იდგა და შუშისთვალებით მიმზერდა ჩვენი შუშაბანდი. მზერაში ჰორიზონტი გაშეშებოდა. ჩვენი მახსოვრობა თითქოს გუგებიდან ამოუღეს, ამოაცალეს. იდგა და ტერფებმოღრეცილი ხის აივანი გულში ჩაეკრა. აბა, ხელს როგორ გაუშვებდა? ემანდ, ქუჩის ბიჭებს__ ქარსა და წვიმას რამე შარში არ გაეხვიათ, თავგზა არ აებნიათ. თორემ მერე სადღა დაუწყებდა ძებნას ქალაქის ხმაურში დაკარგულ სიმშვიდეს, ჩვენ რომ რიგ-რიგობით მივატოვეთ... ჯერ შენ აკრიფე შენი მძიმე ნაბიჯები უსასრულოდ გრძელ დერეფანში. მერე მე დავტოვე ოთახის ფლოსტები გაუქმებულ საფოსტო ყუთთან. ორივე ჩვენს შიშს გავექეცით სხვადასხვა მხარეს. ვიცოდი, უკვე აღარ გაგიჩენდი ყოველ ცხრა თვეში უსახურ აივნებს სახლის ყრუ კედლებზე. აღარც გვიანობამდე დაგელოდებოდი ღია სარკმელთან მხოლოდ იმისთვის, რომ შენს თვალებში, ქვემოდან თუ მომაპყრობდი, ერთხელ მაინც დამენახა საკუთარი ჩემი მოლოდინი და გადაღლილი დღის მოცელილი კადრები შენი ღამეების არეულ ქვეშაგებში საგულდაგულოდ დამემალა. აღარ გეტყოდი, რომ სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა, მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა, მხარზე რომ ფრთხილად მომეხვია, ანდა, დროდადრო აგვისტოს მზით გახურებული შუბლი მონაბერი სიოს სუნთქვით მეგრილებინა. აღარ გეტყოდი. აღარაფერს გეტყოდი ალბათ, გარდა იმისა, რომ მხატვარია დღეს ჩემი ქმარი, მიტოვებულ ფერებს აცოცხლებს. მე რომ არ მოვკვდე, წარსულს ხატავს ჩემსას და შენსას... და ვეზიდები. სხვენში მასთან თაფლისფერი თვალებით დამაქვს ხეიბარი აივნების ესკიზები, ჩამქრალი მზერა შუშაბანდების, ბებერი დარაბების სიდუხჭირე შებინდებისას და ჭრიალი სადარბაზოს ძველი ფიცრების. მხატვარია ჩემი ქმარი და ჩემთვის ცრის ფერებს. მაინც ვერ ხვდება, (ახლაც უკვირს, უკვირდა ადრეც), თუკი მიყვარს და მიხარია, თან რატომ ვტირი, ან ნახატებზე დათარიღებულ დღეებს როცა სულში ვუძვრები, რად ვეფერები კედლებიდან გადმოსულ ჩრდილებს? ... ის ალბათ, ახლა მოლბერტთან ზის და მელოდება. ამაღამ ტილო უნდა დაგვესრულებინა, "ძველი სახლი". მე კი ვდგავარ და ჩვენს შუშაბანდს შიშჩამდგარი თვალებით ვუმზერ... ახალი პატრონი აივანზე მოაჯირს ღებავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გაიხარე, მაგდალენა ბეი!... კარგია ძალიან! 55555555555 გაიხარე, მაგდალენა ბეი!... კარგია ძალიან! 55555555555
23. რა კარგი პოეზია ვნახე აქ ტო................2
რა კარგი პოეზია ვნახე აქ ტო................2
22. ჩემს გვერდზე შევინახე. ისევ წავიკითხავ. ჩემს გვერდზე შევინახე. ისევ წავიკითხავ.
21. მადლობა ყველა მკითხველს. მადლობა ყველა მკითხველს.
20. მხატვარია ჩემი ქმარი და ჩემთვის ცრის ფერებს. მაინც ვერ ხვდება, (ახლაც უკვირს, უკვირდა ადრეც), თუკი მიყვარს და მიხარია, თან რატომ ვტირი, ან ნახატებზე დათარიღებულ დღეებს როცა სულში ვუძვრები, რად ვეფერები კედლებიდან გადმოსულ ჩრდილებს? ...
ძალიან კარგია. მხატვარია ჩემი ქმარი და ჩემთვის ცრის ფერებს. მაინც ვერ ხვდება, (ახლაც უკვირს, უკვირდა ადრეც), თუკი მიყვარს და მიხარია, თან რატომ ვტირი, ან ნახატებზე დათარიღებულ დღეებს როცა სულში ვუძვრები, რად ვეფერები კედლებიდან გადმოსულ ჩრდილებს? ...
ძალიან კარგია.
19. გულში ჩამწვდომი სევდაა აქ.:) გულში ჩამწვდომი სევდაა აქ.:)
18. საოცარია...კოდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ადამიანის სევდაა...რა ლამაზად სევდიანობ ავტორო...:-* ჩემი უმაღლესი შეფასება ლექსს...555 და ერთ ლამაზ სახლის სურათსაც გჩუქნი...მოგეწონება...:-* საოცარია...კოდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ადამიანის სევდაა...რა ლამაზად სევდიანობ ავტორო...:-* ჩემი უმაღლესი შეფასება ლექსს...555 და ერთ ლამაზ სახლის სურათსაც გჩუქნი...მოგეწონება...:-*
17. მადლობა, თანანა, სათაურს შევცვლი. ბოლო ნაწილი თუ მოიხდენს, ვნახავ.
მადლობა, თანანა, სათაურს შევცვლი. ბოლო ნაწილი თუ მოიხდენს, ვნახავ.
16. მაგდალენა ბეი, სათაურად ვგონებ, "ძველი სახლი" ჯობს, შEნ მიტოვებული სახლის ტკივილს აღწერ, აქცენტი სახლზეა და "უბანს" არ აქვს მნიშვნელობა... მომწონს შენი პოეზიის ენა, კარგად "გააცოცხლე" ძველი სახლი, ტკივილამდე... შEნს ლექსებში არაფერია ბუნდოვანი, სახეობრივად აზროვნებ, შენთან თავს კარგად გრძნობენ სიტყვები... ზოგჯერ, როგორ მოგენატრება, ეს ოხერი, კარგი ქართული ფრაზაც და სტრიქონიც... 5 მაგდალენა ბეი, სათაურად ვგონებ, "ძველი სახლი" ჯობს, შEნ მიტოვებული სახლის ტკივილს აღწერ, აქცენტი სახლზეა და "უბანს" არ აქვს მნიშვნელობა... მომწონს შენი პოეზიის ენა, კარგად "გააცოცხლე" ძველი სახლი, ტკივილამდე... შEნს ლექსებში არაფერია ბუნდოვანი, სახეობრივად აზროვნებ, შენთან თავს კარგად გრძნობენ სიტყვები... ზოგჯერ, როგორ მოგენატრება, ეს ოხერი, კარგი ქართული ფრაზაც და სტრიქონიც... 5
15. დიდი მადლობა, ყველას.
აღარ ვიცი, ზღვის დედოფალს დავუჯერო თუ უდაბნოსას? :) დიდი მადლობა, ყველას.
აღარ ვიცი, ზღვის დედოფალს დავუჯერო თუ უდაბნოსას? :)
14. რომ სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა, მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა, მხარზე რომ ფრთხილად მომეხვია, ან დროდადრო, აგვისტოს მზით გახურებული შუბლი მონაბერი სიოს სუნთქვით მეგრილებინა. + +
რომ სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა, მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა, მხარზე რომ ფრთხილად მომეხვია, ან დროდადრო, აგვისტოს მზით გახურებული შუბლი მონაბერი სიოს სუნთქვით მეგრილებინა. + +
13. აი რა გემრიელად კარგი რამეა არვიცი რა... კიდევ მოვუბრუნდები აქაურობას ვიცი აი რა გემრიელად კარგი რამეა არვიცი რა... კიდევ მოვუბრუნდები აქაურობას ვიცი
12. ძალიან მომეწონა.+ 5 ძალიან მომეწონა.+ 5
10. ჰო მართლა ავტორმა კითხვა დასვა... სათაურს "ძველი უბანი" რად უნდა?
უბრალოდ "ძველი სახლი" - ზოგად ემოციას ტოვებს, მარტო ქალაქის უბანზე არაა მიბმული... კიდევ წავიკითხე და კიდევ მომეწონა. ჰო მართლა ავტორმა კითხვა დასვა... სათაურს "ძველი უბანი" რად უნდა?
უბრალოდ "ძველი სახლი" - ზოგად ემოციას ტოვებს, მარტო ქალაქის უბანზე არაა მიბმული... კიდევ წავიკითხე და კიდევ მომეწონა.
6. ძალიან მაგარია. ყველა სიტყვა მაგარია. ყველა ფრაზა.
"შუშისთვალებით მიმზერდა ჩვენი შუშაბანდი. მზერაში ჰორიზონტი გაშეშებოდა. ჩვენი მახსოვრობა გუგებიდან ამოუღეს," - ძალიან... ან ეს: სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა, მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა, " + + + არცერთი სიტყვა არ აკლია და არც ზედმეტია. ზუსტი ემოციაა. ტყვია ტყვიაშია ჩამჯდარი.
ხუთი ქულა და თავფურცელი. ძალიან მაგარია. ყველა სიტყვა მაგარია. ყველა ფრაზა.
"შუშისთვალებით მიმზერდა ჩვენი შუშაბანდი. მზერაში ჰორიზონტი გაშეშებოდა. ჩვენი მახსოვრობა გუგებიდან ამოუღეს," - ძალიან... ან ეს: სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა, მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა, " + + + არცერთი სიტყვა არ აკლია და არც ზედმეტია. ზუსტი ემოციაა. ტყვია ტყვიაშია ჩამჯდარი.
ხუთი ქულა და თავფურცელი.
5. მშვენიერია სათაურითურთ. ++ მშვენიერია სათაურითურთ. ++
4. თორემ მერე სადღა დაუწყებდა ძებნას ქალაქის ხმაურში დაკარგულ სიმშვიდეს, ჩვენ რომ რიგ-რიგობით მივატოვეთ... ჯერ შენ აკრიფე შენი მძიმე ნაბიჯები უსასრულოდ გრძელ დერეფანში. მერე მე დავტოვე ოთახის ფლოსტები გაუქმებულ საფოსტო ყუთთან. ორივე ჩვენ შიშს გავექეცით სხვადასხვა მხარეს
კარგი იყო... დამაფიქრდამასევდიანე ავტორო ;) :( ...5 თორემ მერე სადღა დაუწყებდა ძებნას ქალაქის ხმაურში დაკარგულ სიმშვიდეს, ჩვენ რომ რიგ-რიგობით მივატოვეთ... ჯერ შენ აკრიფე შენი მძიმე ნაბიჯები უსასრულოდ გრძელ დერეფანში. მერე მე დავტოვე ოთახის ფლოსტები გაუქმებულ საფოსტო ყუთთან. ორივე ჩვენ შიშს გავექეცით სხვადასხვა მხარეს
კარგი იყო... დამაფიქრდამასევდიანე ავტორო ;) :( ...5
3. ძალიან კარგია... ძალიან კარგია...
2. შუშაბანდიანი სახლები არ მიყვარს რატომღაც და ამ ფონზეც კი, ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ლექსი- სევდიანიც, ნათელიც, იდუმალიც...
იყოს სათაური, მერე რა, რომ იმ სერიალსაც ასე ერქვა. ჯერ ერთი, არამგონია ბევრს ახსოვდეს და ასეც რომ იყოს, პირველივე სტრიქონებიდან სულ სხვა განწყობა მოაქვს.
შუშაბანდიანი სახლები არ მიყვარს რატომღაც და ამ ფონზეც კი, ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ლექსი- სევდიანიც, ნათელიც, იდუმალიც...
იყოს სათაური, მერე რა, რომ იმ სერიალსაც ასე ერქვა. ჯერ ერთი, არამგონია ბევრს ახსოვდეს და ასეც რომ იყოს, პირველივე სტრიქონებიდან სულ სხვა განწყობა მოაქვს.
1. რჩევა მჭირდება, დავტოვო თუ არა აქ ეს სათაური იმ სანთლის ალებიანი სერიალის გამო. მადლობა. რჩევა მჭირდება, დავტოვო თუ არა აქ ეს სათაური იმ სანთლის ალებიანი სერიალის გამო. მადლობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|