პორტალზე.
მეც არ მომწონს ეს მძიმე და გუგლით გასაგები სიტყვები, მაგრამ:
დღეს ასეთი მაგარი ლექსი არ წამიკითხავს. ძალიან აზრიანი, საკმაოდ კარგად დაწერილი. და რაც მთავარია, ჩანს რომ ავტორი ღრმა და ძალიან ნიჭიერი ადამიანია.
+5 უყოყმანოდ, და წარმატებები, უკეთესების მოლოდინში
7. მომეწონა მე :)
შიგადაშიგ ნაცნობი პოეტების ძველი ლექსები მომაგონა, შიგადაშიგ ტერმინებმა დამღალა მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო :)
ხუთიანი შენ უკეთესი მომავლის იმედით :))) მომეწონა მე :)
შიგადაშიგ ნაცნობი პოეტების ძველი ლექსები მომაგონა, შიგადაშიგ ტერმინებმა დამღალა მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო :)
ხუთიანი შენ უკეთესი მომავლის იმედით :)))
6. ასეთი ღელვა მაქვს და შემდეგი მადრიგალი, კედლებზე მასკდება სურვილთა ვაპორეტო ვაი, რომ არ გავხდები გრძნობების მათხოვარი, თორემ სხვა არაფერი არ შემრჩა საპოეტო. მომეწონა წარმატებები და 555
ასეთი ღელვა მაქვს და შემდეგი მადრიგალი, კედლებზე მასკდება სურვილთა ვაპორეტო ვაი, რომ არ გავხდები გრძნობების მათხოვარი, თორემ სხვა არაფერი არ შემრჩა საპოეტო. მომეწონა წარმატებები და 555
5. მე მომწონს.:) მე მომწონს.:)
4. კარამაზოვი ვერ მოვუხდინე, ნიკოლოზ, ლექსს დაწერისთანავე ნუ გამოაქვეყნებ, ნუ იჩქარებ და თვითონვე უკეთ დაალაგებ.
არის აქ მოსაწონი მომენტები, მჯერა უფრო დაიხვეწები. წარმატებები.
კარამაზოვი ვერ მოვუხდინე, ნიკოლოზ, ლექსს დაწერისთანავე ნუ გამოაქვეყნებ, ნუ იჩქარებ და თვითონვე უკეთ დაალაგებ.
არის აქ მოსაწონი მომენტები, მჯერა უფრო დაიხვეწები. წარმატებები.
3. ძალიან ახლართულ-ჩახლართულია. ძალიან ახლართულ-ჩახლართულია.
2. ერთ რჩევას მოგცემ ჩემო ძამია, თუ არ მიწყენ, არ გინდა ეს ძვლივსდამახსოვრებული სიტყვები მთელი ამბები, მარტივადაც შეიძლება ლექსი ლამაზი და მიმზიდველი გამოიყვანო. ახლა ვფიქრობ რამდენი ხანი "ეჩალიჩე" მაგ ლექსს და ე, ნახე რა გამოგივიდა, რომ გითხრას იმ შენმა პრინცესამ წამიკითხე ეგ ლექსიო ხოარ უნდა დაიტანჯო კითხვით? აგერ გვანციოლას რომ მოეწონა მაგი მეც მომეწონა ცოთათი, ახლა შენ რომ აიღო ეს ლექსი და მარტო ეს სტროფი ატვირთო, ქულასსაც კი დაგიწერს ვინცხა ჩემნაირი ოხერი "დაჟე" ერთ რჩევას მოგცემ ჩემო ძამია, თუ არ მიწყენ, არ გინდა ეს ძვლივსდამახსოვრებული სიტყვები მთელი ამბები, მარტივადაც შეიძლება ლექსი ლამაზი და მიმზიდველი გამოიყვანო. ახლა ვფიქრობ რამდენი ხანი "ეჩალიჩე" მაგ ლექსს და ე, ნახე რა გამოგივიდა, რომ გითხრას იმ შენმა პრინცესამ წამიკითხე ეგ ლექსიო ხოარ უნდა დაიტანჯო კითხვით? აგერ გვანციოლას რომ მოეწონა მაგი მეც მომეწონა ცოთათი, ახლა შენ რომ აიღო ეს ლექსი და მარტო ეს სტროფი ატვირთო, ქულასსაც კი დაგიწერს ვინცხა ჩემნაირი ოხერი "დაჟე"
1. სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა, რომ პლანეტები ერთ მწკრივში გავაჩერო, და შენი ფანჯრისაკენ, ფანჯრიდან ვიყურები.
აი, ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ მომეწონებოდა და ახლა მაგ სტროფიანადაც კი არ მომწონს :) სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა, რომ პლანეტები ერთ მწკრივში გავაჩერო, და შენი ფანჯრისაკენ, ფანჯრიდან ვიყურები.
აი, ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ მომეწონებოდა და ახლა მაგ სტროფიანადაც კი არ მომწონს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|