ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2014


# # # თ. გ-ს


მაშინ როცა, ყველაფერი ცუდად არი,
მზის სხივები ერთმანეთს რომ ექიშპება,
და წარსულში გულმოდგინედ მონაგარი,
ძველ ტკივილებს მომავალში ეზიდება.

როცა გულში მიწისძვრა და ცუნამია,
ყურში ხმები ჩაგკივის და გიბინდდება,
წარსულიც და მომავალიც, -სურამიდან
წამოღებულ ნაზუქივით გიცივდება.

უკვე დროა, მოუქშიო ცხოვრებას და
ნეგატივი ბატკანივით გადადენო,
გულში ვიცი გჯერა, შეძლებ მოგებას და
სცადე, იქნებ ეგ ეშმაკიც დააჯერო... -
შენში...

4.10.2013წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს