ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: თარგმანი
4 მაისი, 2014


* * * (სერგეი ესენინ)

ერთხელ მითხარი: "იყო საადი,
ქალს უკოცნიდა ძუძუებს ვნებით"
მეც დამაცადე, ღვთის გულისათვის,
ვისწავლო კოცნა თავდავიწყებით.
ერთხელ მიმღერე: "ევფრატის პირად,
ვარდები სჯობსო მოკვდავ ასულებს"
მდიდარი ვიყო, სულ სხვანაირად
მე ამ სიმღერას დავასრულებდი,
არ შერჩებოდა ქვეყანას ვარდი,
ავჭრიდი ყველას განრისხებული,
რომ დედამიწას არავინ ჰყავდეს
ჩემს შაგანეზე უფრო ქებული.
და ნუ დამტანჯავ ფიქრებით მეტად,
ამაზე სიტყვას მე ნუღარ მეტყვი,
თუ ქვეყანაზე გავჩნდი პოეტად,
გაკოცებ კიდეც, როგორც პოეტი.

Ты сказала, что Саади
Целовал лишь только в грудь.
Подожди ты, Бога ради,
Обучусь когда-нибудь!
Ты пропела: «За Ефратом
Розы лучше смертных дев».
Если был бы я богатым,
То другой сложил напев.
Я б порезал розы эти,
Ведь одна отрада мне —
Чтобы не было на свете
Лучше милой Шаганэ.
И не мучь меня заветом,
У меня заветов нет.
Коль родился я поэтом,
То целуюсь, как поэт.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს